აგროსიახლეებიდარგებიმედია

ჩინეთი გლობალური აგრარული ბაზრის „გახურებას“ განაგრძობს

2021 წლიდან ფერმერები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დიდ მოგებას ელოდებიან
2020 წელს მინდვრის კულტურების მწარმოებელი ფერმერების შემოსავლები მსოფლიო აგრარულ ბაზარებზე ფასების მატების (წლის მეორე ნახევარში) გამო მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ხუთი წლის განმავლობაში, 2019/20 წლებამდე, ყველა მარცვლეული და ზეთოვანი კულტურებით მსოფლიო სავაჭრო ბრუნვა, საშუალო წლიური 3.5%-იანი ზრდის პირობებში, 120 მილიონი მეტრული ტონით გაიზარდა.

„მარცვლეულზე ფასების მატებამ, საერთო სავაჭრო მოცულობების ზრდის შედეგად, ნაკადების საერთო  ღირებულების 17%-ით გაზრდა გამოიწვია.

შემოსავლების და მოსახლეობის რაოდენობის მატება სავაჭრო ნაკადების ზრდის სტიმულირებას იწვევს, ამიტომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მწარმოებლები და ფერმერები ძალზე ოპტიმისტურ განწყობაზე არიან“, _ შენიშნავს ელისაბედ ლუნიკი, Farm Inputs– ის ანალიტიკოსი.

2021 წელს, უფრო მაღალი რენტაბელობა მოსალოდნელია აშშ-ში, სადაც სოიოს და სიმინდის მაღალი ფასები (+ 40%) ხელს უწყობს ფერმერებს, მარჟა ასწიონ.

კანზასელი მეხორბლე ფერმერები 2021 წელსაც ხორბალზე მზარდი ფასების გამო უფრო მეტ შემოსავლებს მიიღებენ.

ბრაზილიის ფერმერული მეურნეობები ვალუტის დევალვაციისა და მაღალი გლობალური და შიდა ფასების გამო, თუ კლიმატურმა პირობებმა არ შეუშალა ხელი, ასევე გაიუმჯობესებენ ფინანსურ მდგომარეობას.

ყვავილობის და დამტვერვის პერიოდში მოსული ნალექი ბრაზილიაში კულტურათა მოსავლიანობაზე გადამწყვეტ მნიშვნელობას ახდენს. 2021 წელს ბრაზილია მსოფლიოში მინერალური სასუქების მოხმარების მხრივ მოწინავეთა რიგებში იქნება.

”2021 წლის მაისში ბრაზილიაში სოიას ფასი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა, ხოლო 80%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ბირჟებზე სულ უფრო მაღალი CBOT (Chicago Board of Trade) ​კვოტირებები სოიაზე ფასების ზრდის სტიმულირებას განაგრძობს.

სიმინდის ფასები ბრაზილიაში შარშანდელთან შედარებით 8%-ით, ხოლო წინა წელთან შედარებით 129%-ით არის გაზრდილი.

გვალვა ბრაზილიის ძირითად სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში ფასებზე ზეწოლას განაპირობებს.

2021 წლის აპრილში ბრაზილიური სოიოს ექსპორტმა რეკორდულ 17,4 მილიონ მეტრულ ტონას მიაღწია, რაც 17%-ით მეტია 2020 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით. ფერმერების მიერ სოიოს გაყიდვების მაჩვენებელი 83% -ია, რაც 6% -ით ნაკლებია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

„იმის მიუხედავად, რომ ფასები რეკორდულ დონეზეა, ფერმერები თავს იკავებენ სოიას ახალი პარტიების გაყიდვებისგან”_ აცხადებს მარცელა მარინიე, Rabobank-ის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების უფროსი ანალიტიკოსი.

არგენტინაში ფერმერების მთლიანი მოგება არსებული და სამომავლო კონტრაქტის ფასების გათვალისწინებით და La Niña- ს ეფექტით გამოწვეული დაბალი მოსავლიანობის მოლოდინის მიუხედავად, 2021 წელს 10 წლიან მაქსიმუმამდე გაიზრდება.

ევროპაში რენტაბელობა ხორბალზე ფასების და წარმოების ზრდის ხარჯზე უმჯობესდება.

საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი 2021 წელს ფასების ზრდის და უხვი მოსავლის გამო შედარებით მეტ მოგებასაც ელოდებიან.

ავსტრალიაში, დასავლეთ ავსტრალიასა და ახალ სამხრეთ უელსში წარმოების გაზრდის ხარჯზე, რენტაბელობის ამაღლებას ელოდებიან, რამდენადაც ადგილობრივ პროდუქციაზე ფასებიც ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე მაღალია.

„ჩინეთის მზარდი მოთხოვნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ბაზრებზე ფასების ზრდის და მაღალი ფასების დაჭერის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

 Rabobank ჩინეთიდან იმპორტზე მაღალი მოთხოვნის გაგრძელებას მიმდინარე და 2022 წელსაც ელოდება, რადგან ჩვენ საფურაჟე მარცვლეულის დეფიციტს ჩინეთში სისტემურ გამოწვევად მივიჩნევთ”, _ აცხადებს შტეფან ვოგელი, Rabobank-ის მარცვლეულისა და ზეთოვანი კულტურების მთავარმა სტრატეგი.

ანა მედვედევა

წყარო: Rabobank