აზერბაიჯანი აგროდრონების მასობრივ წარმოებას იწყებს
როგორც საინფორმაციო სააგენტო Caliber.Az-ი იუწყება, აგროდრონების მასობრივი წარმოების შესახებ ბაქოში, სოფლის მეურნეობის ინოვაციების მეორე ფორუმზე სოფლის მეურნეობის ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ანარ ჯაფაროვმა განაცხადა.
აზერბაიჯანში, ერთ-ერთ თურქულ კომპანიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება სასოფლო-სამეურნეო დრონების მასობრივი წარმოების შესახებ.
„თურქული კომპანიამ, რომელიც ძირითადად სოფლის მეურნეობის სექტორისთვის დრონების წარმოებით არის დაკავებული ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტთან წარმოებით დაასრულა მოლაპარაკება და აგროდრონების წარმოების შესახებ შეთანხმებასაც მიაღწია“, _ აღნიშნა ბატონმა ჯაფაროვმა.
როგორც ანარ ჯაფაროვმა თქვა, აზერბაიჯანში წარმოებული დრონები სამინისტროს ინოვაციური ტექნოლოგიების ნუსხაში შევა და ადგილობრივი ფერმერები ამ დრონების შეძენისას სახელმწიფო თანადაფინანსების 40%-იანი პროგრამით ისარგებლებენ.