აგროსიახლეები

„ელკანას“ გუნდი ბოსტნეულის ადგილობრივი ჯიშების მოძიებას აგრძელებს

საქართველოში მებოსტნეობას უძველესი ისტორია აქვს. წყაროს მიხედვით, იგი დასაბამს იღებს ქართველ ტომთა განვითარების ყველაზე ადრეულ საფეხურზე.
აღსანიშნავია, რომ “ძველად ქართველს გემრიელი და შნოიანი პურის ჭამა უმწვანილოდ ვერ წარმოედგინა, მწვანილი სუფრის აუცილებელ კუთვნილებას და მშვენებას შეადგენდა“. 

ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მდიდარია საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალებით.

„ელკანას“ გუნდი მუშაობს ბოსტნეულის ადგილობრივი ჯიშების მოძიებაზე, გამრავლებასა და გავრცელებაზე. „ელკანას“ სადემონსტრაციო ნაკვეთზე ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისში, 2024 წლის გაზაფხულზე დაითესა ძველი ქართული ბოსტნეული კულტურები, რომელიც აღებული და დაბინავებულია, ამჟამად მიმდინარეობს დაფასოება და ეტიკეტირება:

1. ისპანახი;

2. ჭარხალი წითელი;

3. გოგრა მეგრული თხელკანა.

4.გოგრა იმერული;

5.გოგრა თეთრი სქელკანა (საგარეჯო);

6. მდოგვი;

7. წითელი წიწაკა;

8. პრასი;

9. რეჰანი;

10. იმერული მწარე წიწაკა;

11. ზაფრანა;

12. შაშკვლავი;

13. ქართული საზამთრო (ლაგოდეხი);

14. საზამთრო ნაკლებთესლიანი (იმერეთი);

15. ქინძი;

16.ნიახური;

17. წიწმატი;

18. კამა (სოხუმის);

19. წიწმატი ხუჭუჭა;

20. ბოლოკი;

21. ოხრახუში;

22. პომიდორი მუხრანის;

23. ქონდარი;

24. გოგრა მეგრული სქელკანა (მარტვილი);

25. ნესვი ნექტარი;

26. კიტრი ფიჩხის; 

27. კიტრი მუხრანის;

28. პომიდორი ვარდისფერი ჭოპორტის;

29. შუშა კიტრი ლაგოდეხის;

30. პომიდორი ვარდისფერი (ქედა). და სხვ.

„ელკანა“ აგრძელებს, ძველი ადგილობრივი ჯიშის ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების მოძიებას და გამრავლებას, შემოგვიერთდით, ერთად გადავარჩინოთ დარჩენილი უნიკალური ჯიშები გადაშენებას.