აზერბაიჯანმა ბაყაყის ბარკლები იტალიასა და საფრანგეთში ექსპორტზე გაიტანა
აგვისტოს ბოლოს აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი, შესაბამისი სერტიფიკატის თანხლებით, რამდენიმე ქვეყანაში წარმატებით გაიტანა.
როგორც Caliber.Az იუწყება, გასულ თვეში იტალიასა და საფრანგეთში ექსპორტირებულია 3.6 ტონა ბაყაყის ბარკლები, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანის აგროსასურსათო სექტორის მზარდ პოტენციალზე.
აღსანიშნავია, რომ აგვისტოში აზერბაიჯანიდან სხვა ქვეყნებშიც განხორციელდა ცხველური წარმოშობის აგროპროდუქციის ექსპორტი:
-
აშშ-ში — 4 მილიონი 320 ათასი კვერცხი;
-
არაბთა გაერთიანებულ საამიროებში — 1 მილიონ 158 ათას 460 კვერცხი;
-
ავსტრალიაში, ალბანეთსა და კანადაში — 42 კგ თევზის ხიზილალა;
-
ისრაელში — 18 ტონა გაყინული პროდუქტი.
აზერბაიჯანი თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გლობალურ ბაზრებზე გატანის დივერსიფიცირებას აგრძელებს, რაც ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტენდენციზე მიუთითებს.
წყარო: Caliber.Az