აჭარა _ ციტრუსის რთველი აქტიურ ფაზაშია
ციტრუსის რთველი აქტიურ ფაზაშია – მოსავალი უხვადაა.
დღეს უკვე ექსპორტირებულია 20 ათას ტონაზე მეტი მანდარინი, რის შედეგადაც მიღებულია დაახლოებით, 12 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შემოსავალი.
არასტანდარტული ციტრუსის სუბსიდირების მიზნით, უკვე გამოყოფილია 4 მილიონი ლარი. შედეგად, გადამუშავებულია 12 ათასი ტონა არასტანდარტული ციტრუსი.
ფერმერები უხვი მოსავლის დაბინავებას სრულად შეძლებენ.

