აგროსიახლეები

ყაზბეგი, ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი ერთმანეთს ერთი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებისათვის, სამი დაცული ტერიტორიის – ყაზბეგის, ფშავ-ხევსურეთის და თუშეთის ერთმანეთთან ერთი საფეხმავლო ბილიკით დასაკავშირებლად, მოლაშქრეთა ბილიკებისა და სამთო ქოხების (Mountain Hut) განვითარების პროექტი დასკვნით ფაზაშია.
სამ დაცულ ტერიტორიას ერთმანეთთან 205 კმ-ის სიგძის საფეხმავლო ბილიკი აკავშირებს, საიდანაც 130 კმ-მდე სრულიად ახალი ბილიკი გაიჭრა. დასრულების ეტაპზეა 205 კმ-იან ბილიკზე საინფორმაციო დაფების, საორიენტაციო მანიშნებლების და მცირე ტურისტული საფეხმავლო ხიდების მოწყობის სამუშაოებიც.

საცალფეხო 222222222222

პროექტის ფარგლებში, ჯუთა-როშკა-არხოტი-შატილი-თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე მოლაშქრეთა თავშესაფრისთვის მონტაჟდება სხვადასხვა კატეგორიის 7 სამთო ქოხი.

დასრულებულია 5 ქოხის მშენებლობა – აბუდელაურში, არხოტში, დათვიჯვარში, ზედა ტანიესა და ქვედა ტანიეში. მიმდინარეობს ხიდოტანის და ქვახიდის ქოხებისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები.

სხვადასხვა ზომის სამთო ქოხებში გათვალისწინებულია რამდენიმე საძინებელი ოთახი, საპირფარეშოები, საშხაპეები, დამხმარე და ნარჩენების ოთახები, სამზარეულო/კაფე და ვერანდა.

ქოხები უზრუნველყოფილი იქნება ელექტროენერგიითა და წყლით, რისთვისაც მიმდინარეობს განახლებადი ენერგიის მზის პანელებისა და წყლის რეზერვუარების (სეპტიკების) სამონტაჟო სამუშაოები.

ქოხი სამთო ქოხი

შვეიცარიაში დამზადებული სამთო ხის ქოხების დეტალების ტრანსპორტირება დაცულ ტერიტორიებზე ვერტმფრენების საშუალებით ხდება, სადაც მონტაჟდება წინასწარ აშენებულ საძირკვლებზე. ქოხების პროექტირებისა და მონტაჟის სამუშაოებში, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, შვეიცარიელებიც მონაწილეობენ.

სამუშაოები 2024 წლის ოქტომბერში დასრულდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 27.1 მილიონ ლარზე მეტია.