აგროსიახლეები

 აზერბაიჯანში არაბულ ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში ფრინველის ხორცის ექსპორტრებაზე აქტიურად მუშაობენ

აზერბაიჯანმა  რუსეთში მცენარეული პროდუქტების ექსპორტის ელექტრონული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით დაასრულა. 
„რეპორტის“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს (AFSA) თავმჯდომარის მოადგილემ, ბალარაგიმ გულიევმა, ბაქოში მიმდინარე აგრობიზნესის განვითარების მეოთხე ფორუმზე განაცხადა.

„ორი ქვეყნის ფიტოსანიტარიული სისტემები ინტეგრირებული იყო. „ამჟამად ჩვენ ვცდილობთ განვავითაროთ მეცხოველეობის პროდუქტების ექსპორტთან დაკავშირებული სამუშაოები“, – აღნიშნა მან.

APBA-ს წარმომადგენელმა დასძინა, რომ მიმდინარეობს მუშაობა აზერბაიჯანიდან ფრინველის ხორცის პროდუქტების არაბულ ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში ექსპორტის მიმართულებით.

„ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა ქვეყანაში დაავადებებისგან თავისუფალი ზონების შექმნაა. ამ მიმართულებითაც გარკვეულ წარმატებებს მივაღწიეთ. „აზერბაიჯანმა უკვე მიიღო წვრილფეხა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჭირისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსი“,  აღნიშნა გულიევმა.