აზერბაიჯანში მცენარეთა დაავადების დიაგნოსტიკის ახალი მობილური აპლიკაცია შეიმუშავეს
აზერბაიჯანში შემუშავებულია მობილური აპლიკაცია მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და მათი მკურნალობის რეკომენდაციების მისაცემად.
ამის შესახებ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინოვაციების ცენტრის დირექტორმა ანარ ჯაფაროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
HealWith აპლიკაცია მცენარეთა დაცვისა და სამრეწველო კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტმა, აზერბაიჯანის ნავთობისა და მრეწველობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნა.
ჯაფაროვის თქმით, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, აპლიკაცია საშუალებას იძლევა არა მხოლოდ დაავადებების სიმპტომების ამოცნობის, არამედ კონკრეტული პათოგენების იდენტიფიცირების, ნიადაგსა და მცენარეებში საკვები ნივთიერებების დეფიციტის ანალიზისა და პათოგენებს შორის ურთიერთქმედების დასადგენად.
ამას გარდა, აპლიკაცია ფერმერებს დაეხმარება წყლის, სასუქებისა და პესტიციდების უფრო ეფექტურად გამოყენებაში, რაც ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირებას.
Caliber.Az