აგროსიახლეები

აზიურმა ონავარმა აშშ-ში ჩააღწია

აზიური ონავარის Vespa velutina „სამშობლო”- აღმოსავლეთ აზიაა. მავნებელი მნიშვნელოვნად აზიანებს ბიომრავალფეროვნებას, დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობას, საფრთხეს წარმოადგენს ადამიანებისთვის.
აზიური ონავარი სწრაფად ვრცელდება საფრანგეთისა და დასავლეთ ევროპის  ქვეყნები, სადაც მისი ექსპანსია 2022 წლიდან დაიწყო და დღეს უკვე საშიშ მასშტაბს აღწევს.

მტაცებელი მწერი განსაკუთრებით  აზიანებს  მეფუტკრეობას.

დადგენილია, რომ Vespa velutina-ს საშუალო ოჯახი _ კოლონია სეზონის განმავლობაში 11 კილოგრამ საკვებს _ მწერებს  მოიხმარს,  რომელთაგან 60% მეთაფლია ფუტკარია.

ევროპაში ონავარი ადგილობრივ კლიმატს თანდათან შეეგუა და საფრანგეთის, ესპანეთისა და პორტუგალიის „დაპყრობის“ შემდეგ ევროპის აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთშიც გადავიდა. კოლონია წელიწადში 60 კმ-მდე სიჩქარით მოძრაობს. მისი ბუდეები უკვე აღმოაჩინეს დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, შვეიცარიასა და ირლანდიაში.

მაგალითად, 2023 წელს  დიდ ბრიტანეთში ონავრის 22 ბუდე და  10-ჯერ მეტი ინდივიდი აღმოაჩინეს, ვიდრე ვიდრე წინა 6 წლის განმავლობაში.

მედიის ცნობით, ევროკავშირში, ყოველწლიურად 50-100 ათასი ონავრის ბუდე ნადგურდება და ევროკავშირის ბიუჯეტიდან ამ ოპერაციებისთვის გაწეული ხარჯები წევრ ქვეყნებში მეფუტკრეობის განვითარებისთვის გამოყოფილ სუბსიდიას უახლოვდება.  მაგალითად, სამხრეთ კორეაში Vespa velutina-სა და სხვა ონავარისებრთა საშიში მწერების კონტროლზე წელიწადში 60 მილიონი დოლარი იხარჯება.

Азиатский шершень карта (1)

ონავრის ტრადიციული წარმოშობის და გავრცელების რეგიონები აზიაში (ნახ. ა) და მისი ექსპანსია დასავლეთ ევროპაში 2023 წლისთვის (ნახ. ბ):

წყარო: aphis.usda.gov

აზიური რქის Vespa velutina-ს გლობალური გავრცელების ახალ ეტაპს 2023 წელს მიაღწია, რაც 2024 წელსაც გაგრძელდა.

ექსპერტების შეფასებით, ახლო მომავალში ონავარი შესაძლოა გამოჩნდეს ზომიერი კლიმატის ზონაში, აზიისა და ევროპის სხვა ქვეყნებში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და ოკეანიაში.

ონავრის გავრცელებას ხელს უწყობს ბუნებრივი მტრების არარსებობა, ასევე  გლობალური ვაჭრობისა და სატრანსპორტო გადაზიდვების განვითარება, კლიმატის ცვლილება და რიგი სხვა ფაქტორები.

სამწუხაროდ, მეცნიერთა პროგნოზები   Vespa velutina-ს მოახლოებულ გლობალურ გავრცელებასთან  დაკავშირებით, უკვე მართლდება. 2023 წლის აგვისტოში ონავრის ბუდე  ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთში, ჯორჯიის შტატში, სავანას პორტთან ახლოს, აღმოაჩინეს და გაანადგურეს. როგორც ჩანს, განაყოფიერებული ჭუპრებიანი ონავრის ბუდე აზიიდან ან ევროპიდან საზღვაო ტვირთით ჩამოიტანეს.

ჯორჯიაში ონავრის აღმოჩენამ  ააღელვა, როგორც აშშ, ისე მეზობელი რეგიონების სამეცნიერო და მეფუტკრეობის საზოგადოება. შეშფოთდნენ პეკანის, ატმის, ხილისა და სხვა კულტურების ადგილობრივი მწარმოებლებიც. უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა და ჯორჯიის უნივერსიტეტმა ონავრის წინააღმდეგ საბრძოლველად აქტიური კამპანია დაიწყო, სახელმწიფომ საზოგადოებას აცნობა ონავრის მახასიათებლებისა და გავრცელების საშიშროების შესახებ. ამ კამპანიას შეუერთდა ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. შეიქმნა ვებგვერდი, რომელსაც უნდა შეატყობინოთ ონავრისა და მათი ბუდეების აღმოჩენის შესახებ. მწერსაჭერები და სატყუარა ხაფანგები როგორ უნდა განთავსდეს ეზოებში ბაღებსა და მის შემოგარენში.

ექსპერტების შეფასებით, ჯორჯიას შტატში ონავრის ბუდის განადგურება ყველაზე ეფექტიანია აგვისტოში, როდესაც Vespa velutina-ს ოჯახის გამრავლების სასიცოცხლო ციკლი ჯერ არ არის დასრულებული და ახალგაზრდა მდედრები ჯერ არიან გამოჩეკილნი.

წყარო: https://www.apiworld.ru/1701427719.html