ძაღლის ჭირი (Canine Distemper Virus)
ძაღლის ჭირი კონტაგიოზური, მწვავედ და ხშირად ფატალურად მიმდინარე დაავადებაა, რაც იწვევს რესპირატორულ (ყველაზე ხშირია), გასტროინტერსტინალურ და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებას ძაღლებსა და ლეკვებში. ძაღლის ჭირის გამომწვევი არის paramyxovirus რომელიც მიეკუთვნება Morbillivirus გვარს.
♦ვირუსი ასევე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ ველურ ბუნებაში: მელიებში, სკუნსებსა და სხვა ცხოველებში, ასევე ლომებში, ვეფხვებში ლეოპარდებში და სხვა გარეულ კატებში.
ძაღლის ჭირის ვირუსი მიეკუთვნება ზოონოზურ დაავადებას. დაავადების ინკუბაციური პერიოდი არის 3-5 დღე.
ძაღლის ჭირის ვირუსი (CDV) განიხილება როგორც მულტიცელულარული პათოგენი, რომლესაც აქვს უნარის დააინფიციროს მასპინძლის სამი სხვადასხა სახის უჯრედი:
1.ეპითელური;
2.ლიმფოიდური;
3. ნერვული უჯრედები.
ვირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს აეროზოლური გზით, ასევე ინფიცირებული ცხოველის ორგანიზმის სითხეებთან ან სხვა ექსკრეტებთან კონტაქტით, როგორიცაა პირდაპირი კონტაქტი კონიუნქტივისა და ცხვირის ექსუდატთან, შარდთან, ფეკალთან და ასევე კანთან.
ვირუსის გადატანა შესაძლებელია ასევე წყლისა და საკვების, ასევე სხვადასხვა ნივთების საშუალებით. დაავადებულმა ძაღლებმა ვირუსი შეიძლება გამოყონ თვეების განმავლობაში. ორსული ძაღლის დაინფიცირების შემთხვევაში ვირუსი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს , შესაბამისად ხდება ემბრიონის დასნებოვნება ჭირის ვირუსით.
ძაღლის ჭირის ვირუსს აქვს 2 ფაზა
1. კატარალური ფაზა , რომელიც ვლინდება დაინფიცირებიდან მე-7-10 დღეს;
2. ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა(CNS), რომელსაც შეიძლება წინ უძღოდეს (ან არა) კატარალური ფაზა.
კატარალური ფაზა მოიცავს ანორექსიას, პირექსიას, მგრძნობელობას სინათლეზე და სეროზული გამონადენს ცხვირიდან. ვითარდება მეორადი ბაქტერიული დაავადებები, როგორიცაა პნევმონია. ცენტრალური ნერვული სისტემის ფაზა მოიცავს -ატაქსიას, ტრემორს და პარალიზს.
დაავადების რისკი ძაღლებში
ყველა ძაღლი დაავადების რისკის ქვეშ არის, თუმცა ლეკვები , რომლებიც არიან 4 თვეზე ნაკლების და ძაღლები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები ძაღლის ჭირის საწინააღმდეგო ვაქცინით არიან უფრო მაღალი რისკის ქვეშ ძაღლის ჭირის სიმპტომები დაავადებულ ძაღლებს უვითარდებად წყლიანი გამონადენი თვალებიდან. შემდეგ ვითარდება ცხელება, გამონადენი ცხვირის ღრუდან, ლეთარგია, მადის შემცირება და პირღებინება. ვირუსი ასევე უტევს ნერვულ სისტემას, ინფიცირებულ ძაღლებს უვითარდებათ წრიული ქცევა, თავი აქვთ დახრილი, კუნთების კანკალი,სალივაცია (ნერწყვდენა), ნაწილობრივი ან სრული პარალიზი.
ველურ ბუნებაში, ძაღლის ჭირი უფრო მეტად ცოფის მსგავსია.
ჭირი ხშირად სრულდება ლეტალურად და ძაღლები, რომლებიც გადაურჩნენ დაავადებას, აქვთ მუდივი, გამოუსწორებელი ნერვული სისტემის დაზიანება, რომელიც ვლინდება კრუნჩხვით მოვლენებში.
ვირუსის გამოვლენიდან მე-12 მე-16 დღეს დგება ცხოველის სიკვდილი (არასწორი დიაგნოზისა და მკურნალობის შემთხვევაში)ю
დიფერენციალური დიაგნოზი
1.გრიპი
2.Bordetella bronchiseptica და
3.იდიოპათურო მიოზიტი.
დიაგნოზის დასმა
სწორი და ზუსტი დიაგნოზის დასასმელად გამოიყენება სეროლოგიური კვლევა (ELISA), რომელის მიზანია ძაღლის სისხლის შრატში დაავადების საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა.
თამარ ბაისონაშვილი,
ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის დეპარტამენტის სპეციალისტი