ბოსტნეულის მსოფლი რუკა _ დარგის განვითარების გლობალური ტენდენციები
მსოფლიოში ბოსტნეულზე მოთხონა დღითი დღე იზრდება და არა მარტო მოსახლეობის ზრდის გამო, არამედ მომხმარებელი საკვებად სულ უფრო მეტ ბოსტნეულს მოიხმარს.
ნიდერლანდების ცნობილი საფინანსო ორგანიზაცია Rabobank-მა გამოაქვეყნა მებოსტნეობის მსოფლიო რუკა და აღწერა სოფლის მეურნეობის ამ სეგმენტის განვითარების გლობალური ტენდენცია.
2018 წლის ბოსტნეულის მსოფლიო რუკა აჩვენებს ბოსტნეულით ვაჭრობის ძირითად ნაკადებს, ხოლო მის ირგვლივ გრაფიკა დარგის ძირითადი მიღწევების, რომელიც საშუალებას იძლევა თვალსაჩინოდ დავინახოთ ბოსტნეულის მსოფლიო ბაზრის განვითარების ტენდენციები.
შეფუთვის ტრანსფორმაცია
მთელი პროდუქციის 70% კვლავ ნატურალური სახით, ცოცხლად იყიდება, თუმცა წინასწარ გარეცხილ, გასუფთავებულ და დაფასოებულ ბოსტნეულზე ბოლო დროს მსოფლიოში მოთხოვნილება იზრდება. ეს ტენდენცია დაკავშირებულია მცირე საოჯახო მეურნეობის რაოდენობის ზრდასთან, ნახევარფაბრიკატების მიმართ ინტერესის გაჩენასთან, რამაც გამოიწვია პატარ-პატარებად დაფასოებულ ბოსტნეულზე.
მეტი წინაწარ დაფასოებული ბოსტნეული ნიშნავს მეტ დასაფასოებელ მასალას და შესაბამისად ნარჩენებს. „ბოსტნეულის გადამმუშავებელი კომპანიები ძალიან ეფექტიანად მუშაობენ. ისინი ცდილობენ გამოიყენონ რაც შეიძლება ცოტა წყალი და გადაყარონ გაცილებით ნაკლები პროდუქტები, ვიდრე ადამიანები სახლში საკვების მომზადების დროს ყრიან. რადგან მცირე ულუფებად დაფასოებული პაკეტები უკეთესად არის ორიენტირებული მომხმარებელზე და ისიც ნაკლებად თუ გადაყრის ამ პროდუქტს, რადგან მას მთლიანად მოიხმარს“ _ ამბობს Rabobank-ის ხილის და ბოსტნეულს ექსპერტი სიდნი ვან რეისვიკი.
ვინ მოიხმარს დაკონსერვებულ ბოსტნეულს?
დაკონსერვებულ ბოსტნეულზე მოთხოვნა შემცირდა, თუმცა ეს ბოსტნეულის შენახვის. _ ბევრ ქვეყანაში, _ ამბობს ვან რეისვიკი _ ეს მიჩნეულია ძველმოდურ პროდუქტებად, რომელიც შეიცავს „მავნე“ ინგრედიენტებს, შაქარს და მარილს. ბოლო წლებში სექტორში გაჩნდა ნოვაცია, ბოსტნეულის მიქსები, სოუსების დამატებითად და შაქრის და მარილის მინიმალურად გამოყენებით. მოხერხებული ელასტიკური შესაფუთი მასალის წყალობით, ისინი იოლია გამოსაყენებლად, გადასატანად, ამიტომ მეტად იქცევს მომხმარებლის ყურადღებას.
ორგანული ბოსტნეული _ მეტი ვიდრე ფუფუნება
ორგანული ბოსტნეული მთელ მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული და მოთხოვნადი ხდება. ვან რეისვიკის თქმით, მომხმარებლებს აქვთ განსხვავებული, ხშირად სუფთა პირადული მიზეზი, რატომაც ისინი ირჩევენ ორგანულ პროდუქციას. „ადამიანებს სურთ მიიღონ, ჯანსაღი ადგილობრივი, თუნდაც უფორმო, მაგრამ არომატული პროდუქტი. ორგანულია თუ არა ეს პროდუქტი, ეს კიდევ საკითხავია, მაგრამ სულ უფრო მეტი მომხმარებელი, რომ გამოთქვამს სურვილს ჯანსაღი პროდუქტით იკვებოს, ამის ტენდენცია სულ უფრო მკაფიო ხდება.
როგორც წესი, ორგანული ბოსტნეული ძვირია, ამიტომ მისი მოხმარება დამოკიდებულია შემოსავალზე და ასეთ პროდუქტზე ხელმისაწვდომობა ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების კიდევ ერთი საკვანძო ფაქტორია.
