აგროსიახლეები

ბელარუსმა სახელმწიფო საჭიროებებისთვის ბოსტნეულისა და ვაშლის შესყიდვაზე ფასების ზედა ზღვარი დააწესა

ბელარუსის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო და ფერმერული მეურნეობები 2025 წელს გეგმავენ, დაახლოებით, 1 მილიონი ტონა კარტოფილი მოიწიონ, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 30%-ით მეტია. ამას გარდა, დაგეგმილია 587 ათასი ტონა ბოსტნეულის მოყვანა, რაც გასული წლის დონეს 102%-ით აღემატება, იტყობინება EastFruit.
ბელარუსის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო საჭიროებებისთვის შესაძენი ბოსტნეულისა და ხილის შესყიდვის ზღვრული მაქსიმალური ფასები განისაზღვრა.

მონოპოლიების რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროსთან შეთანხმებით, იურიდიული პირებისთვის სახელმწიფო შეკვეთის შესრულებისას (შენახვის ხარჯების გარეშე) ბოსტნეულსა და ხილზე, ყოველ კილოგრამზე, შემდეგი ზედა ზღვრული ფასები დადგინდა.

  • კარტოფილი – Br0,63 (€0.23), ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით – Br0,66;
  • ჭარხალი – Br0,66 (€0.24), ტრანსპორტირებით – Br0,69;
  • სტაფილო – Br0,75 (€0.28), ტრანსპორტირებით – Br0,79;
  • თეთრთავიანი კომბოსტო – Br0,94 (€0.35), ტრანსპორტირებით – Br0,98;
  • ვაშლი – Br2,6 (€0.96), ტრანსპორტირებით – Br2,73;
  • ხახვი – Br1 (€0.37), ტრანსპორტირებით – Br1,05.

ზამთრის (2025–2026) სეზონისთვის ბელარუსი გეგმავს 149 ათასი ტონა ბოსტნეულისა და სტაბილური მარაგის შექმნას, მათ შორის:

  • 59 ათასი ტონა კარტოფილი (წარმოების 6%);
  • 63 ათასი ტონა ბოსტნეული (11%);
  • 27 ათასი ტონა ვაშლი (40%).

ბელტას (БЕЛТА) ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სახელმწიფო შეკვეთის შესრულებისას (შენახვის ხარჯების ჩათვლით) მომწოდებლებისთვის შემდეგი მაქსიმალური გასაყიდი ფასები დადგინდა:

  • კარტოფილი – Br0,68, ტრანსპორტირებით – Br0,71 (€0.26);
  • ჭარხალი – Br0,74, ტრანსპორტირებით – Br0,78 (€0.29);
  • სტაფილო – Br0,86, ტრანსპორტირებით – Br0,9 (€0.33);
  • თეთრთავიანი კომბოსტო – Br1,03, ტრანსპორტირებით – Br1,08 (€0.40);
  • ვაშლი – Br3,05, ტრანსპორტირებით – Br3,2 (€1.18);
  • ხახვი – Br1,07, ტრანსპორტირებით – Br1,12 (€0.41).

წყარო: EastFruit