აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TV

ბოსტნეულ კულტურათა თესლის  დასათესად მომზადება და ჩითილის წარმოება

ბოსტნეული კულტურების კარგი მოსავლის მიღების ერთერთი უმნიშვნელოვანესი პირობაა სათესლე მასალის სწორად და კარგად  მომზადება.
მებოსტნეები სათესლე მასალის ხარისხის ანუ თვისებების გასაუმჯობესებლად სხვადასხვა მეთოდებს იყენებენესაა თესლისდაკალიბრებაშეწამვლაგაცხელებადალბობაგაღვივებაგამოწრთობადასველება და სხვ.

      თესლის დაკალიბრება

თესლის მასასა და მის სათესლე თვისებებს შორის პირდაპირი კავშირია. ყველაზე მსხვილი, დიდი ხვედრითი წონის მქონე  თესლი სამარაგო საკვები ნივთიერებების აუცილებელ ოდენობას შეიცავს და მაღალი სიცოცხლისუნარიანობა აქვს.

თესვისთვის აუცილებელია ხარისხიანი თესლის გამოყენება. მსხვილი თესლის (კიტრის, ყაბაყის) დაკალიბრება სათითაოდ შეიძლება, მსხვილი და მძიმე,  მომცრო, დაზიანებული და სუსტი თესლების გადარჩევით. მშრალი გადარჩევის გარდა, თესლის სორტირებას 3%-იან ან 5%-იან მარილხსნარშიც (1 . წყალზე 30-50 გრ. საკვები მარილი) აკეთებენ. კიტრის, პომიდვრის,  წიწაკის, ბადრიჯნის, ყაბაყის, კომბოსტოს თესლს ჭურჭელში ყრიან, მარილხსნარს ასხამენ, ურევენ და 2-3 წუთის განმავლობაში აჩერებენ. ფუტურო და სუსტი თესლი ზედაპირზე ამოდის. ჩაძირულ, მძიმე თესლებს კი სუფთა წყალში ორჯერ რეცხავენ და დასათესად ისე იყენებენ.

     თესლის შეწამვლა

 თესლის ზედაპირზე შეიძლება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებების გამომწვევები იყოს. გარდა ამისა,  სათესლე მასალაში შეიძლება გავრცელებული იყოს სხვადასხვა მავნებლები – ტკიპები და სხვ. დაავადებების გამომწვევების გასანადგურებლად, თესლის გაღვივების უნარის ასამაღლებლად და კიტრის, პომიდვრის, წიწაკის, ბადრიჯნისა და სხვა ბოსტნეული კულტურების ახალგაზრდა აღმონაცენების დაავადების გამომწვევი ორგანიზმებისგან დასაცავად თესლს 20-30 წუთის განმავლობაში მანგანუმჟავა კალიუმის მუქ-შინდისფერ ხსნარში (1 გრ. მანგანუმი 1 ჭიქა წყალზე) წამლავენ.  შეწამვლის შემდეგ თესლი სუფთა წყალში კარგად უნდა გაირეცხოს.

    თესლის გაცხელება

 სათესლე მასალის დეზინფექციის ერთ-ერთი საშუალება მისი გახურებაა. მაგალითად, ბაქტერიოზისა და სოკოვანი დაავადებების გამომწვევებისგან დასაცავად კომბოსტოს თესლს 48-50ºC ტემპერატურის ცხელ წყალში 20-25 წუთის განმავლობაში აჩერებენ. კიტრის თესლის შემთხვევაში, მდედრი ყვავილების ფორმირების დასაჩქარებლად, თესვის წინ თესლს 50-60ºC ტემპერატურის წყალში სამი საათის განმავლობაში აცხელებენ. სითბური რეჟიმის შესანარჩუნებლად დასაშვებია ჩვეულებრივი თერმოსის გამოყენება. გახურების შემდეგ თესლი 2-3 წუთის განმავლობაში ცივ წყალში უნდა გაგრილდეს.

თესლის გაღვივების უნარის გასაუმჯობესებლად, განსაკუთრებით, თუკი სათესლე მასალა ცივ პირობებში ინახებოდა, 3-4  დღის განმავლობაში მას ჰაერზე, მზეზე აცხელებენ. ამ პროცესის დროს თესლს პერიოდულად ურევენ.

