აგრარული განათლებარუბრიკები

ჩვენი სკოლის ოთახის ლიმნები

ჩვენი სკოლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს და მოიპოვეს გრანტი ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ გამოცხადებულ პროექტების კონკურსში პროექტით „ლიმონი-საოთახე კულტურა“.
პროექტის მიზანი იყო ლიმონის, როგორც  საოთახე კულტურის წარმოების მაგალითზე სამეწარმეო თემის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება, მოსწავლეებს გაუღვივოს ინტერესი, რომ  ოთახის ლიმონის კულტურის ან ასხვა მსგავსი კულტურების წარმოება ბიზნესის წამოწყების ერთ-ერთ ეფექტიან მიმართულებად აქციონ.

ნიადაგის მომზადების პროცესი

ციტრუსოვანთა ოთახის კულტურის მოყვარულთ სურთ იცოდნენ რას წარმოადგენენ ჩვენი სკოლის ლიმონები, საიდან წარმოიშვა ისინი.

დასავლეთ საქართველოში, ტრადიციცულად, თითქმის ყოველ ოჯახში ჰქონდათ  ოთახის ლიმონი,  როგორც ანტისეპტიკური მცენარე.

ლიმონი ოთახის პირობებში შეგვიძლია საქართველოში ყველგან გავზარდოთ. ამისათვის საჭიროა შევარჩიოთ ლიმონის ისეთი ფორმები რომლებიც ჰაერის მშრალი პირობებისადმი გამძლე და მზის სხივების ნაკლები მომთხოვნი იყოს. მთავარია მომხმარებელს მივაწოდოთ ლიმონის მოვლა-მოყვანის აგრო-ტექნოლოგიები და რაც მთავარია,  ამ პროექტით გვსურს აღვადგინოთ ის ტრადიცია, რაც ლიმონის საოთახე კულტურასთან იყო დაკავშირებული.

 

 ლიმონი ყველგან ძვირფას სამკურნალო თვისებების ნაყოფად ითვლება. სხვა ციტრუსებთან შედარებით მდიდარია  C ვიტამინით და ორგანული მჟავეებით. მთელი წლის მანძილზე შეუძლია ყვავილობა და ნაყოფის მომწიფება. ლიმონს ტროპიკული ჰავის პირობებში წარმოშობის გამო საზამთრო შესვენების პერიოდი არა აქვს. მარადმწვანე საშუალო ზომის მცენარეა, ნაკლებ ყინვა გამძლეა. ახალგაზრდა ყლორტები ყვავილი და ნაყოფი ზიანდება       -2 -30 ტემპერატურაზე. ფოთლები და ერთწლიანი ტოტები – 5 – 60 ტემპერატურაზე,  – 70C –ზე  მცენარე იღუპება. ამიტომ ოთახის ლიმონის უპირატესობა ისაა, რომ შედარებით უკეთესი პირობები იქმნება მცენარის ზრდა განვითარებისთვის. მის დეკორაციულ თვისებებს ზრდის ის, რომ აქვს მარადმწვანე ფოთლები, სასიამოვნო სურნელება აჯანსაღებს ჰაერს. ოთახის კულტურის ლიმონის წარმოება ბიზნესის ერთ-ერთი საშუალებაა საუკეთესო დიზაინით, ქოთნებში გამოყვანილი ლიმონი ფართო დაინტერესებას იწვევს მოსახლეობის, ოფისების, სკოლების, სასტუმროების.

კალმების გამზადების პროცესი

 ოთახის კულტურისათვის ლიმონის მცენარეები მრავლდება თესლით და ვეგეტატიურად. ვეგეტატიური გამრავლებიდან გამოვიყენეთ კალმით გამრავლება.

ლიმონის თესლი დავთესეთ ნაყოფიდან მისი გამოღებისთანავე (რაოდენობით 100 ცალი), ცდამ გვიჩვენა რაც უფრო ახალია თესლი, მით უფრო უკეთესია მისი გაღვივების უნარი. თესლი დავთესეთ ჩვეულებრივად საყვავილე ქოთნებში. როცა ნათესები წამოიზრდება, გადავრგავთ ცალკე ჭურჭელში. შემდეგ ზრდის მიხედვით, მცენარეები სულ უფრო დიდ ჭურჭელში გადაირგვება.

