დედამიწის საათი
„22 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი დღე -„დედამიწის საათი“ აღინიშნება.
საქართველო უკვე მეჩვიდმეტედ უერთდება აქციას, რომლის ფარგლებშიც ერთი საათით უარს ვამბობთ ელექტროენერგიის გამოყენებაზე.
ეს სიმბოლური აქტი მიზნად ისახავს იმ რეალობის შეხსენებას, რომ პლანეტა, ჩვენი გარესამყარო სულ უფრო მეტად ზიანდება ჩვენი ყოველდღიური ზეგავლენით. ეს ზეგავლენა არის ერთ-ერი მიზეზიც გლობალური კლიმატური ცვლილების, რომელთანაც გამკლავებისთვის საზოგადოების გაერთიანებას, ცნობიერების ამაღლებას და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
აცული გარემო ჩვენი უსაფრთხო მომავლის პირობაა. „დედამიწის საათი” მილიონობით ადამიანს სწორედ ამ იდეის გარშემო აერთიანებს“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.