„ბიოტექსი“ VIV MEA 2025-ზე – ქართული ინოვაცია მსოფლიო ყურადღების ცენტრში
ბოლო წლებში ქართული კომპანიებს საკუთარი ინოვაციური ტექნოლოგიები გლობალურ ბაზარზე წარმატებით გააქვთ, რაც უდავოდ ქვეყნის განვითარების ახალი ეტაპი და იმის დასტურია, რომ საქართველოში შექმნილ ინოვაციებს საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაწევა შეუძლია.

არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, VIV MEA 2025-ის ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო პლატფორმაზე, ქართული კომპანია „ბიოტექსის“ ბიოინოვაციამ უცხოელი ექსპერტების, პარტნიორებისა და ინდუსტრიის ლიდერების ყურადღება დაიმსახურა.
საერთაშორისო გამოფენა VIV MEA არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ყოველწლიურად იმართება, რომელიც ტრადიციულად გამოფენა 50-ზე მეტი ქვეყნის 400-ზე მეტ მონაწილეს იზიდავს შუა აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან, ამიტომ სოფლის მეურნეობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის, კვების და მოვლის ტექნოლოგიების ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეა.
VIV MEA 2025 „ბიოტეკსისთვის“ განსაკუთრებული პლატფორმა გახდა, სადაც ქართულმა ბიოინოვაციამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანას კვლავ შეახსენა თავისი შესაძლებლობები.
გამოფენაზე კომპანიამ არა მხოლოდ საკუთარი ტექნოლოგიური მიღწევები წარმოაჩინა, არამედ ახალი პარტნიორებების მოსაძიებლად და საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

„ბიოტეკსის“ გუნდმა საერთაშორისო აუდიტორიას ნუტრიგენომიკასა და ნანოტექნოლოგიებზე დაფუძნებული პროდუქტები წარუდგინა, რასაც გლობალურ ბაზარზე ანალოგი არ მოიპოვება.
ბიოტეკსის ინოვაციური მიდგომა ორ ძირითად სამეცნიერო მიმართულებას ეფუძნება:
⊕ ნუტრიგენომიკა სწავლობს საკვებისა და გენების ურთიერთქმედებას ცხოველთა ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობის გასაუმჯობესებლად;
⊕ ნანო ტექნოლოგია საკვები ნივთიერებებისა და აქტიური კომპონენტების უჯრედულ დონეზე ათვისებას მაქსიმალური ეფექტურობით უზრუნველყოფს.
ამ ორი მიმართულების შერწყმით მცენარეული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების ინტეგრირებით, „ბიოტეკსი“ ქმნის პროდუქტებს, რომლებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.
გამოფენამ ცხადყო, რომ უსაფრთხო, ეფექტიანი და მეცნიერულად დასაბუთებული ბიოგადაწყვეტილებების მიმართ დაინტერესება სულ უფრო ფართოვდება, ხოლო ინოვაციური ქართულ პროდუქტებზე მოთხოვნა დღითი-დღე იზრდება.
საერთაშორისო ბაზრებზე საკუთარი ინოვაციური პროდუქციის წარმოჩენის გზაზე „ბიოტეკსისთვის“ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი არ არის.
კომპანია მიზანმიმართულად განაგრძობს ინოვაციური პროდუქციის გავრცელებას და გლობალურ ბაზარზე ქართული ვეტერინარული მეცნიერების მიღწევების ახალი შესაძლებლობებით წარმოჩენას.

„ბიოტექსის“ მონაწილეობა VIV MEA 2025-ში მხოლოდ ერთი კომპანიის წარმატება არ არის, არამედ ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველოს სამეცნიერო მიღწევები, კვლევები, მაღალი ტექნოლოგიები და ინოვაციური აზროვნება უკვე გლობალური ბაზრების ინტერესის საგნად ყალიბდება.
ასეთ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა აძლიერებს მხოლოდ კომპანიის გამოცდილებას კი არა, ქვეყნის ტექნოლოგიურ იმიჯს ზრდის და ქართველ ინოვატორებს საერთაშორისო ასპარეზზე სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

კომპანია „ბიოტექსის“ წარმატება გვიჩვენებს, რომ საქართველო თანამედროვე ტექნოლოგიების მარტო მომხმარებელი კი არა, შემქმნელიც არის, რაც ქართველი მეცნიერების მიღწევებს მსოფლიო ყურადღების ცენტრში აქცევს.

