აგრარული განათლებადარგებიმედია ფერმერებისთვის TVმეცხოველეობა

ბუღის ცხვირის ფიქსატორი: უსაფრთხოება და ეფექტური გამოყენება ფერმერთათვის

ბუღის ცხვირის ფიქსატორი – სპეციალური მოწყობილობაა, რომელის სწორად გამოყენება როგორც ცხოველის, ისე ფერმერის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
რა არის ფიქსატორი

ფიქსატორი, ან ცხვირის დამჭერი მოწყობილობაა, ერთგვარი ძლიერი მაშისმსგავსი მოწყობილობა, ლითონის გროლია, რომელიც ბუღას ცხვირზე უმაგრდება, რაც საშუალებას აძლევს ფერმერს ცხოველის თავი სტაბილურად დაიჭიროს, განსაკუთრებით სამედიცინო პროცედურების, ვაქცინაციის, პირის გამოკვლევის ან სადგომში შეყვანის და მოვლის დროს.

როდის გამოიყენება

  • ვაქცინაციის ან წამლის მიწოდებისას;
  • პირის ღრუს, კბილების, ან ცხვირის შესამოწმებლად.;
  • საყურე ნიშნების დამაგრების ან ტემპერატური გაზომვის დროს;
  • სტრესის შემცირების მიზნით ცხოველის დამშვიდებისას.

როგორ უნდა გამოიყენოთ სწორად

  1. დარწმუნდით, რომ ფიქსატორი დაზიანებული არ არის;
  2. ფიქსატორი ნელა მიიტანეთ ცხვირისკენ და სწრაფი მოძრაობით დაამაგრეთ ცხვირზე;
  3. მოწყობილობა მარეგლირებლის მეშვეობით ისე უნდა დარეგულირდეს, რომ ცხვირის ძგიდეს ზომიერად უჭერდეს, ცხოველს ტკივილს არ აყენებდეს;
  4. ცხოველზე ფიქსატორი უნდა დარჩეს მხოლოდ საჭირო დრომდე, მერე ფრთხილად მოიხსნას, რომ ცხოველი არ დაზიანდეს;
  5. ფიქსატორი დაამგრეთ ორივე ხელი. ზედმეტი მოძრაობით არ გააღიზიანოთ ცხოველი, რათა არ გამოიწვიოთ მოულოდნელი მოძრაობები. საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ დამხმარე პირს.

ბუღის, საერთოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცხვირის ფიქსატორი, ფერმაში აუცილებელი და ეფექტიანი ხელსაწყოა, რომელიც სწორად გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვნად აიოლებს მსხვილტანიან ცხოველებთან მუშაობას.

არამიზნობრივი ან შესაბამის პრაქტიკის და ცოდნის გარეშე გამოყენებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას როგორც ცხოველს, ისე ფერმერს.

სწორი ტექნიკა, მოთმინება და საჭირო აღჭურვილობის სწორად გამოყენბა ხელს უწყობს ცხოველთა სტრესის შემცირებას და ფერმის პერსონალის უსაფრთხოებას.

გისურვებთ წარმატებას!