   თესლის დალბობა

 ბოსტნეული კულტურების სათესლე მასალის მომზადების შემდეგ თესლს, ჩვეულებრივ, ალბობენ, რაც მის ზრდას აჩქარებს და აღმონაცენების მიღებას უწყობს ხელს. დამბალი თესლის დათესვის შემთხვევაში აღმონაცენი 2-6 დღით ადრე ამოვა,  ვიდრე მშრალი თესლის თესვის შემდეგ. თესლის დასალბობად ძალიან ეფექტურია მიკროელემენტების ხსნარი. ასეთი ხსნარისთვის 1 . წყალზე იღებენ: ბორის მჟავას – 0.3 გრ., მანგანუმჟავა კალიუმს – 0.2 გრ., გოგირდმჟავა კალიუმს – 0.25 გრ. გოგირდმჟავა თუთიას – 0.05 გრ., ალუმინის მოლიბდატს – 0.1 გრ., აზოტმჟავა კობალტს – 0.05 გრ. დასალბობად თესლს ან უბრალოდ  ყრიან წყალში და სველ ჩვარს აფარებენ, ან სველი ქსოვილის ორ ფენაში ახვევენ. შესაძლებელია, თესლი წყალში ქსოვილის ტომრითაც ჩაიდოს. სითბოს მოყვარული კულტურებისთვის წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს (18-20ºC), დანარჩენებისთვის ნაკლებიც შეიძლება, თუმცა, არანაკლებ 10-12ºC-სა. დალბობის პროცესში წყალს დღე-ღამეში 1-2-ჯერ  ცვლიან. თესლი წყალში სრულ გაჟღენთვამდე უნდა გაჩერდეს. კიტრის, ყაბაყისა და გოგრის თესლი 12-15 საათში, ხოლო  პომიდვრის,  წიწაკისა და ბადრიჯნის თესლი – 24/48 საათში ლბება.  დამბალი თესლი შეიძლება მაშინვე დაითესოს.

  გაღივება-აღმოცენება 

გაღვივება ბოსტნეულ კულტურათა უმრავლესობაში აღმონაცენის გამოჩენას აჩქარებს. თესლს სათესლე ყუთებში 20-25ºC ტემპერატურაზე აღვივებენ. თესლის დალბობა და გაღვივება ეფექტურია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა შემდეგ ის ტენიან,  თბილ ნიადაგში უნდა დაითესოს.

   ხვადასხვა კულტურების თესლის აღმოცენების დრო

ცხრლი აღმოცენების დრო

     თესლის წრთობა

 სითბოს მოყვარული კულტურების, როგორიცაა კიტრი, პომიდორი და წიწაკა, თესლის წრთობა გარე ტემპერატურის ვარდნისადმი მათ გამძლეობას საგრძნობლად ზრდის. გამოსაწრთობად თესლს წინასწარ წყალში ალბობენ, აღვივებენ და შემდეგ 3-5 დღის განმავლობაში 20-300C ტემპერატურაზე აჩერებენ.

    თესლის დასველება

თესლის გაჯირჯვებისა და აღმონაცენების გაჩენის დასაჩქარებლად ბოსტნეული კულტურების უმრავლესობის თესლებს  წყლით ან საკვები ნივთიერებებიანი ხსნარით (მაგალითად, მიკროელემენტიანი ხსნარით) ასველებენ. დამუშავების ხანგრძლივობა, პირველ რიგში, მცენარის ტიპზეა დამოკიდებული. მაგალითად, პომიდვრის თესლის დამუშავების ხანგრძლივობა 12-20,  კიტრის ‒ 15-20, წიწაკის თესლის კი ‒ 24-36 საათია.

  ჩითილების გამოყვანა

გადარგვამდე 35 – 40 დღით ადრე იწყება. თავდაპირველად მზადდება ნაზავი. იგი შეიძლება შედგებოდეს ერთი წილი გადამწვარი ნაკელისა და ერთი წილი ბოსტნის მიწის ან ტორფისაგან. შესაძლებელია გამოყენებული იქნას მხოლოდ ტორფი ან ბოსტნის მიწასთან  შერეული ბიოჰუმუსი ან პერლიტი. ნაზავის შევსების შემდეგ იგი მსუბუქად იტკეპნება და ირწყვება.  თესვა უმჯობესია კასეტებში ან ერთჯერად ტორფნეშომპალიან  ქოთნებში. თესლის ჩათესვის სიღრმე 1, 1,5 ან 2,5 სმ.  საღი ჩითილის გამოსაყვანად ოპტიმალური მიკროკლიმატია: აღმოცენებამდე  +22, +240C, აღმოცენების შემდეგ  4-5 დღე +16, +180C, შემდეგ მზიან ამინდში – +22, +240C, ღრუბლიან ამინდში 18-190C,  ღამით +160C, დღის განათების  საერთო ხანგრძლივობა 12-16 საათს შეადგენს. 1მ2-ზე თავსდება 280-300 ჩითილი.

