მედიარუბრიკებიფერმერი ფერმერს

ბიზნეს გეგმის მნიშვნელობა და მისი შედგენის სახელმძღვანელოები

დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბიზნეს გეგმის დაწერას და რომელი ფორმა შეიძლება გამოვიყენოთ ამისათვის. ბიზნეს გეგმაში, აუცილებელია, თქვენს თავს დაუსვათ კითხვები: როდის დაიწყება ბიზნეს აქტივობა, სად/რატომ/როგორ?! როგორია- თქვენი ინტერესი ბაზარზე, ახლა რომელ ეტაპზე ხართ და ა.შ. ყველაფერი კარგად უნდა იყოს აღწერილი.

ინვესტორმა, უნდა წარმოიდგინოს თქვენი ბიზნესის ჩამოყალიბება და განვითარება. იგი არის ღერძი/ფუძე, რომელზეც უნდა დააშენოთ თქვენი მომავალი. თუ ამ კუთხით შევხედავთ, უფრო კარგად გამოგვივა ბიზნეს სტრატეგიების შემუშავება. ზოგადად, ბიზნეს გეგმა ხომ არის „თქვენი ბიზნესის წარმოშობის ისტორია“, რომელიც თქვენი წარმატებისა თუ წარუმატებლობის საწყისი იქნება…

ზოგადადი ფორმა:

[კომპანია] [კომპანიის ტელეფონი]

ბიზნეს გეგმაში, ახსნილია თქვენი კომპანიის მიღმა არსებული ზოგადი იდეა. სადაც მკითხველისთვის (სავარაუდოდ ინვესტორისთვის) ნათელი გახდება თქვენი ჩანაფიქრი, ის თუ რა მისია აქვს თქვენს ბიზნესს და რატომ გზავნით ამ ბიზნეს გეგმას. ეს გახლავთ “souped-up” ლისტი, რომელიც აჯამებს თქვენს ბიზნესს. გაითვალისწინეთ რომ ბიზნეს გეგმა კარგად უნდა იყოს დაწერილი, ყველა სექცია კარგად უნდა იყოს აგებული, შინაარსობრივად, გრამატიკულად და ა.შ. ბიზნეს გეგმის პუნქტებია:

  • რეზიუმე
  • ბიზნესის აღწერა
  • მისიის განსაზღვრა
  • საკუთრების სტატუსი
  • პროდუქტები და მომსახურება
  • მარკეტინგული გეგმა
  • მენეჯმენტი
  • ფინანსური გეგმა
  • დასკვნა
  • კონფიდენციალურობის განცხადება
  • დანართი

ასევე, მნიშვნელოვანია მიიპყროთ მკითხველის ყურადღება და შეეცადეთ გასცეთ შემდეგ შეკითხვებს პასუხები:

რას აკეთებ?

რა პროდუქტსა თუ მომსახურებას სთავაზობ?

რომელ სექტორში იწყებ მოქმედებას?

ვინ არის შენი სამიზნე აუდიტორია?

რა მდგომარეობაა ბაზარზე?

რას სთავაზობ უნიკალურს მომხმარებელს?

ვინ იქნება „ბოსი“ ?

რატომ გადაწყვიტეთ კომპანიის ჩამოყალიბება?

ინვესტიცია გჭირდებათ თუ არა?

რამხელა ბიუჯეტი გჭირდებათ?

რა თანხაა უკვე გამოყენებული?

როგორ გახდება შენი ბიზნესი მომგებიანი?

მკითხველი (ინვესტორი) უნდა დააინტერესოთ და წარმოადგენინით თქვენი ბიზნესი და დააფიქროთ მის სამომავლო პერსპექტივებზე. ეს ყველაფერი კი მაშინ გამოგივათ, როცა თქვენვე წარმოიდგენთ და გაწერთ ყველა მოქმედებასა თუ დეტალს.

მიზნის მიღწევაში, კი შესაძლოა ქვემოთ ჩამოთვლილი ბიზნეს გეგმის შევსების ფორმები/სახელმძღვანელოები დაგეხმაროოთ.

ბიზნეს გეგმის დაწერის ვარიანტები:

„Panda Doc’s“ ამ სიაში, ერთ-ერთი დეტალური და გამორჩეული ნიმუშია. ის აღწერს, თუ რას უნდა შეიცავდეს ბიზნეს გეგმა. აღარ მოგიწევთ ყველაფრის ნულიდან დაწყება, რადგან თქვენ გექნებათ მონახაზი, ფორმა, საიდანაც შეგიძლიათ, (განვითარების მიხედვით) დაალაგოთ თქვენი იდეები. კარგად უნდა გესმოდეთ  თქვენი ბიზნეს დეტალები და ყველა მისი მამოძრავებელი წერტილი, რომლებიც გააჩნია კონკრეტულად თქვენს ბიზნესს. ამის შემდეგ კი დაიწყეთ ბიზნესის წარმატებისთვის ბრძოლა.

„BPlan“ ეს ფორმა კი, ბიზნეს გეგმის შედგენისთვის, ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფინანსებზე ორიენტირებულია. თქვენი კომპანია მართლაც, კარგად გათვლის ფინანსურ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია კომპანიის გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით.

„ჰარვარდის ბიზნესის მიმოხილვა“ – „როგორ დავწეროთ მომგებიანი ბიზნეს გეგმა“. ყველა ბიზნეს გეგმის ნიმუში, გვასწავლის, თუ რა პუნქტებს უნდა შეიცავდეს თქვენი ბიზნეს გეგმა. ხოლო, ჰარვარდის – თუ როგორ იწერება სრულყოფილი ბიზნეს გეგმა, რომელიც ხაზს გაუსვამს პროდუქტსა და მომსახურებას, ბაზრის მოთხოვნასა და ფინანსურ სარგებელს. ასევე, განიხილავს ინვესტორებსაც, შეუძლიათ თუ არა მიიღონ ფული თქვენი საწარმოსგან. ასევე, რამდენად უნდა შეფასდეს თქვენი პროდუქტი ან მომსახურება.

„HubSpot“ – სრული გზამკვლევია ბიზნესის დაწყების მიზნით, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ მეწარმე და იყენებთ HubSpot- სახელმძღვანელოს. მას შეუძლია გასწავლოს თუ როგორ უნდა დააფინანსოთ თქვენი ბიზნესი. ასევე, ინფორმაციას გვაძლევს თუ როგორ უზრუნველყოს მარკეტინგი, გაყიდვები და მომსახურება.

“HubSpot’s & General Assembly’s “- ეს სახელმძღვანელო კი, გიდობას გაგიწევთ, რათა დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი. გაიგებთ, თუ რას უნდა შეიცავდეს გეგმის თითოეული მონაკვეთი და როგორ უნდა გავაკეთოთ ეს. ძლიერი ბიზნეს გეგმის შედგენა, „ძლიერი თამაშის სტრატეგია“ დაეხმარება თქვენს ბიზნესს, რათა მარტივად აეწყოს სტრუქტურა. ასე რომ, თუ ეფექტურ და დამაჯერებელ ბიზნეს გეგმას დაწერთ, მიაღწევთ წარმატებას და შემდეგ, შესაძლებლობებიც გაიზრდება თქვენს ბაზარზე.

წყარო:agconsulting.ge