აგრარული განათლებამედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

ებანოზი (შავი ხე) – შავი ოქრო აფრიკიდან: მახასიათებლები და სამეურნეო ღირებულება

ბუნებაში იშვიათია მცენარე, რომლის ღირებულებაც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად მაღალია. მათ შორისაა ებანოზი (Ebony), რომელსაც ხშირად „შავ ოქროსაც“ უწოდებენ.

შავი ხე ებანოზი

წინამდებარე მიმოხილვაში გაგაცნობთ ამ უნიკალური მცენარის ძირითად სახეობებს, მათი ზრდა-განვითარების თავისებურებებსა და ეკონომიკურ მნიშვნელობას.

გავრცელების არეალი და ბოტანიკური დახასიათება

გაბონური ებანოზი (Diospyros crassiflora), მიუხედავად დასახელებისა, დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით კამერუნში მოიპოვება. ეს არის ფოთლოვანი, ძლიერ დატოტვილი და ეკლიანი ხე, რომელიც სიმშრალის პერიოდში ფოთოლცვენით ხასიათდება:

სიმაღლეში აღწევს 10-15 მეტრს;

ყვავილობს მეორე მშრალი სეზონის დროს. აქვს თეთრი ყვავილები და გამოირჩევა სასიამოვნო სურნელით;

ნაყოფი პარკისებრი აქვს, პარკში 1-დან 4-მდე თესლია მოთავსებული. ყვავილობიდან მომწიფებამდე საშუალოდ 7 თვე სჭირდება.

ხის ღერო ფერმკრთალი ნაცრისფერიდან ღია ყავისფერამდე მერყეობს. ფესვისპირა ნაწილი ხშირად დაღარულია, ხოლო პირველ ჩონჩხისებრ ტოტამდე სიმაღლე ჩვეულებრივ 1.5 მეტრს შეადგენს, ვარჯის დიამეტრი 30 სანტიმეტრზე ნაკლები არ აქვს.

ებანოზის ღირებულება პირდაპირკავშირშია მის ფერსა და სიმკვრივესთან. რაც უფრო მუქია მერქანი, მით უფრო ძვირია მისი საბაზრო ფასი.

შავი ხე

სუფთა შავი ებანოზი მხოლოდ 150 წელზე მეტი ხნის ეგზემპლარებიდან მოიპოვება. ის განსაკუთრებული წონითა და ინტენსიური შავი ფერით გამოირჩევა.

ახალგაზრდა, 50 წლის ასაკის ხის მერქანი მუქი ყავისფერია და შედარებით ნაკლებად ფასობს.

ამჟამად მაღალი ხარისხის მერქნის დიდი ნაწილი საწყობებშია დაცული, რადგან მისი ბუნებრივი მოპოვება მკაცრად კონტროლდება. სამწუხაროდ, ბაზარზე კვლავ გვხვდება ბრაკონიერობით მოპოვებული პროდუქციაც.

ებანოზი სხვა მცენარეებთან მიმართებაში ნაკლებშემგუებლობით გამოირჩევა, რის გამოც იგი ხშირად განმარტოებულ, კლდოვან და გამოფიტულ ნიადაგებს ირჩევს. იქ, სადაც აფრიკული მწველი მზე სხვა კულტურებს ანადგურებს, ებანოზი გადარჩენას ახერხებს.

ზრდის ტემპი უკიდურესად შენელებულია. სარეალიზაციო ზომების მისაღწევად მცენარეს 70-დან 150 წლამდე სჭირდება.

ახალგაზრდა ყლორტი თავდაპირველად მძლავრ ფესვთა სისტემას ავითარებს, რათა ხანგრძლივ გვალვებს გაუძლოს.

ისტორიულად ცნობილია გიგანტური ეგზემპლარები (1-5 მ. დიამეტრით), თუმცა დღეს ადამიანების სიხარბის გამო ხეების უმეტესობა 9 მეტრ სიმაღლესა და 30 სანტიმეტრ დიამეტრს არ აღემატება.

ებანოზის მერქანი ხასიათდება წვრილი ტექსტურით და წარმოუდგენელი სიმკვრივით. მისი დამუშავება ძალზე რთულია როგორც ხელით, ისე დაზგაზე, რადგან სწრაფად აბლაგვებს საჭრელ ინსტრუმენტებს.

Q218 scaled

მისგან მზადდება ძვირფასი ნაკეთობები, ინკრუსტაცია, დანის ტარები, მუსიკალური ინსტრუმენტები (პიანინოს სათითურები, კლარნეტები). საუკეთესოდ პრიალდება, ახასიათებს ბუნებრივი ბზინვარება.

ცეილონის ებანოზი (Diospyros ebenum) შრი-ლანკის სიამაყეა. ის აფრიკულ სახეობაზე მაღალია (15-25 მ) და აქვს ქვანახშირისფერი ქერქი, რომლის ქვეშაც ღია ყვითელი ცილა (Zabolon) და ინტენსიური შავი გული იმალება.

აღსანიშნავია, რომ ცეილონის ებანოზი რთულად წებდება და გაშრობისას ხშირად სკდება (შრევდება), რაც მის დამუშავებას კიდევ უფრო აძვირებს.

ებანოზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მერქნიან მასალად  რჩება მსოფლიო ბაზარზე (2-3-ჯერ აღემატება პალისანდრის ფასს). მისი სიმცირე, ზრდის ხანგრძლივი ციკლი და მაღალი მოთხოვნა განაპირობებს იმ „არამიწიერ“ ფასს, რაც შავი ხის კეთილშობილ მერქანს გააჩნია.

მოამზადა ნატა მაჭარაშვილმა