აგროსიახლეები

აზერბაიჯანიდან ბოსტნეულის და ხილის ექსპორტმა 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანმა 2025 წლის იანვრიდან ივნისამდე პერიოდში  402 396,79 ტონა ბოსტნეულისა და ხილის ექსპორტი განახორციელა, რაც 25%-ით მეტია 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
ამავდროულად, ექსპორტირებული ბოსტნეულის და ხილის საერთო ღირებულებამ 24,3%-ით მოიმატა და 415 753,01 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 

ეს აზერბაიჯანის მთელი ექსპორტის 3,23%-ს წარმოადგენს (2024 წლის იანვარ-ივნისში – 2,59%).

იმის მიუხედავად წლეულს, პირველი ნახევრის განმავლობაში აზერბაიჯანში იმპორტირებული ბოსტნეულის და ხილის მოცულობამ 239 278,22 ტონა (7,1%-იანი ზრდა) შეადგინა და მათმა ღირებულებამ  178 809,23 ათას აშშ დოლარ (12,9%-იანი ზრდა) გადააჭარბა.

იმპორტის საერთო მოცულობაში ეს 1,55%-ს შეადგენს (2024 წლის იანვარ-ივნისში – 1,79%).

ხეირადდინ ნასირზაძე
Caliber.Az