ბარდის დახმარებით ხორბლის მოსავლიანობა 20%-ით გაიზარდა
ყაზანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის მეცნიერებმა, საკვები ბარდის გამოყენებით, შეიმუშავეს საშემოდგომო ხორბლის მოსავლიანობის 20%-ით გაზრდისთვის მეთოდი, რომელსაც ზოგიერთი მინერალური სასუქის შეცვლა შეუძლია.
სამწლიანმა კვლევამ ცხადყო, რომ საკვები ბარდა, რომელიც მწვანე სასუქად გამოიყენება, ჰექტარზე ხორბლის მოსავლიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. მეტიც, ტექნოლოგია ამცირებს ქიმიური სასუქების გამოყენებას და აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას.
„ბარდა ბუნებრივი აზოტის ქარხნის როლს ასრულებს. ბაქტერიები, რომელიც მათ ფესვებზე ცხოვრობენ, ჰაერიდან აზოტს ისრუტავენ და მცენარეებისთვის ხელმისაწვდომ ფორმად გარდაქმნიან.
როდესაც ბარდის მწვანე მასა ნიადაგში ჩაიხვნება, მთელი აზოტი ნიადაგში რჩება, რაც და ხორბალს კვებავს“. ამას გარდა, მწვანე მასის დაშლის შედეგად უმჯობესდება ნიადაგის სტრუქტურა, ფხვიერდება და უკეთესად ინახავს ტენს“, – განმარტავს რაზინა საბიროვა, ყაზანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ზოგადი სოფლის მეურნეობის, მცენარეთა დაცვისა და სელექციონირების კათედრის ასოცირებული პროფესორი.
კვლევა ჩატარდა უნივერსიტეტის აგრობიოტექნოპარკის ექსპერიმენტულ ნაკვეთებზე, თათრეთის ვისოკოგორსკის რაიონში. მეცნიერებმა მწვანე სასუქის ექვსი სახეობა გამოსცადეს, მაგრამ საკვები ბარდამ საუკეთესო შედეგები აჩვენა, განსაკუთრებით ნიადაგის უგუთნო დამუშავების დროს.
ეკონომიკურმა გამოთვლებმა მეთოდის ეფექტურობა დაადასტურა: ბარდის გამოყენებით ერთი ტონა ხორბლის წარმოების ღირებულებამა, ტრადიციული ტექნოლოგიით მოყვანისათვის დახარჯული 9 000 რუბლთან შედარებით, 7 650 რუბლს შეადგენდა.
„დანაზოგი კომპენსირდება უხვმოსავლიანობისგან, რაც ანაზღაურებს ბარდის თესლისა და თესვის ხარჯებს სრულად ანაზღაურებს. ამავდროულად, ფერმა ზოგავს მინერალურ სასუქებს, აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და მიკრობიოლოგიურ გარემოს“, _ აღნიშნა უნივერსიტეტმა.
მეცნიერები თვლიან, რომ მეთოდი განსაკუთრებით აქტუალურია შავმიწა ტყისპირა ნიადაგებისთვის, რომლებიც მიდრეკილია მომეტებული მჟავიანობია და დატკეპნისკენ.

