აჭარაში ახალი ბაღების გაშენება იწყება
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს ადგილობრივი ფერმერებისა და საოჯახო მეურნეობების მხარდაჭერას და 2026 წლის საგრანტო პროგრამის ფარგლებში ახალ ეტაპს იწყებს მემცენარეობის მიმართულებით.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2026 წლის პროგრამის „სასოფლო – სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების ხელშეწყობის“ ფარგლებში, მემცენარეობის მიმართულებით იწყება განცხადებების მიღება.
პროგრამა ითვალისწინებს მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურების ახალი ბაღების გაშენების მიზნით სარგავი მასალის, ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებების შეძენის თანადაფინანსებას.
აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს მემცენარეობის განვითარებას, ახალი ბაღების გაშენების ხელშეწყობას და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდას რეგიონში.