გადარგვამდე ორჯერ ტარდება ჩითილების გამოკვება-მორწყვა „ნატრიუმის გუმატით“ (1. – 20. წყალში) ან  „კრისტალონით“ (20 . – 10. წყალში). პირველი გამოკვება ტარდება აღმოცენებიდან 20 დღის შემდეგ, მეორე – 10 დღის შემდეგ.4-5 ნამდვილი  ფოთლის ფაზაში ტარდება შესხურება: 30 გრ „ანტრაკოლი“ + 20 გრ.  „პრევიკურ ენერჯი“ 10 ლიტრ წყალში. იგივე წამლობა მეორდება ჩითილების გადარგვამდე 3 დღით ადრე.

ბოსტნეულის ნახევარზე მეტი ჩითილის მეშვეობით იწარმოება. ამისთვის კი პოლიეთილენის ფირით გადახურულ სათბურს იყენებენ. ბოსტნეული მცენარეები მიწის ნაყოფიერებისადმი საკმაოდ მომთხოვნი არიან. ამიტომაც, ღია თუ დაცულ გრუნტზე ბოსტნეულის მოყვანისას, აუცილებელია ნიადაგის სწორად მომზადება – მასში ორგანული და მინერალური სასუქის  შეტანა.

ჩითილების გამოსაყვანად  აუცილებელია სპეციალური ნიადაგის-სუბსტრატის  მომზადება, რომელიც მცენარეების  ზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს უზრუნველყოფს.

სუბსტრატი (ლათინურად – substratum) – ეს არის ბაზისი, ნოყიერი, მკვებავი, მცენარის ზრდისა და განვითარებისათვის საჭირო პროპორციით მიღებული ბუნებრივი კომპონენტების ნაზავი.

 I სუბსტრატის შემადგენლობა:  1 წილი ბაღის (ნოყიერი) მიწა.  3 წილი ფოთლოვანი ტყის ნეშომპალა.  1 წილი  აგროპერლიტი.  გამოყენება – დასათესად, ჩითილის გამოსაყვანად, დასაკალმებლად, სუსტი,  ნაზფესვიანიზედაპირულფესვიანი მცენარეებისათვის.

II სუბსტრატისშემადგენლობა:  2 წილი ბაღის (ნოყიერი) მიწა.  1 წილი გადამწვარი ნაკელი.  1 წილი სილა (უმჯობესია მდინარის).  2 წილი აგრო პერლიტი. გამოყენება ‒ მრავალწლიანი, მსხვილი, ძლიერფესვიანი მცენარეებისათვის.

ბოსტნეული კულტურების უმრავლესობისთვის ნიადაგი ოდნავ მჟავე, ნეიტრალურთან (pH = 6.0-6.5.) მიახლოებული რეაქციის უნდა იყოს. გარდა ამისა, ნიადაგს უნდა ჰქონდეს კარგი აერაცია და წყალგამტარობა. ის უნდა იყოს საკმარისად ფხვიერი და ჰქონდეს კარგი ტენშემცველობა, ანუ მასში დიდი ოდენობით გამაფხვიერებელი ნივთიერებები უნდა შედიოდეს. სათბურისთვის განკუთვნილი ნიადაგის მოსამზადებლად შემდეგი ძირითადი კომპონენტები გამოიყენება: მინდვრისა და კორდის მიწა, ქვიშა, ნაცარი, ორგანული სასუქი – ნაკელი, ნეშომპალა, ჩიტის სკორე, კარგად დაშლილი  ტორფი, ტორფიანი და ნაკრები კომპოსტები, ასევე, სათბურის გამოყენებიდან ორი წლის შემდეგ გადამუშავებული გრუნტი. ნიადაგში, აგრეთვე, შეაქვთ სხვადასხვა მინერალური სასუქი.

