აგროტექნოლოგიებიმექანიზაციარუბრიკები

ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მანქანის დამუშავება

2021-2022 წლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრში, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტების მიერ, ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა ჩაის ბუჩქების ზედაპირის ცილინდრული ფორმის სახით გასხვლის, შესაბამისად სასხლავი და საკრეფი აპარატების მუშაობის მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები; კერძოდ: გართულებულია სასხლავი და საკრეფი აპარატების კონსტრუქციები, დიდია მათი დამზადების ღირებულება. დაბალია რკალური აპარატების გამძლეობა, რაც გამოწვეულია შედარებით მაღალი ინერციის, ხახუნის ძალების და რეაქტიული მომენტების ზემოქმედების შედეგად; შესაბამისად ხშირია მოთხოვნილება მიმდინარე და კაპიტალურ რემონტებზე. გაზრდილია შრომისა და საწვავის დანახარჯები.

აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით, ჩვენ დავამუშავეთ ჩაის ბუჩქების ბრტყლად (ე.ი ნიადაგის ზედაპირის პარალელურად) გასხვლის ტექნოლოგიური სქემა.  შემოთავაზებული სქემა ითვალისწინებს ბუჩქის სიგანის ზრდას  – დან  -მდე, ხოლო ბუჩქის სიმაღლის ზრდას h – დან H- მდე, რაც ხორციელდება ბუჩქის პერიფერიული ტოტების ამაღლების შედეგად (იხ.ნახ. 1).

11111111

ნახ.1. ჩაის ბუჩქის ცილინდრული ფორმის ზედაპირის, ბრტყელ ზედაპირად ფორმირების ტექნოლოგიური სქემა.

ბუჩქების ბრტყლად გასხვლის შემთხვევაში იზრდება ბუჩქის ფოთოლსაკრეფი ზედაპირი, რაც საბოლოო ჯამში ზრდის ბუჩქის მოსავლიანობას, ცილინდრული ფორმის მქონე ბუჩქებთან შედარებით. ამას გარდა, მნიშვნელოვნად გამარტივებულია ფოთლის კრეფის პროცესი, როგორც ხელით, ასევე მანქანური კრეფის დროს.

ჩაის ბუჩქების სასხლავი აპარატების ძირითადი აგროტექნიკური მოთხოვნაა ტოტების სუფთა ჭრა, ე.ი ტოტების ჭრა ყოველგვარი დაზიანების გარეშე.

ბუჩქზე დარჩენილი გასხლული ტოტის ჭრის ზედაპირი უნდა იყოს ნახლეჩებისა და უსწორმასწორო (სავარცხლისებრი) ქიმების გარეშე. ვინაიდან, ტოტების დაზიანებული ზედაპირი ხელს უწყობს მავნებლებისა და სოკოების გავრცელებას და საბოლოოდ უარყოფითად მოქმედებს ბუჩქის ვეგეტაციაზე და მოსავლიანობაზე.

ჩაის ბუჩქის ზედაპირის ბრტყელ ზედაპირად ფორმირება უნდა მოხდეს ეტაპობრივად, რომ არ მოხდეს ბუჩქის მოსავლიანობის და ვეგეტაციის უნარიანობის შემცირება.

პირველი გასხვლა სასურველია ჩატარდეს ივლისის თვეში, ხარისხიანი ფოთლის კრეფის შემდეგ;

მეორე გასხვლა უნდა ჩატარდეს ოქტომბერში, უხეში ფოთლის კრეფის შემდეგ;

მესამე გასხვლა და ბუჩქის საბოლოო ფორმირება, გვერდითი ტოტების გასხვლით, სასურველია  ადრე გაზაფხულზე თებერვალ-მარტში ჩატარდეს.

