დარგებიმემცენარეობა

ბა­ბუ­აწ­ვე­რა

  მრა­ვალ­წლი­ა­ნი ბა­ლა­ხია, რთულ­ყვა­ვი­ლო­ვან­თა ოჯა­ხი­ს წარმომადგენელია, იზრდება 5-დან 50 სმ-მდე სი­მაღ­ლი­ს, აქვს მსხვი­ლი, მთა­ვარ­ღერ­ძა ფეს­ვი. ფოთ­ლე­ბი ლან­ცე­ტა ან წაგ­რძე­ლე­ბულ-ლან­ცე­ტაა, დაკ­ბი­ლუ­ლი, 10-25 სმ. სიგ­რძის და 1,5-5 სმ. სი­გა­ნი­სა, ფოთ­ლე­ბი ფუ­ძეს­თან რო­ზე­ტა­დაა შეკ­რე­ბი­ლი.

ყვა­ვი­ლე­ბი ოქ­როს­ფერ-ყვი­თე­ლი ფე­რი­საა და კა­ლა­თა-ყვა­ვი­ლე­დე­ბა­დაა შეკ­რე­ბი­ლი. ნა­ყო­ფი ღია-წაბ­ლის­ფე­რი, 3-4 სმ. სიგ­რძის თეს­ლუ­რაა. ყვა­ვის მა­ის-ივ­ნის­ში, ნა­ყო­ფი ერ­თი თვის შემ­დეგ მწიფ­დე­ბა.

ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა

ფოთ­ლე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი კა­რო­ტი­ნო­ი­დებს შე­ი­ცა­ვენ. ფეს­ვებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია: სტე­რი­ნი, ინუ­ლი­ნი, ნი­კო­ტი­ნის მჟა­ვა, ფი­სე­ბი, კა­უ­ჩუ­კი და ცხი­მი.

ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი თვი­სე­ბე­ბი

ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვებს და ბა­ლახს იყე­ნე­ბენ რო­გორც მა­დის მომ­გვრელ სა­შუ­ა­ლე­ბას, ასე­ვე იყე­ნე­ბენ ანა­ცი­დუ­რი გას­ტრი­ტის დროს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი ჯირ­კვლე­ბის სეკ­რე­ცი­ის მო­სა­მა­ტებ­ლად.
ფეს­ვებს იყე­ნე­ბენ რო­გორც ნაღ­ვლმდენ და შარ­დმდენ სა­შუ­ა­ლე­ბას.

გა­მო­ყე­ნე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში

უნიშ­ნა­ვენ კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, დი­ა­ბე­ტის, თირ­კმლის ჭვა­ლის, ნიკ­რი­სის ქა­რის, ეგ­ზე­მის, ფე­რის­მჭა­მე­ლე­ბის, ათე­როს­კლე­რო­ზის დროს.

სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი

ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის ნა­ყე­ნი: 10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბულ ფეს­ვებს და­ას­ხით 200 მლ. მდუ­ღა­რე, და­ა­ყე­ნეთ 2 სა­ა­თის გნმავ­ლო­ბა­ში, გა­წუ­რეთ, მი­ი­ღეთ 50 მლ. 4-ჯერ დღე­ში ჭა­მამ­დე 30 წთ.-ით ად­რე ათე­როს­კლე­რო­ზის, გას­ტრი­ტის, ანე­მი­ის, ღვიძ­ლის და ნაღ­ვლის ბუშ­ტის, თირ­კმე­ლე­ბის, შარ­დის ბუშ­ტის და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს, ასე­ვე ნიკ­რი­სის ქა­რის, ალერ­გი­ის, კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის დროს. ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ყე­ნი: აი­ღეთ 10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ფეს­ვე­ბი და ბა­ლა­ხი, და­ა­ყე­ნეთ 400 მლ. გა­ცი­ვე­ბუ­ლი ანა­დუ­ღა­რი წყლით 10-12 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­წუ­ღეთ. მი­ი­ღეთ 50 მლ. 4-6-ჯერ დღე­ში ჭა­მის წინ ათე­როს­კლე­რო­ზის, ჰი­პო- და ავი­ტა­მი­ნო­ზის, ანე­მი­ის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის, გას­ტრი­ტის, კო­ლი­ტის, ღვიძ­ლის, თირ­კმე­ლე­ბის, კუჭ­ქვე­შა ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის, კუჭ­ში სპას­ტი­კუ­რი ტკი­ვი­ლის, თა­ვის ტკი­ვი­ლის, ცუ­დი მა­დის, კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, ნიკ­რი­სის ქა­რის, ალერ­გი­ის დროს. 
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ხარ­ში: აი­ღეთ ოც-ოცი გრა­მი ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლი და ბა­ლა­ხი, და­ას­ხით 400 მლ. წყა­ლი, ადუ­ღეთ 10 წთ.-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, და­ა­ყე­ნეთ 30 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­რეთ 50 მლ. 3-4-ჯერ დღე­ში ჭა­მის შემ­დეგ ღვიძ­ლის, თირ­კმე­ლე­ბის, შარ­დგა­მომ­ყვა­ნი გზე­ბის ან­თე­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დროს. 
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ყვა­ვი­ლე­ბის ნა­ხარ­ში: 10 გრ. ყვა­ვილს და­ას­ხით 200 მლ. წყა­ლი, ადუ­ღეთ 15 წთ., და­ა­ყე­ნეთ 20-30 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­ღეთ 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღე­ში უძი­ლო­ბის, ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის, მე­ტე­ო­რიზ­მის, კუჭ­ში შეკ­რუ­ლო­ბის, ჭი­ე­ბის დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის და ბა­ლა­ხის ნა­ხარ­ში: აი­ღეთ ოც­და­ათ-ოც­და­ა­თი გრა­მი ბა­ბუ­აწ­ვე­რას ხმე­ლი ბა­ლა­ხი და ფეს­ვე­ბი, და­ას­ხით 1 ლ. წყა­ლი და ადუ­ღეთ 15 წთ., და­ა­ყე­ნეთ 45 წთ., გა­წუ­რეთ. მი­ი­ღეთ 100 მლ. 3-ჯერ დღე­ში ფუ­რუნ­კუ­ლო­ზის და კან­ზე გა­მო­ნა­ყა­რის, ავი­ტა­მი­ნო­ზის, სა­ერ­თო სი­სუს­ტის (რო­გორც მა­ტო­ნი­ზი­რე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა) დროს, ასე­ვე გას­ტრი­ტის (კუ­ჭის წვე­ნის და­ბა­ლი მჟა­ვა­ნო­ბა) დროს.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფეს­ვე­ბის ნა­ხარ­ში: 3 ს.კ. და­ქუც­მა­ცე­ბულ ფეს­ვებს და­ას­ხით 2 ჩ.ჭ. მდუ­ღა­რე, ადუ­ღეთ 15 წთ., გა­წუ­რეთ, მი­ი­ღეთ 1 ჩ.ჭ. 2-ჯერ დღე­ში ჭა­მამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ად­რე.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფოთ­ლე­ბის წვე­ნი: ბა­ბუ­აწ­ვე­რას ნედ­ლი ფოთ­ლე­ბი კარ­გად გა­რეც­ხეთ ცი­ვი წყლით 5 წთ.-ის გან­მავ­ლო­ბა­ში, წყა­ლი გა­და­ას­ხით, ფოთ­ლე­ბი ხორ­ცსა­კეპ მან­ქა­ნა­ში გა­ა­ტა­რეთ. მი­ი­ღეთ 50 მლ. 2-ჯერ დღე­ში გას­ტრი­ტის, სა­ერ­თო სი­სუს­ტის, სიყ­ვით­ლის, შარ­დის ბუშ­ტის ან­თე­ბის, ანე­მი­ის დროს. ნა­ყე­ნი წა­ის­ვით კოჟ­რებ­ზე, მე­ჭე­ჭებ­ზე, ჭორ­ფლზე, პიგ­მენ­ტუ­რი ლა­ქებ­ზე.
ბა­ბუ­აწ­ვე­რას მა­ლა­მო: 5-10 გრ. და­ქუც­მა­ცე­ბუ­ლი ფეს­ვი და ბა­ლა­ხი და­ა­ყე­ნეთ 50 მლ. მცე­ნა­რე­ულ ზეთ­ზე 10 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­ის­ვით დამ­წვრო­ბებ­ზე, ნა­წო­ლებ­ზე. 
ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფხვნი­ლის მა­ლა­მო და თაფ­ლი კურ­ნავს ეგ­ზე­მას.

ბა­ბუ­აწ­ვე­რას ფხვნი­ლი
ბა­ბუწ­ვე­რას ხმე­ლი ფეს­ვე­ბი და­ა­ქუც­მა­ცეთ ყა­ვის საფ­ქვავ­ში. მი­ი­ღეთ 1,5-2 გრ. 3-ჯერ დღე­ში ათე­როს­კლე­რო­ზის, ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის დარ­ღვე­ვის დროს. და­ი­ყა­რეთ და­ჩირ­ქე­ბულ ჭრი­ლო­ბებ­ზე, წყლუ­ლებ­ზე, დამ­წვრო­ბებ­ზე, მო­ყი­ნულ ად­გი­ლებ­ზე, ნა­წო­ლებ­ზე.

გავ­რცე­ლე­ბა

ბა­ბუ­აწ­ვე­რა გავ­რცე­ლე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს თით­ქმის ყვე­ლა რა­ი­ონ­ში, რო­გორც მა­ღალ­მთი­ა­ნეთ­ში, ისე დაბ­ლობ­ში.

დამ­ზა­დე­ბა

ფეს­ვებს შე­მოდ­გო­მით (ფოთ­ლე­ბის ჭკნო­ბი­სას) ან გა­ზაფ­ხულ­ზე, აპ­რილ­ში-მა­ი­სის და­საწ­ყის­ში აგ­რო­ვე­ბენ. ფეს­ვებს სა­გულ­და­გუ­ლოდ ასუფ­თა­ვე­ბენ მი­წის­გან, გვერ­დით, წვრილ ფეს­ვებს აჭ­რი­ან და ცი­ვი წყლით რეც­ხა­ვენ. მსხვილ ფეს­ვებს 10-15 სმ. სიგ­რძის ნაჭ­რე­ბად ჭრი­ან, ახ­მო­ბეს ჰა­ერ­ზე მა­ნამ, სა­ნამ რძეწ­ვე­ნის გა­მო­ყო­ფა არ შეწ­ყდე­ბა. თხელ ფე­ნად გაშ­ლილს აშ­რო­ბენ თბილ, კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბა­ში ან საშ­რობ­ში, ღუ­მელ­ში 40-500ჩ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. ინა­ხა­ვენ კარ­გი ვენ­ტი­ლა­ცი­ის მქო­ნე შე­ნო­ბა­ში. შე­ნახ­ვის ვა­და 5 წე­ლი. იყე­ნე­ბენ ხმე­ლი სა­ხით. მზა ნედ­ლე­უ­ლი _ ხმე­ლი ფეს­ვე­ბი მცი­რედ და­ტოტ­ვი­ლია, გა­რე­დან მუ­რა ან მუ­ქი-მუ­რა ფე­რი­საა, 10-15 სმ. სიგ­რძი­სა და 0,3-1,5 სმ. სიმ­სხოა. ნედ­ლე­ულს მწა­რე გე­მო აქვს, სუ­ნი კი _ არა.

წყარო:http://lady.mcvane.ge