აგრარული განათლებარუბრიკები

ექსტენცია_ხიდი  მეცნიერებსა  და  ფერმერს  შორის

ექსტენციის სამსახური სოფლის მეურნეობის ინტელექტუალური-უზრუნველყოფის ფორმაა. იგი მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიქმნა და დღეს მთელს მსოფლიოში წარმატებით ფუნქციონირებს.

საქართველოში ამ სამსახურის  ერთ-ერთი მიმართულება  აგროქიმიური სამსახური 1964 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან  ჩამოყალიბდა, რომლის მომსახურების სფეროს ნიადაგი, სასუქი და მცენარე შეადგენდა. მას ექვემდებარებოდა ორი ზონალური აგროქიმიური ლაბორატორია. ამ ლაბორატორიების ძირითად ფუნქციას შეადგენდა  ნიადაგის, აგროქიმიკატების, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხობრივი მაჩვენებლების განსაზღვრა, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლების  ღონისძიებების  შემუშავება, ბიომრავალფეროვნების  შენარჩუნება, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებისთვის ხელშეწყობა და ეკოლოგიურად  უსაფრთხო  ტექნოლოგიების  დანერგვა, ადგილობრივი  მელიორატორების, ორგანული კომპოსტების, ბიოლოგიური სასუქების რაციონალურად  გამოყენებისათვის   ხელისშეწყობა, მეცნიერ-მკვლევართა მიერ შემუშავებული სიახლეების პრაქტიკაში  გავრცელება.

ლაბორატორიებში მუშაობდნენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები. მათ ჰქონდათ კარგი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობა ნაგებობა, რომელიც აღჭურვილი იყო თანამედროვე  აპარატურით, ხელსაწყოებით, რეაქტივებითა და  ტრანსპორტით.

ბოლო წლეებში  საქართველოში განვითარებულ სოციალ-პოლიტიკური მოვლენების გამო საქართველოს სოფლის  მეურნეობის  განვითარებას  საფრთხე  შეექმნა. განსაკუთრებით დაზარალდა ქვეყნის ძირითადი სიმდიდრე _ ნიადაგი, გაიზარდა დეგრადირებული, ეროზიული, მეორად-დაჭაობებული, დამლაშებული და მჟავე  ფართობები. გაუდაბნოვდა  ჩაის  პლანტაციების 80%. ამას დაემატა არასწორად ჩატარებული  მიწის  პრივატიზაცია რომლის დროსაც მიწების გაცემა მოხდა ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრის გარეშე, არ იქნა დაცული  „იმიტრიკულაციის“  წესი.  ამას ემატება საინფორმაციო ვაკუუმი, რომელშიც  დღეს  იმყოფება ფერმერთა უმეტესობა. რასაც ხელი შეუწყო 2004-2005 წლეებში  სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარებულმა შტატების ოპტიმიზაციამ.  ოპტიმიზაციის დროს მოხდა მთელი რიგი  სამსახურების  ლიკვიდაცია, რამაც მარტო უმუშევართა რიცხვი კი არ  გაზარდა, არამედ სოფლის მეურნეობის სტრატეგიული განვითარების პირობები მთლიანად მოშალა. დღეს უკვე ფერმერთა უმრავლესობა  თავიანთ მცირე მიწიან ნაკვეთებზე ვეღარ ახერხებს ნიადაგის ხარისხობრივი მაჩვენებლების გამოკვლევის  ჩატარებას, რაც შეუძლებელს ხდის ახალი  ტექნოლოგიების  დანერგვას, მწირი     ნიადაგების გაკულტურებას, კულტურათა  სწორად  გადაადგილებას, მინერალური და ორგანული  სასუქების ადგილობრივი მელიორანტების რაციონალურ  გამოყენებას  და   სხვა.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში საქართველოს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად აუცილებელია აგრომეწარმეთა  თანაბარუფლებიანობა, მათთვის ცოდნის   მიღების   უფლების     უზრუნველყოფა, ამიტომ საჭიროა  მსოფლიოში არსებული გამოცდილების და სტანდარტების შესაბამისად განვითარდეს ეროვნული აგროკონსალტინგი, რაც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე აგრობიზნესის სამეცნიერო და საგანმანათლებლო  მომსახურების  ერთიანი სამართლებრივი მეთოდოლოგიურ და ინფორმაციულ სივრცის შექმნას უზრუნველყოფს.

სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ფერმერთა მცირენაწილს შეუძლია ისარგებლოს სამეცნიერ-საკონსულტაციო მომსახურებით. ამის  საუკეთესო  მაგალითების  მოყვანა  შეუძლია შპს ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგისა და სურსათის დიაგნოსტიკურ ცენტრ „ანასეულ-“ს, რომლის წინამორბედი ორგანიზაცია იყო „დასავლეთ საქართველოს ზონალური აგროქიმიური ლაბორატორია“. ერთ-ერთი  იმ  ლაბორატორიიდან, რომელიც 2006 წლამდე, ლიკვიდაციამდე სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  ექვემდებარებოდა. 2006 წლიდან  იგი, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის  საზოგადოება, დაუფინანსებლად, ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით ეკონომიკის სამინისტროს  გადაეცა, რომელიც 2014 წელს ისევ დაუბრუნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ამ მომენტში  იმყოფება სამეცნიერო კვლევითი ცენტრის  დაქვემდებარებაში.

იმის მიუხედავად, რომ ცენტრი „ანასეული“ აკრედიტებულია და  ლიცენზირებულია, მრავალ საერთაშორისო პროექტებში აქვს მიღებული მონაწილეობა  და  რეგიონში   ერთად-ერთი  ლაბორატორიაა, რომელსაც შეუძლია ნიადაგის სრულფასოვასნი კვლევა  ქართველ ფერმერთა უმეტეს ნაწილს მასთან სათანამშრომლოდ ხელი არ   მიუწვდება სოციალური მდგომარეობის გამო რადგან . ცენტრი „ანასეული“ იმყოფება თვითდაფინანსებაზე. ძირითადად იგი უცხოელ იინვესტორებს ემსახურება: ამ დროს ადგილობრივი ფერმერები მწვავე საინფორმაციო  შიმშილს  განიცდიან.

აგრობიზნესის სამეცნიერო და საგანმანათლებლო მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე  სათანადოდ  არ  ტარდება. ამის შესახებ             ჩვენ ბევრჯერ  მივმართეთ ზემდგომ ორგანოებს, მაგრამ უშედეგოდ. ეროვნული აგროკონსალტინგის ხელშეწყობა, მოწესრიგება სახელმწიფო ნებაზეა  დამოკიდებული, რადგან თუ არ იარსებებს პროდუქტიული და  სტაბილური  სასოფლო-სამეურნეო  დარგი, სოციალური და ეკონომიკური განვითარების  ნებისმიერი მცდელობა  შეიზღუდება, რომ კარგად   განვითარებულ სოფლის მეურნეობას მხოლოდ ფერმერების და მათი  ოჯახების დაპურება კი არა, მთელი  საზოგადოების კეთილდღეობის  უზრუნველყოფა    შეუძლია.

მსოფლიო  გამოცდილებამ  ცხადყო, რომ ახალი  ტექნოლოგიების  დანერგვა, სოფლის  მეურნეობის  მნიშვნელოვან   პროგრესს   იწვევს.  თანამედროვე და  ეფექტიანი  ტექნოლოგიების  გამოიყენებით  შესაძლებელია სპეციფიკური შრომის მძიმე პირობების შემსუბუქება. ამ და სხვა  საკითხებზე, მართალია, დღეს მუშაობენ კვლევითი  ინსტიტუტები, მაგრამ ის სიახლეები  ფერმერებამდე ვერ  აღწევს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსტენციის_აგროკონსალტინგის სამსახურები, რომლებიც ფერმერებს მათთვის გასაგები ფორმით აცნობენ აგრარულ მეცნიერებებში მიღწეულ სიახლეებს. ექსტენცია ხელსუწყობს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანების შესაძლებლობების მაქსიმალურად  გამოყენებას.

ცენტრი „ანასეული“ ექსტენციის  სამსახურის  ერთ-ერთი  რგოლია  თავისი   საინფორმაციო    ბაზით, კვალიფიციური  კადრებით, აღჭურვილობით. მას შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში აგრობიზნესის  განვითარებაში ამისთვის კი საჭიროა სახელმწიფო პროგრამების ამუშავება  კერძოდ:  მიწების პრივატიზებას და იჯარით გაცემას საფუძვლად უნდა დაედოს  ნიადაგის ნაყოფიერების დონე და  ხარისხობრივი მაჩვენებლები.

რუსუდანტაკიძე

ცენტრ  „ანასეულის“დირექტორი,

სოფ: მეურნეობის  მეცნიერებათა  დოქტორი