საქართველოში სრულმოსავლიანი ჩაის პლანტაციები, ჯერ-ჯერობით შემორჩენილია, საორიენტაციოდ, 8-9 ათას ჰექტრამდე. ძირითადად ჩაის კულტურის მოვლა-მოყვანა ხდება სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში გავრცელებული ჩაის პლანტაციების მახასიათებელი აგროტექნიკური პარამეტრები, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პლანტაციები ძირითადად განსხვავდება რიგთშორისებში მანძილით. გვხდება 1,75; 1,5; 1,25 რიგთშორისებით განლაგებული ჩაის პლანტაციები. შესაბამისად, მობილურ მანქანას, რომელიც მოემსახურება ჩაის პლანტაციებს, უნდა ჰქონდეს რეგულირებადი ნაკვალევი. ე.ი. თვლების გადადგილება შესაძლებელი უნდა იყოს განივ სიბრტყეში.  გარდა ამისა, საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციები, ასაკისა და ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად, სხვადასხვა სიმაღლის ბუჩქების სახით არის შენარჩუნებული. ბუჩქების სიმაღლე სხვადასხვა რეგიონებში არსებულ კერძო პლანტაციებში 0,5 მ-დან 0,8 მეტრამდე მერყეობს. შესაბამისად მანქანას, რომელიც განკუთვნილი იქნება ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ უნდა ჰქონდეს ჩაის ბუჩქის მაქსიმალურ სიმაღლეზე გადავლის საშუალება ე.ი მობილური მანქანის ავტოტექნიკური მაშუქი (კლირენსი) უნდა იყოს რეგულირებადი ან სტაბილური, საორიენტაციოდ 0.9 მეტრის ტოლი.

დღეისათვის, საქართველოში, ჯერ-ჯერობით შემორჩენილია გასული საუკუნის 90-იან წლებში დამზადებულ მაღალკლირენსიანი თვითმავალი შასი -16მჩ, რომელიც წარმოადგენს ხარკოვის სატრაქტორო ქარხანაში გამოშვებული სერიული თვითმავალი შასის -16 მ-ის მოდერნიზაციას. ძირითადად მოხდა დაბალკლირენსიანი თვითმავალი შასის აგროტექნიკური საშუქის ამაღლება, რომელიც უკვე მოდერნიზებულ თვითმავალ შასში შეადგენს 0.9 მეტრს, რაც სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნილებებს, ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ განკუთვნილ მობილურ მანქანაზე. გარდა ამისა, არსებული მაღალკლირენსიანი თვითმავალი შასის -16 მჩ-ს ძირითადი კვანძების (ძრავის, ტრანსმისიის, სავალი ნაწილის, კაბინის და სხვ.) პომპონების სქემა სრულიად მისაღებია ჩაის მოვლა-მოყვანისთვის აუცილებელი (ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების ჩაის ბუჩქების სასხლავი, საკრეფი, ნიადაგდამამუშავებელი, შესაწამლი, სასუქების შემტანი და სხვ.) დასააგრეგატებლად.

რადგან აღნიშნულ თვითმავალ შასს გააჩნია გრძივი (ჰორიზონტალური) ძელები, ე.წ ლონჟერონები, რომელთა საშუალებით თვითმავალ შასზე შეიძლება დამონტაჟდეს ნებისმიერი ტექნოლოგიური იარაღი და მოწყობილობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მობილური მანქანის ბაზად ვირჩევთ მაღალკლირენსიან თვითმავალ შასს 16-მჩ -ს, რომლის კონსტრუქციული და საექსპლოატაციო პარამეტრები სრულად შეესაბამება ჩვენს მიერ დამუშავებული ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი აპარატის აგროტექნიკურ და ტექნოლოგიურ მოთხოვნებს. თვითმავალ შასს გააჩნია სიმეტრიულად განლაგებული ძალამრთმევი ლილვი, რომლის ბრუნთა რიცხვი შეადგენს n=540 ბრ/წთ, სიჩქარეთა კოლოფის სამუშო სიჩქარეების დიაპაზონი მერყეობს 0.9-3.5 კმ/სთ-ის ფარგლებში, რაც ასევე სრულიად აკმაყოფილებს ჩაის მოვლა-მოყვანისთვის საჭირო მოწყობილობების საექსპლოატაციო პარამეტრებს.

ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავ და ფოთოლსაკრეფ აპარატში ჰაერის ნაკადის წყაროს წარმოადგენს ვენტილატორი, რომელიც დამონტაჟებულია ცალკე უბანში, საიდანაც ჰაერგამტარი მილებით ჰაერის ნაკადი მიეწოდება აპარატის ძირითად  სამუშაო უბანს.

       რეკომენდებულ აპარატში ვენტილატორისადმი წაყენებული ძირითადი მოთხოვნები:

  1. ვენტილატორის აეროდინამიკურმა სქემამ უნდა უზრუნველყოს მისი კომპაქტურობა, ნაკლები ლითონშემცველობადა დამზადების სიმარტივე;
  2. ვენტილატორის მიერ ტექნოლოგიური პროცესის შესრულების დროს არ უნდა მოხდეს ჩაის დუყების ხარისხის დაცემა, მათი გადაადგილება უნდა მოხდეს ყოველგვარი დაზიანების გარეშე;
  3. ვენტილატორის აეროდინამიკურმა მახასიათებლებმა (მწარმოებლობა)  , სრული დაწნევაP პა) უნდა უზრუნველყონ მოჭრილი ჩაის წვრილი ტოტების ან ფოთლების გადაადგილება აპარატის დამჭირხნ სივრცეში და მათი ჩატვირთვა ჩაის შესაგროვებელ ბუნკერებში.

2023 წლის თემატიკით გათვალისწინებული იყო  ბრტყლად სასხლავი მანქანის სამაკეტო ეგზემპლარის დამუშავება და გამოცდა პლანტაციაში, აღნიშნული სამუშაოს შესრულების მიზნით დამუშავებულ იქნა მანქანის ძირითადი კვანძების ესკიზური ნახაზები, რომლის მიხედვითაც დამზადდა მანქანის საცდელი ნიმუში. (იხ.სურ.1).

                     22222222333333333333333

                 სურ.1. ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მანქანის ხედები

მანქანა დააგრეგატებულია ჩაის პლანტაციებში სამუშაოდ განკუთვნილ მაღალკლირენსიან თვითმავალ შასზე -16მჩ, რომლის ძალამრთმევი ლილვიდან კარდანული გადაცემის საშუალებით ხდება მანქანის მჭრელი აპარატის და ვენტილატორის აძვრა.

მანქანაზე დამონტაჟებულია საშუალო სიმძლავრის ცილინდრული ფორმის ვენტილატორი, რომლის  =1850 ბრ/წთ, ვენტილატორის აძვრა ხდება თვითმავალი შასის ძალამრთმევი ლილვიდან ღვედური გადაცემის საშუალებით, რომლის გადაცემის რიცხვი

მანქანის ვენტილატორიდან მიღებული ჰაერის ნაკადი, ცენტრალური მილისა და საქშენების საშუალებით ნაწილდება მჭრელი აპარატის სამუშაო ჰორიზონტალურ სიბრტყეში, საიდანაც ხდება გასხლული მასის გადაადგილება მიმმართველ ღარებში და იყრება პლანტაციის რიგთაშორისებში ორივე მხარეს.

2023 წლის ივლისს-აგვისტოში რეკომენდებული, ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მანქანა, რომელიც დააგრეგატებული იყო მაღალკლირენსიან თვითმავალ შასზე -16მჩ, გამოიცადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ანასეულში ფერმერ . ხუჭუას ჩაის პლანტაციებში (იხ.სურ.2,3).

5555566666

სურ.2,3 ჩაის ბუჩქების ბრტყლად სასხლავი მანქანა მუშაობის პროცესში

მიუხედავად რთული პირობებისა მანქანის მიერ, შესრულებული ტექნოლოგიური პროცესი შეფასდა დადებითად, მანქანის გადაადგილების სიჩქარე შეადგენდა 1,2 კილომეტრ საათს. ჭრის პროცესი ხორციელდებოდა ნორმალურად. დუყების ჭრისა და გადაადგილების პროცესი მანქანის გადაადგილების დაბალ სიჩქარეზე, ხორციელდებოდა ნორმალურად ყოველგვარი დაზიანებისა და შეფერხების გარეშე.

მანქანის გადაადგილების სიჩქარის ზრდამ მ/სთ გამოიწვია სამუშაო პროცესის შეფერხება, ჰაერის ნაკადი ვერ უზრუნველყოფდა მოჭრილი მასის გადატანას მიმმართველ ღარებში. ადგილი ჰქონდა მოჭრილი მასის დაგროვებას მჭრელი აპარატის ჰორიზონტალურ სიბრტყეში.

მანქანის გამოცდის შედეგების ანალიზის საფუძველზე გადაწყდა, მანქანაზე დაყენდეს  გაზრდილი სიმძლავრის ვენტილატორი, რომელიც უზრუნველყოფს ნასხლავი მასის ჩაყრას პლანტაციის რიგთაშორისებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში მათ თვითმავალ შასზე დამონტაჟებულ ბუნკერში გადატანას.

 

ნუგზარ ებანოიძე,  აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი, .მ., პროფესორი;

თენგიზ ცარციძე, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;

მარიტა მაჭარაშვილი, აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის სპეციალისტი;

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი