ჩხავერის რთველი — ტრადიცია და შემოდგოის ზეიმი ქედაში
ქედაში ჩხავერის რთველში ყოველ შემოდგომაზე განსაკუთრებული სურნელი ტრიალებს — ვენახებში თავმოყრილი ოჯახები, მზეზე მოკიაფე მტევნები და ტრადიციული გარემო ადგილობრივ ცხოვრებას საშემოდგომო ფერებსა და შეგრძნებას უმძაფრებსბრუნებს.

ჩხავერი აქ მხოლოდ მაღალი ხარისხის საღვინე ყურძნის თვისებებით კი არ არის საინტერესო, არამედ ძველი კულტურით, რომლის მოვლა-მოყვანაშიც თაობები ერთიანდებიან. სწორედ ამიტომ თანამედდროვეობაში რთველი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს რეგიონის გარემოსა და ადამიანების შრომის სიმტკიცეს.
აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე ჩხავერის რთველის მიმდინარეობას ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში გაეცნო.
მინისტრი დათო შავლიძეს რთველში ეწვია. ფერმერმა ჩხავერის ჯიშის ვაზი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგარმის ფარგლებში 2000 კვადრარულ მეტრ ფართობზე გააშენა და წლეულს უკვე დავითმა აღნიშნული ნაკვეთიდან, დაახლოებით, 2 ტონამადე მოსავალი მიიღო.
,,ჩხავერის რთველი, ტრადიციულად, დიდი ზეიმია განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობის შემოსავალი ძირითადად ყურძნის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. აჭარის მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქედაში რთველი წარმატებით ჩატარდეს და მევენახებისა და ფერმერების შრომა დაფასდეს. მოხარული ვარ, რომ შავლიძეების ოჯახთან ერთად რთველში მივიღე მონაწილეობა. მათ მიერ წარმოებული ყურძენი ადგილობრივ მარნებში გადამუშავდება და დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს.“ – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დენის სალუქვაძემ.
აჭარაში ვენახის საერთო ფართობი 180 ჰექტარს შეადგენს, მათ შორის ქედის მუნიციპალიტეტში – 82 ჰექტარს, აქედან ჩხავერი გაშენებულია 20 ჰექტარზე.
მინისტრთან ერთად ჩხავერის რთველში იმყოფებოდა მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზვა, აგრარული განვითრების დეპარტამენტის უფროსი ლევან ბოლქვაძე და სამინისტროს ექსტენციონისტები.
ჩხავერის რთველი ქედაში კვლავ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ინარჩუნებს, ის აერთიანებს ძალისხმევას, გამოცდილებასა და იმ სიყვარულს, რომელიც ადგილობრივებს ვენახთან და ვაზთან აკავშირებთ.
წლევანდელი მოსავალი და ჩხავერის ფართობების ზრდა ნათლად აჩვენებს, რომ ჯიში რეგიონში კვლავ ფასდება და მისი როლი მომავალშიც გაიზრდება.