ნებისმიერი მცენარის ზრდა-განვითარებისათვის მთავარია განათება, სითბო და ტენი. კარგი ჩითილი ნიშნავს ძლიერ მცენარეს. კარგი ჩითილი უნდა იყოს მუქი მწვანე ფერის, მსხვილი ღეროთი, 4-5 ნამდვილი ფოთლით  და კარგად განტოტვილი. წვრილღეროიანი, მაღალი და უფერული ჩითილი კარგ მოსავალს ვერ მოგვცემს. ამიტომ ჩითილის საწარმოებლად შესაბამისი პირობები უნდა შევქმნათ.

თუკი ჩითილი სახლში გამოგვყავს, იგი უნდა უზრუნველვყოთ 12-საათიანი დღის სინათლით, ხოლო მინიმალური ტემპერატურა +15 გრადუსზე დაბლა არ უნდა დაეცეს. ჩითილის გადატანას (2-3 ნამდვილი ფოთლის ფაზაში) ადვილად უძლებს პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, რომლებსაც გადატანისას „პიკირებას“ უკეთებენ – ძირითადი ფესვის 1/3 აჭრიან და ღია გრუნტში რგავენ ღრმად, ისე რომ ფოთლები ახლოს იყოს  ნიადაგთან, მაგრამ არ ეხებოდეს. ამ დროს მიწაში მყოფი ღეროც ფესვებს ივითარებს და მოსავლიანობა იზრდება. ამგვარად გამოჰყავთ არამარტო ბოსტნეულის, არამედ ბაღჩეული კულტურების (საზამთრო, ნესვი და სხვ.) სარგავი მასალა. აღნიშნული მეთოდით ვეგეტაციის ხანგრძლივობას 30-35 დღით ვამცირებთ და ადრეულ მოსავალს ვიღებთ.

სათბურებში პირდაპირ გრუნტში დათესილი ბოსტნეულის საჩითილე კულტურები უმეტესწილად ხშირი გამოდის. გადასარგავად ამოღების დროს მათი ფესვები ზიანდება, რადგან ფესვები ერთმანეთშია გადახლართული. დარგვისას ასეთი მცენარე გაჭირვებით ხარობს, ადვილად ავადდება და შესაძლოა დაიღუპოს კიდეც. ყოველ შემთხვევაში, გადარგული მცენარეები სულ ცოტა 10-15 დღეს კარგავენ გახარებამდე და ზრდაში წასვლამდე (ანუ 10-15 დღით გვიანდება მოსავლის აღება). იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს უარყოფითი მოვლენა, გამოცდილი მებოსტნეები უპირატესობას ტორფის და მუყაოს მცირე ქოთნებს, საჩითილე კასეტებს  ანიჭებენ, რომელშიც ჩაყრილია ნოყიერი მიწა  და ჩათესილია რომელიმე კულტურის თესლი. ამ დროს აღმოცენებული მცენარის ფესვთა სისტემა ვითარდება საჩითილე ჭურჭლის მთელს მოცულობაში და გადარგვისას არავითარ ცვლილებას არ განიცდის, ადვილად ხარობს, სწრაფად იზრდება, მარტივად  არ ავადდება და გამძლეა სიცივის მიმართ. ამასთან ერთად, თუ ნიადაგი განოყიერებული იქნება, მოსავლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლებიც უფრო გაიზრდება. ასეთ შემთხვევაში მცენარე ძალიან კარგად იყენებს საკვებ ნივთიერებებს.

გასანოყიერებლად, ძირითადად, გამოიყენება ტორფის, გადამწვარი ნაკელისა და ყამირი მიწის ნაშალი მასა. იმავდროულად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მიწას არ უნდა შეერიოს სარეველები, რომლებიდანაც შეიძლება სოკოვანი და სხვა დაავადებების გავრცელება. გადამწვარი ნაკელი კი 2-3-ჯერ მდიდარია კვების ელემენტებით, ვიდრე ყველაზე ნოყიერი ნიადაგი.