ამიტომ, მწარმოებლებმა, ვისაც სურს ორგანულ წარმოებაზე გადასვლა, უნდა გაითავისონ, რომ ისინი გარდამავალ პერიოდში არიან, როცა შედარებით მეტი ინვესტიციის გაწევა მოუხდებათ და არც შემოსავლები ექნებათ მაღალი. თანაც ორგანულ წარმოებას, ჩვეულებრივთან შედარებით მეტი რისკი ახლავს თან.
„ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი დასავლეთისათვის ფუფუნება არ არის. ისეთ ქვეყნებში, როგორც ჩინეთია, ორგანული პროდუქტების ბაზარი ხშირად სხვადასხვა საშიში ფაქტორების გამო უზრდება. ამას იწვევს ის, რომ ადამიანები სულ უფრო მეტად ფიქრობენ პესტიციდების ჭარბი გამოყენების შედეგად გამოწვეული ზიანის შედეგებზე _ აღნიშნავს რეისვიკი.
სათბურის ეფექტი
რუკაზე ჩანს, რომ მთელ მსოფლიოში ბოსტნეული სათბურებში და ვერტიკალურ ფერმებში მოჰყავთ. ეს არის პასუხი მოთხოვნაზე მთელი წლის განმავლობაში მომხმარებლებმა სტაბილურად მიიღონ ხარისხიანი, პესტიციდებით დაუბინძურებელი პროდუქტი.
სათბურებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ბიოლოგიური ტექნოლოგიები მთელ მსოფლიში ვითარდება.
სათბურის სივრცის მართვა, მინიმუმამდე ამცირებს შეცდომების დაშვების რისკს და ზრდის მავნებლებთან ბრძოლის ბიოლოგიური საშუალებებით ბრძოლის ეფექტიანობას. ღია გრუნტზე ეს შეუძლებელია. მცენარეების სუბსტრაქტზე მოყვანა შესაძლებელს ხდის თავიდან ავიცილოთ დაავადებები და მავნებლები, მათ წინააღმდეგ აღარ არის საჭირო მრავალფეროვანი საშიში პესტიციდების გამოყენების საჭიროება, წყლის და სასუქების კონტროლიც იოლდება. მოყვანის ასეთი მეთოდი ბოსტნეულის წარმოებას სტაბილურს, უხვსა და მომგებიანს. 1 ლიტრი წყლით ამ მეთოდით გაცილები მეტი პროდუქტის მოყვანა შეიძლება, ვიდრე ღია გრუნტზე, ტრადიციული სოფლის მეურნეობის პირობებში.
ამიტომ გასაკვირ არ არის, რომ ასეთი მეთოდით სათბურებში მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტი ბოსტნეული იწარმოება. ამ ტექნოლოგიის ერთადერთი მინუსი ინვესტიციის მოცულობაა, რაც სათბურის მოწყობას და სხვა ტექნოლოგიების გასამართავად არის საჭირო.
ბევრი ქვეყნის მთავრობები ხელს უწყობენ ასეთი სათბურების მშენებლობას იაფი სესხებით და სუბსიდირებით, მაგრამ ბანკები, რომელიც ამ სეგმენტში მუშაობენ სასათბურე ბოსტნეულის წარმოებაში გადამწყვეტ სიტყვას ამბობენ _ აცხადებს ექსპერტი.
ბოსტნეულის გამოყენების სამომავლო ტენდენცია
ვან რეისვიკი ვარაუდობს, რომ უახლოეს ათწლეულებში ჩვენი საკვების დიდი წილი მცენარეული იქნება და სერიოზულად გაწევს გვერდზე მარცვლეულ და ცხოველურ ცილას. „ვხედავ ამ ტრენდის ნელ, მაგრამ მყარ ნაბიჯებს. ბევრი ლაპარაკია ალტერნატიულ პროდუქტზე, მაგალითად, ხელოვნურ ხორცზე ან სხვა ცილოვან პროდუქტზე, როგორც ცილების წყაროზე, მაგრამ ბოსტნეულზე გადასვლა უფრო რეალურია.
არსებობს სხვადასხვა ბოსტნეული ცილები მაღალი შემცველობით, მაგალითად ტკბილი კარტოფილი, ბარდა, ოსპი, ისპანახი, რომლებიც ასევე გამოირჩევა ნაკლებკალორიულობით და უჯრედანას სიუხვით, მინერალების და ვიტამინების შემცველობით.
საბედნიეროდ სულ უფრო მეტი მომხმარებელი ითავისებს ამას. ამიტომ აროს, რომ უფრო მეტი პროფესიონალი მზარეული თავის საფირმო კერძებს ბოსტნეულით ამზადებს. იქმნება ახალი გემრიელი კერძის რეცეპტები, რომელიც სწრაფად მზადდება, მოსახერხებელია და მომხმარებლებისთვის მიმზიდველია
წყარო: rabobank.com