დიპლომატიური რთველი გურჯაანში
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს „დიპლომატიურ რთველში“ უმასპინძლეს.
რთველი გურჯაანის მუნიციპალიტეტში, შატო „ზეგაანში“ გაიმართა, სადაც დიპლომატებმა ყურძნის კრეფასა და საწნახელში ყურძნის დაწურვაში მიიღეს მონაწილეობა.
სტუმრებმა ქარხნის ტერიტორიაზე გაშენებული ვაზის უნიკალური ჯიშებიც დაათვალიერეს და ღვინის დაყენების თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნენ.

გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია და კულინარიული მასტერკლასები.
როგორც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა რთველი ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული პერიოდია საქართველოში.
ძალიან მნიშვნელოვანია ელჩების ვიზიტი კახეთში. ისინი ადგილზე გაეცნენ როგორც რთველის მიმდინარეობის პროცესს, ასევე 8000-წლიანი ისტორიის მქონე უძველეს ტრადიციას, რომელიც არ არის მხოლოდ მოსავლის აღება, ეს არის ქართული კულტურის, ქართული იდენტობის ნაწილია, დასძინა ბოლოს დავით სონღულაშვილმა.
„დიპლომატიურ რთველში“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა მონაწილეობდნენ.

