აგროსიახლეები

დუშეთში ენერგოეფექტიანი ღუმელების წარმოება დაიწყო

 სახელმწიფოს მხარდაჭრით, დუშეთში ენერგოეფექტური ღუმელების ახალი საწარმო ამოქმედდა.
 ენერგოეფექტიანი ღუმელების გასათბობად შეშის გარდა გამოიყენება თხილის და კაკლის ნაჭუჭისგან დამზადებული ბიომასა, რაც ხელს უწყობს გარემოში ემისიების შემცირებას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას.

 სახელმწიფოს მხარდაჭერით გახსნილ ახალ საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული.

ღუმელი ღუმელი ღუმელი 222222222222222222

კომპანია „ესკო-ესი“ 5 წლიანი პროექტის ფარგლებში 33 ათასი ღუმელის დამზადებას და საქართველოს სრულად მოცვას გეგმავს.

კომპანიამ ენერგოეფექტური ღუმელების საწარმოს მოსაწყობად 2 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, შეღავათიანი აგროკრედიტის ოდენობა 1,5 მლნ ლარია, ხოლო 500,000 ლარი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში მიიღო.

 ენერგოეფექტური წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, ჯამში სახელმწიფოს მხრიდან გაცემულია გრანტი 600,000 ლარზე მეტის ოდენობით, ამავე მიზნობრიობით გაცემული „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ოდენობა 1,7 მლნ ლარს აღემატება.