აგროსიახლეები

არგენტინაში ვაშლის გადამუშავების ნარჩენები ახალ საკვებ პროდუქტად აქციეს

არგენტინაში ვაშლის ჭენჭო ოფიციალურად იქნა შეტანილი ქვეყნის საკვები პროდუქტების კოდექსში, რაც ახალ შესაძლებლობებს აჩენს საკვები მრეწველობისთვის. უკვე 2024 წლისთვის ინდუსტრიული გადამუშავებისთვის 115 900 ტონაზე მეტი ვაშლი იქნა გამოყენებული, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ჭენჭოს მოცულობა, რომელიც მაღალი კვებითი ღირებულებით გამოირჩევა.
არგენტინის ეკონომიკის სამინისტროს სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და თევზჭერის სამდივნომ, ასევე ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისმა სტრუქტურამ ერთობლივი რეზოლუციით №39/2025 ოფიციალურად აღიარეს ვაშლის ჭენჭო ნებადართული საკვები ინგრედიენტად და ის არგენტინის საკვები პროდუქტების კოდექსში (CAA) შეიტანეს.

ვაშლის ჭენჭო ვაშლის წვენისა და სიდრის წარმოების ნარჩენი პროდუქტია, რომელიც ვაშლის მთლიანი წონის დაახლოებით 25–30%-ს შეადგენს. ის შედგება: 95% რბილობის და კანის, 2–4% თესლის და 1% ღეროებისგან.

კვლევები, რომლებიც ლა-პლატის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენებს, რომ ჭენჭო მდიდარია ბოჭკოებით, შაქრითა და ანტიოქსიდანტებით. მისი საკვები პროდუქტებში გამოყენება შეიძლება როგორც დაფქულ, ისე უშუალო ინგრედიენტად, მაგალითად: პურის, პუდინგის, პიცის, ორცხობილების, ბატონების, ცივი ჩაის ანა ჩაისმაგავრი გამაგრილებელი სასმელების წარმოებაში წარმოებაში. ეს ნოვაცია დამატებული ღირებულების მქონე მრავალფეროვანი პროდუქტის შეიქმნის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს საკვები დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებას და რესურსების რაციონალურ გამოყენებას აგრო-სასურსათო ჯაჭვის ყველა ეტაპზე. ჭენჭოს საკვებ პროდუქტად აღიარება ხელს უწყობს მის გატანას კომერციულ ბაზარზე, ამაღლებს ნედლეულის გამოყენების ეფექტიანობას და აძლიერებს რეგიონულ წარმოებას.

არგენტინის აგრო-სასურსათო პროდუქციის ჯანმრთელობისა და ხარისხის ეროვნული სამსახურის (SENASA) მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში ვაშლის წარმოებამ 434 190 ტონას მიაღწია, საიდანაც დაახლოებით 27% სიდრისა და წვენების წარმოებაში იქნა გამოყენებული. იმავე წელს არგენტინაში სიდრის ბაზარი 43 მილიონ ლიტრს გასცდა, ხოლო 2025 წლისთვის მოსალოდნელია კიდევ 5,1%-იანი ზრდა. ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს ჭენჭოს როგორც ხელმისაწვდომი და პერსპექტიული ნედლეულის მნიშვნელობას.

საკვები კოდექსის განახლება ასახავს არგენტინის წარმოების სექტორის წინსვლას, აძლიერებს ნოვაციას და ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას საკვები პროდუქციის წარმოებაში.

წყარო: არგენტინის მთავრობის ოფიციალური პორტალი