  ლიმონის დაკალმება ყოველგვარ პირობებშია შესაძლებელი. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების საფუძველზე დაყრდნობით, საკალმე მასალად შევარჩიეთ ლიმონის  ზრდასრული მცენარე, რომელსაც ინტესიურად განვითარებული ჰქონდა საკალმე ტოტები. აგვისტოს თვეში ლიმონის ყლორტებიდან დავამზადეთ 8-12 სმ სიგრძის კალმები, 3-5 კვირტი კალმების დიამეტრი 4-5 მმ სისქის იყო. კალმის ქვედა ნაწილში დავუტოვეთ       1-2 კვირტი, ზედა ნაწილში ორი ფოთოლი ნახევრად შეკვეცილი. უკეთესი დაფესვიანების მიზნით კალმების ქვედა გადანაჭერი წინასწარ დავამუშავეთ შაქრიანი ხსნარით. კალმის დასაფესვიანებლად გამოვიყენეთ სათბური, რომელიც ჩვენს მიერ იქნა გაკეთებული, მოვათავსეთ ოთახში, სათბური დავხურეთ პოლიეთილენის ფირით. სუბსტრატად გამოვიყენეთ მსუბუქი ნიადაგი და მდინარის ქვიშის ნაზავი 2:1-თან.

მორწყვის პროცესი

კალმებს ვრწყავდით სარწყავი წყლის ჭავლით ისე რომ არც ზედმეტი ტენი ყოფილიყო, ხოლო ფოთლები არ გამომშრალიყო. კალმების მაქსიმალური დაფესვიანებისათვის აუცილებელია ნიადაგის ტემპერატურა იყოს 20-220C, ჰაერის ტემპერატურა 25-300C.

ასეთ პირობებში დაფესვიანება ხდება 2-2,5 თვის განმავლობაში, მეორე წლიდან კვლავ გავაგრძელებთ დაფესვიანებული კალმების მოვლას: მორწყვას, გამოკვებას.

ლიმნები 222222222222

წლის ბოლოსთვის საკუთარ ფესვიანი ნერგები მიაღწევენ რა სასურველ სიმაღლეს, გამოვიყენებთ ოთახის კულტურისათვის დიდი ზომის ქოთნებს გადასარგავად.

დაფესვიანებულ კალმებს ავნებს მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ ისინი უნდა იმყოფებოდეს გაფანტულ სინათლეზე.

 ლიმონის ოთახის კულტურისათვის ნიადაგს ანოყიერებენ ძროხის ნაკელის ხსნარით. მცენარის ხნოვანებისა და მდგომარეობის მიხედვით შესაძლებელია 5-7, 10-15 დღეში ერთხელ შეტანა. შესაძლებელია ჩაის ნაყენის ნარჩენის გამოყენებაც.

მომზადების წესი

ყოველ 10 დღეში ვრწყავთ ნაკელწყლის წყალხსნარით, რომელიც მზადდება ასე: 1 სათლ ნაკელს ვხსნით 50 ლიტრ წყალში, ვურევთ, ვაყოვნებთ 10 დღე და მიღებულ ხსნარს ვაზავებთ კიდევ 50 ლიტრ წყლში. მიღებული ნაკელწყალი უზრუნველყოფს მცენარის კვებას. ზამთარში იშვიათად მოვრწყავთ, ოღონდ მიწა უნდა იყოს ტენიანი.

ნერგები მიაღწევენ რა სასურველ სიმაღლეს ვიყენებთ ოთახის კულტურისათვის განკუთვნილ ქოთნებს მცენარის გადასარგავად.

  ოთახის პირობებში ლიმონის კულტურის ეფექტიანობა დიდად არის დამოკიდებული იმ ჭურჭელზე, რაშიც ის ირგვება. ამ მიზნისათვის ჩვენ გამოვიყენებთ ფაიფურის მოპირკეთებულ ჭურჭელს. ჭურჭელს ფსკერზე უნდა ჰქონდეს 3-4 სადრენაჟე ხვრელი. მიწის ჩაყრის წინ ჭურჭლის ფსკერზე მოვათავსებთ კრამიტის ან აგურის ნატეხებს, 4-5 სმ სისქეზე ჩავყრით მდინარის ქვიშას და შემდეგ კი სპეციალურად მომზადებულ ნიადაგის ნარევს: კორდის მიწას, გადამწვარ ნაკელს, მდინარის ლამს შეფარდებით 2:1:1-თან.

ლიმონის გადარგვის შემდეგ ნიადაგი კარგად იტკეპნება და ირწყვება.

ლიმნები 33333333333333

თესლით აღმოცენებული ლიმონი

ჩვენი მოსწავლეები დიდ ინტერესს იჩენენ , არა მარტო ლიმონის, არამედ სხვა ციტრუსოვანი კულტურების მიმართაც, რაც ძალზე გვახარებს. ჩვენი მიზანია ასევე  დავიწყოთ და გავამრავლოთ ძვირფასი დეკორატიული ფასეულობის მქონე ციტრუსოვანთა ოთახის კულტურა კინკანი, რომელთა ქონდარა ხეები უხვად ყვავილობს, კეთილსურნელებას ავრცელებს და აუარებელ წვრილ, ნარინჯისფერ, ქერქიანად საჭმელ ნაყოფს იძევა.

   ქეთევან ჩიკაშუა

   ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი