ბროკოლის მოთხოვნები ნიადაგის და კლიმატური პირობების მიმართ
ბროკოლი ძალზე სასარგებლო ბოსტნეულია. მსოფლიოში დღეს ამ კულტურის ბევრი ჯიშია გავრცელებული.
გამოყოფენ საადრეო, საშუალო და გვიანი ვეგეტაციის ჯიშებს.
ვეგეტაციის პერიოდი 75-დან 140 დღემდე გრძელდება.
მოთხოვნა კლიმატური პირობების მიმართ
ბროკოლის ზრდა-განვითარებისათვის მინიმალური 5, ხოლო ოპტიმალური ტემპერატურა 16-200C-ის ფარგლებშია. ბროკოლი ცივ ბოსტნეულთა რიცხვს მიეკუთვნება და ადვილად იტანს რამდენიმედღიან წაყინვებს. საქართველოში შესაძლებელია ბროკოლის როგორც საადრეო (აპრილი-ივნისი), ასევე საგვიანო (აგვისტო-ნოემბერი) ჯიშების წარმოება. ასევე შესაძლებელია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ამ კულტურის ზაფხულის თვეებში მოყვანა. თუ დღიური ტემპერატურა 28-30C გრადუსს აღემატება, მაშინ ბროკოლის თავის პატარა ბუტონები (თანაყვავილედი) ყვითელი ფერის ყვავილებად იშლება და ნაყოფი სასაქონლე სახეს კარგავს.
მოთხოვნა ნიადაგის მიმართ
სხვა ბოსტნეული კულტურების მსგავსად, ბროკოლის მოსაყვანად საჭიროა კარგი დრენაჟის მქონე ნიადაგი. მისი არის-რეაქცია ბროკოლის კარგი წინამორბედია სიმინდი, აგრეთვე თავთავიანი, ბაღჩეული და პარკოსანი კულტურები. ბროკოლის დარგვა არ არის რეკომენდებული იმ მინდვრებზე, სადაც წინა წლებში კარტოფილი, ბადრიჯანი, წიწაკა, თამბაქო ან პომიდორი მოვიყვანეთ. რეკომენდირებულია ბროკოლი დავრგოთ ერთსა და იმავე ადგილას 2-3 წლის ინტერვალით.
ნიადაგის მარილიანობის გავლენა ბროკოლის მოსავლიანობაზე | ||||
ბროკოლი | მოსავლის შემცირება პროცენტი | |||
0 | 10 | 25 | 50 | |
2.8 მმოლ/სმ | 3.9 მმოლ/სმ | 5.5 მმოლ/სმ | 8.2 მმოლ/სმ |
(pH) რეკომენდებულია 6.3- 6.8 ფარგლებში.
ბროკოლი ნიადაგის მარილიანობისადმი შემგუებლ კულტურად ითვლება, თუმცა, ნიადაგის მარილიანობა როცა 2.8 მმოლ/სმ-ს სცდება, მოსავლიანობა მკვეთრად მცირდება.