ყვავილოვანი და თავიანი კომბოსტოს სარგავი მასალა უნდა გადაირგოს, როცა ნიადაგის ტემპერატურა 10 სმ სიღრმეზე +8°-ს მიაღწევს. რეკომენდებულია გადარგვამდე დასარგავი ორმოების მორწყვა. შემდეგ ამ ორმოებში იდება  ჩითილი და მიწით კარგად იფარება. მორიგი მორწყვა 3-5 დღის შემდეგ უნდა ჩატარდეს. პომიდვრის ჩითილის ზრდის დროს მნიშვნელოვანია სიცივისადმი მისი შეჩვევა, მათ შორის, თესლის დათესვის წინ. გადარგვამდე პომიდვრის ნერგის გამოზრდას 40-45 დღე ესაჭიროება. ნიადაგში გადარგვა ხდება მაშინ, როცა მასობრივად დათბება და ტემპერატურის დაცემის საშიშროება გაივლის. ნიადაგის ტემპერატურა უნდა იყოს +14°C, ხოლო ჰაერის +18°C. უნდა გვახსოვდეს, რომ პომიდვრის ჩითილი მგრძნობიარეა ფოსფორისადმი. სწორედ ამიტომ, გადარგვისას 2-3 გრანულა სუპერფოსფატი მაინც უნდა შევიტანოთ ნიადაგში.  მუდმივ ადგილზე გადარგვის დროს ყოველ ძირზე საჭიროა შეტანილ იქნეს 1 სუფრის კოვზი მიწაში შერეული სუპერფოსფატი. ამ დროს ინტენსიურად ვითარდება ფესვთა სისტემა, რაც განაპირობებს მცენარის დაჩქარებულ ზრდას.

ბადრიჯანი და წიწაკა სითბოს უფრო მეტად მომთხოვნი კულტურებია, ვიდრე პომიდორი, და უფრო ნელა იზრდებიან. ამიტომაცაა, რომ მათი ჩითილის გამოზრდა 60-65 დღეს გრძელდება, მაგრამ ოთახის პირობებში შეიძლება ეს ვადა 40-45 დღემდე  შევამციროთ. ამ კულტურების ნერგის დარგვა წარმოებს პომიდვრის გადარგვის შემდეგ. წესები იგივეა, რაც პომიდვრის ნერგის გადარგვისას. წიწაკის და ბადრიჯნის ფესვები შედარებით ძნელად ეგუებიან ახალ გარემოს.

ზოგიერთი ბოსტნეული კულტურების ჩითილობის პერიოდი და კვების არე.

     კულტურა ჩითილის წარმოების პერიოდი ჩითილის კვების არე, ქოთნების ზომა სმ. ჩითილის გამოსავალი 1მ2-ზე ცალობით -სასარგებლო ფართთან
საადრეო თეთრთავიანი და ყვავილოვანი  (ბროკოლი) კომბოსტო 40-45 6X6 ან 8X8 200-250
პამიდორი საადრეო 45-60 4X4  5X5 400-625
ბადრიჯანი საადრეო 55-65 6X6  7X7 200-300
წიწაკა საადრეო 50-65 3.5X3.5 4X4 625-816

კიტრის და პომიდვრის ჩითილები მუდმივ ადგილზე გადასარგავად, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:  გადარგვისას კიტრის ჩითილი უნდა იყოს 26-30დღის, 20-25 სმ სიმაღლის, ჰქონდეს 4-6 ნამდვილი ფოთოლი, მუხლთშორისებს შორის მანძილი 35 სმ, ფოთლის სიგანე 12-15 სმ, მცენარე უნდა იწონიდეს 20-30 ს. საჩითილე მიწა კარგად უნდა იყოს დაქსელილი ფესვებით, ქოთნიდან ამოღებისას არ უნდა იშლებოდეს, ფესვი უნდა იყოს თეთრი, წვერზე არ უნდა ჰქონდეს მურა ფერი, მიწას უნდა ჰქონდეს კიტრის მკვეთრი სუნი. ჩითილი უნდა იყოს საღი, დაავადებისა და მავნებლებისაგან დაუზიანებელი.

პომიდვრის ჩითილის მახასიათებლები: გადარგვისას პომიდვრის ჩითილი უნდა იყოს 45-55დღის, სიმაღლე 15-20 სმ,  კარგად განვითარებული, მუქი მწვანე შეფერილობის  3-4 ნამდვილი ფოთოლი, სწორმდგომი, ძლიერი ღერო 6-8 სმ  დიამეტრის, კარგად ფორმირებული, ქოთნის ნაზავი კარგად დაქსელილი ფესვებით, ჩითილი უნდა იყოს საღი, დაავადებისა და მავნებლებისაგან დაუზიანებელი.

        ნატო კაკაბაძე სმმ დოქტორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა

        აკადემიის  ბოსტნეული  კულტურების ეროვნული კოორდინატორი.

        საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი