დარგებიმემცენარეობა

დრა­ცე­ნა (Cordyline australis)

დრა­ცე­ნა მა­რადმ­წვა­ნე ხემ­ცე­ნა­რეა, სი­მაღ­ლით 6-9 მეტ­რამ­დე იზრ­დე­ბა, ღე­როს დი­ამ­ეტ­რი 20-30 სმ-მდეა. დრა­ცე­ნა ეკ­უთ­ვნის აგ­ავ­ის­ებრ­თა ოჯ­ახს და კორ­დი­ლი­ნეს გვარს. ეს გვა­რი ოც­ამ­დე სა­ხე­ობ­ას შე­იც­ავს და ვე­ლუ­რად გავრ­ცე­ლე­ბუ­ლია ზო­გი­ერთ ტრო­პი­კულ და სუბ­ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებ­ში. მი­სი სი­ცოც­ხლის ხან­გრძლი­ვო­ბა 35-40 წლამ­დე აღ­წევს.

დრა­ცე­ნას ნედ­ლი და გამ­ხმა­რი ფო­თო­ლი სა­უკ­ეთ­ე­სო ას­აკ­რავ მა­სა­ლას წარ­მო­ად­გენს ბა­ღებ­სა, ვე­ნა­ხებ­სა და ბოს­ტნებ­ში, რად­გან რბი­ლი და საკ­მა­ოდ გამ­ძლეა.

დრა­ცე­ნ­ას ფოთ­ლებს იყ­ენ­ებ­ენ აგ­რეთ­ვე სხვა­დას­ხვა ში­ნა­მოხ­მა­რე­ბის ინ­ვენ­ტა­რის: კა­ლა­თე­ბის, ჩელ­ტე­ბი­სა და სხვა­თა და­სამ­ზა­დებ­ლად. დრა­ცე­ნას ფოთ­ლის ბოჭ­კოს გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა ჯაგ­რი­სა და ძუ­ის მრეწ­ვე­ლო­ბა­ში, რო­გორც ძვირ­ფა­სი­ა­ნი ნედ­ლე­ულ­ის შემ­ცვლე­ლი.

დრა­ცე­ნას მსუ­ბუ­ქი და ფუ­ყე აგ­ებ­ულ­ებ­ის მერ­ქა­ნი აქვს. სხვა ერ­თლებ­ნი­ა­ნი მცე­ნა­რე­ებ­ის­აგ­ან გან­სხვა­ვე­ბით მის ღე­როს თა­ვი­სე­ბუ­რი მუდ­მი­ვი ზრდა ახ­ას­ი­ათ­ებს სიმ­სხო­ზე, დრა­ცე­ნას ღე­როს ნორ­მა­ლუ­რი და­ტოტ­ვა ას­აკ­ში შეს­ვლი­სას იწ­ყე­ბა და ის­იც მხო­ლოდ ღე­როს ზე­მო ნა­წილ­ში, ამ­ას­თან მას, რო­გორც ერ­თლებ­ლი­ან მცე­ნა­რეს, ჩვე­ულ­ებ­რი­ვი ხემ­ცე­ნა­რის და­ტოტ­ვა არ ახ­ას­ი­ათ­ებს.

დრა­ცე­ნას ფოთ­ლე­ბი ხა­ზი­სე­ბუ­რია, მჯდო­მა­რე, ფუ­ძეს­თან გა­ნი­ე­რი, წვე­როს­კენ ვიწ­რო, ღე­როს ახ­ალ­გაზრ­და ნა­წილ­ზე  მჭიდ­რო კო­ნე­ბად შეკ­რე­ბი­ლი. ფოთ­ლის სიგრ­ძე 0,5-1 მეტ­რამ­დე აღ­წევს, სი­გა­ნე კი 3-8 სმ-მდე. ფოთ­ლე­ბის კო­ნის პე­რი­ფე­რი­ა­ზე ას­აკ­ში შე­სუ­ლი ფოთ­ლე­ბია, ხო­ლო მი­სი ცენ­ტრი­სა­კენ-ახ­ალ­გაზრ­და. ახ­ალ­გაზრ­და ფოთ­ლის ფირ­ფი­ტა თით­ქმის ვერ­ტი­კა­ლუ­რად არ­ის აღ­მარ­თუ­ლი, ხო­ლო ას­აკ­ში შე­სუ­ლი ფო­თო­ლი და­ქინ­დრუ­ლია.

cordyline-australis-500

დრა­ცე­ნა ყვა­ვი­ლო­ბას იწ­ყებს 7-8 წლის ას­აკ­ში. ყვა­ვი­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ის­სა და ივ­ნი­სის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში. ყვა­ვი­ლე­ბი წვრი­ლი და სურ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ­ლე­ბიც შეკ­რე­ბი­ლია საგ­ვე­ლა­სებრ ყვა­ვი­ლედ­ში, ღე­როს ან ტო­ტე­ბის ბო­ლო­ებ­ში, თი­თო­ე­ულ ყვა­ვი­ლედ­ში რამ­დე­ნი­მე ათ­ა­სი ყვა­ვი­ლია. დრა­ცე­ნას ნა­ყო­ფი სამ­ბუ­დი­ა­ნი კო­ლო­ფია. თი­თო­ე­ულ ბუ­დე­ში 1-3-მდე წვრი­ლი და შა­ვი მარ­ცვლი­სე­ბუ­რი თეს­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

დრა­ცე­ნა უმ­ეტ­ეს­ად მრავლ­დე­ბა თეს­ლით, აგ­რეთ­ვე ღე­როს გა­მო­ნა­ზარ­დე­ბი­თა და ფეს­ვის ამ­ონ­აყ­რე­ბით. სა­მე­ურ­ნეო მიზ­ნი­სათ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­ღე­ბუ­ლია თეს­ლით გამ­რავ­ლე­ბა. დრა­ცე­ნას თეს­ლი მა­ლე კარ­გავს აღ­მო­ცე­ნე­ბის უნ­არს და დაგ­ვი­ან­ებ­ულ აღ­მო­ნა­ცენს იძ­ლე­ვა. მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე (20-300C) თეს­ლის აღ­მო­ცე­ნე­ბა ჩქარ­დე­ბა. აღ­მო­ცე­ნე­ბას აჩ­ქა­რებს აგ­რეთ­ვე თეს­ლის  ნა­ჭუ­ჭის ხე­ლოვ­ნუ­რად მე­ქა­ნი­კუ­რი და­ზი­ან­ე­ბა, თე­სა­ვენ და­ხუ­რულ ან ღია გრუნ­ტში, რო­დე­საც ახ­ალ­გაზრ­და ნა­თე­სა­რე­ბი მი­აღ­წევს 5-6 სმ სი­მაღ­ლეს, მათ აპ­იკ­ირ­ებ­ენ 10-15 სმ კვე­ბის ფარ­თით. და­პი­კი­რე­ბუ­ლი ნა­თე­სა­რე­ბი პირ­ველ ხა­ნებ­ში ნე­ლი ზრდით ხა­სი­ათ­დე­ბა, შემ­დეგ კი ზრდის ინ­ტენ­სი­ვო­ბა საგრ­ძნობ­ლად მა­ტუ­ლობს, რის გა­მოც სა­ჭი­რო ხდე­ბა მა­თი მე­ორ­ეჯ­ერ გა­დარ­გვა 40×40 სმ კვე­ბის არ­ით. მუდ­მივ ად­გილ­ზე და­სარ­გა­ვად იყ­ენ­ებ­ენ 2-3 წლი­ან ნერ­გებს.

დრა­ცე­ნის პლან­ტა­ცი­ის­ათ­ვის მი­ღე­ბუ­ლია კვე­ბის არე 1×1 მეტრ­ზე. ნაკ­ვეთს გეგ­მა­ვენ და ნერ­გის დარ­გვის ად­გილ­ზე იღ­ებ­ენ ორ­მო­ებს 30 სმ სი­გა­ნით და 30 სმ სიღრ­მით, სა­დაც მი­წა­ს აერ­ე­ვა ორი-სა­მი კი­ლოგ­რა­მი ნა­კე­ლი. ბელ­ტი­ან­ად ამ­ოღ­ებ­უ­ლი ნერ­გი ჩა­იშ­ვე­ბა ორ­მოს ცენ­ტრში და და­ირ­გვე­ბა იმ სიღრ­მე­ზე, რა სიღრ­მე­ზე­დაც მცე­ნა­რე იყო დარ­გუ­ლი სა­ნერ­გე­ში. დარ­გვის­თა­ნა­ვე ნი­ად­ა­გი კარ­გად მო­ირ­წყვე­ბა და ფოთ­ლე­ბის ერ­თი მე­სა­მე­დი შე­ეჭ­რე­ბა. დარ­გვის სა­უკ­ეთ­ე­სო დროა ად­რე გა­ზაფ­ხუ­ლი, სა­ნამ მცე­ნა­რე ჯერ კი­დევ შეს­ვე­ნე­ბის პე­რი­ოდ­შია.

სა­ვე­გე­ტა­ციო პე­რი­ოდ­ში, რიგ­თა­შო­რი­სე­ბი უნ­და გაფ­ხვი­ერ­დეს და სა­რე­ვე­ლებ­თან ბრძო­ლა უნ­და ჩა­ტარ­დეს ჩვე­ულ­ებ­რი­ვად.

შე­მოდ­გო­მა­ზე, ვე­გე­ტა­ცი­ის შეწ­ყვე­ტის შემ­დეგ, მცე­ნა­რე ზამ­თრი­სათ­ვის უნ­და მომ­ზად­დეს, რისთვისაც სა­ჭი­როა ფოთ­­ლე­ბის აკ­ვრა, საწ­რე­ტი სის­ტე­მის გაწ­მენ­და.

დრა­ცე­ნა ყო­ველ­წლი­ურ­ად იძ­ლე­ვა მო­სა­ვალს ფოთ­ლე­ბის მა­სის სა­ხით, რის გა­მოც მას გაძ­ლი­ერ­ებ­უ­ლი კვე­ბა ეს­აჭ­ირ­ო­ე­ბა. მა­ღა­ლი მო­სავ­ლი­ან­ობ­ის­ათ­ვის სა­ჭი­როა, ყო­ველ­წ­­ლი­ურ­ად, ნი­ად­აგ­ში ორ­გა­ნუ­ლი და მი­ნე­რა­ლუ­რი სა­სუ­ქე­ბის შე­ტა­ნა _ ჰექ­ტარ­ზე 15-20 ტო­ნა გა­დამ­წვა­რი ნა­კე­ლი ან კომ­პოს­ტი. ნა­კე­ლის შე­ტა­ნა უნ­და ხდე­ბო­დეს ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში ჩა­ბარ­ვით.

დრა­ცე­ნას ფოთ­ლის მო­სავ­ლის აღ­ებ­ას აწ­არ­მო­ებ­ენ ყო­ველ წელს, გვი­ან შე­მოდ­გო­მით ან ად­რე გა­ზაფ­ხულ­ზე, სა­ნამ მცე­ნა­რე ვე­გე­ტა­ცი­ას და­იწ­ყებ­დეს. ჭრი­ან მომ­წი­ფე­ბულ ფოთ­ლებს, რომ­ლე­ბიც ფოთ­ლე­ბის კო­ნის გა­რე ნა­წილ­შია და გა­რეგ­ნუ­ლი ნიშ­ნი­თაც ად­ვი­ლად შე­სამ­ჩნე­ვია: მომ­წი­ფე­ბუ­ლი ფო­თო­ლი ოდ­ნავ შეყ­ვით­ლე­ბუ­ლია, წვერ­შემ­ხმა­რი და ქვე­მოთ დახ­რი­ლი.

ფოთ­ლებს ჭრი­ან ფუ­ძეს­თან ძლი­ერ ახ­ლოს და­ნით ან ბა­ღის მაკ­რატ­ლით. მოჭ­რი­ლი ფოთ­ლე­ბი კო­ნე­ბად უნ­და შე­იკ­რას და გა­საშ­რო­ბად ფარ­დულ­ქვეშ და­იკ­იდ­ოს.

ფოთ­ლის მო­სავ­ლი­ან­ობ­ის გა­დი­დე­ბის მიზ­ნით, საყ­ვა­ვი­ლე ის­ა­რი გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე უნ­და შე­აჭ­რან. საყ­ვა­ვი­ლე ის­ა­რი მხო­ლოდ სა­თეს­ლედ შერ­ჩე­ულ ეგ­ზემ­პლა­რებ­ზე უნ­და და­ტო­ვონ. სა­თეს­ლედ მიზანშეწონილია ძირითადში შე­არ­ჩი­ონ უხ­ვად შე­ფოთ­ლი­ლი, ბოჭ­კო­თი მდი­და­რი, ყინ­ვა­გამ­ძლე, ჯან­სა­ღი მცე­ნა­რე­ე­ბი.

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავრ­ცე­ლე­ბუ­ლ დრა­ცე­ნას სხვა­დას­ხვა სა­ხე­ობ­ის და ფორ­მის ნედ­ლი ფოთ­ლი­დან ბოჭ­კოს გა­მო­სა­ვა­ლი 17-დან 19%-ს შო­რის მერ­ყე­ობს. პლან­ტა­ცია სრულ­მო­სავ­ლი­ან­ია 8-10 წლის ას­აკ­ში. 1 ჰა-ზე შე­იძ­ლე­ბა მი­იღ­ონ 7-10 ტო­ნა ნედ­ლი ფოთ­ლის მწვანე მასა.

რეზო ჯაბნიძე,

ს.ს.მ.მ. აკადემიის აკადემიკოსი