არაქისის (მიწის თხილი) – მოვლა – მოყვანის ბიოლოგიური თავისებურებანი
არაქისი – მიწის თხილი (ლათ. Arachis hipogaea) – პარკოსანთა (Fabaceae) ოჯახიდან ერთწლოვანი მცენარეა, ფესვთა სისტემა მთავარ ღერძიანია,. ღერო უხვად არის დატოტვილი და შეფოთლილი, რის გამოც ბუჩქისებრ ფორმას იღებს, ფოთოლი წვრილფრთართული. ყვავილი წვრილია, ყვითელი, გვირგვინის ფურცლებით.
არაქისი თითქმის სამ თვეს ყვავილობს. იგი თვითგამანაყოფიერებელია. ღერო დატოტვილია 50 სმ სიმაღლისაა. შეიძლება ჯვარედინი დამტვერვაც. განაყოფიერების შემდეგ მიწისზედა ყვავილების ნასკვის ფუძე იწყებს წაგრძელებას, რომელიც 5-6 დღის შემდეგ მიწისკენ იხრება და მიაქვს განაყოფიერებული ნასკვი, ჩადის ნიადაგში,8-10 სმ- მდე და აჩერებს ზრდას, განაყოფიერებული ნასკვი ნიადაგში, ჩასვლის შემდეგ იწყებს განვითარებას და ნაყოფი, პარკად იქცევა.
არაქისის პარკი ცილინდრულია, ნაჭუჭი საკმაოდ მაგარი აქვს. პარკში 6 თესლია. თესლი მოგრძო ოვალური ან მრგვალია. 1000 მარცვლის მასა 200-400 გრ. 1000 პარკის მასა 600 გრ.
არაქისი სითბოს, ტენის და სინათლის მოყვარულია.
თესლი ღივდება 12-14 გრადუსზე, აღმონაცენი იღუპება მინუს 1 გრადუსზე
სავეგეტაციო პერიოდი 150 -180 დღემდე გრძელდება.
მოვლა- მოყვანა და მოსავლის აღების ტექნოლოგია
არაქისი ითესება მაისში, სიმინდის თესვის პერიოდშიც. კულტურა, რადგან ნაყოფს ივითარებს მიწაში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ღმა ხვნას ( 25-30 სმ) და ნიადაგის სიფხვიერეს. არაქისისათვის კარგ შედეგს იძლევა ორგანული სასუქი. არაქისისათვის კარგია მსუბუქი სტრუქტურის შავი ნიადაგები. ვერ ეგუება ჭაობიან და მარილიან ნიადაგებს. გამოკვება ტარდება ყვავილობის დასაწყისში, -გამონასკვისას.
არაქისი ითესება ჩენჩოიანად ან ჩენჩოგამოცლილი, ითესება ფართო მწკრივებად, 70 სმ-იანი მწკრივთა შორისებით, ან კვადრატულ- ბუდობრივად 70×70 კვების არით 6-8 თესლი ბუდნაში (120 ათასი მცენარე 1 ჰა-ზე) ჩენჩოგამოცლილის თესვის ნორმაა 50- 80 კგ/ჰა-ზე. პარკებიანად თესვის ნორმაა 100-120 კგ/ჰა-ზე. თესლის ჩათესვის სიღრმე 6-8 სმ.
არაქისის ნათესის მოვლა მდგომარეობს ნიადაგის შენარჩუნება ფხვიერ მდგომარეობაში (მწკრივთშორის კულტივაცია 6-8 სმ-ის სიღრმეზე მწკრივების გამოითხოვენ. მცენარის ძირებში მიწის შემოყრა ყვავილობის პერიოდში
არაქისი ირწყვება რამდენიმეჯერ, 10-15 დღის ინვენტარით. რწყვა შეწყდება პარკის დამწიფების დასაწყისში. არაქისის მოსავლის ასაღებად მზადყოფნის ნიშანია პარკების ამოვსებულება, ფოთლების ნაწილობრივ გაყვითლება. პარკის კედლებისაგან თესლის ადვილად მოცილება.
მოსავლის ასაღებად იყენებენ სპეციალურ მანქანას
სახალხო- სამეურნეო მნიშვნელობა
არაქისის მარცვალი 50 % მაღალხარისხოვან ზეთს შეიცავს, რომელსაც ფართო გამოყენება აქვს საკონსერვო, ცხიმის მრეწველობაში, მისგან ამზადებენ ჰალვას, კარაქს, მოხალულ თხილს, გოზინაყს. არაქისის გამომშრალი ფოთლები და ღეროები გამოიყენება თივად, პარკების ჩენჩო საწვავად.
როგორც პარკოსანი კულტურა არაქისი საუკეთესო წინამორბედია თავთავიანებისა და სიმინდისათვის.
წარმოშობა და გავრცელება
არაქისის სამშობლო სამხრეთ ამერიკაა (არგენტინა, ბოლივია), საიდანაც ის მოხვდა ინდოეთში იაპონიაში, ფილიპინების კუნძულებზე ამჟამად ნათესები დასავლეთშიც არის და აღმოსავლეთშიც, მაგრამ ცოტაა და მისი სამრეწველო მნიშვნელობა მცირეა.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური
მზეინაბ სარალიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გოჩა წერეთელი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
მზია ბერუაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,
გივი წილოსანი – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
მზია წიკლაური – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი