იყო დრო, როცა საქართველოდან ქართული ქათმის ხორცი და კვერცხი ჰამბურგის, ვენის და ლონდონის ბაზრებზე გაჰქონდათ
საქართველო მეფრინველეობის ტრადიციებით მდიდარი ქვეყანაა. ამის დასტურად თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რომ გასული საუკუნის დასაწყისში დასავლეთ საქართველოში, კერძოდ ქუთაისის გუბერნიაში 27 მილიონი ფრთა ფრინველი აღირიცხებოდა.
იმ დროს სენაკის, ზუგდიდის, ოზურგეთის და სხვა მაზრებში თითქმის არ მოიძებნებოდა ოჯახი, რომელსაც 500 ფრთაზე ნაკლები ფრინველი ჰყავდა. თითქმის ანალოგიური მდგომარეობა იყო დანარჩენ საქართველოშიც.
ადგილობრივი ქართული ქათმის კვერცხი და ხორცი გაჰქონდათ ევროპის ცნობილ ჰამბურგის, ვენის, ლონდონის ბაზრებზე.
ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ფრინველთა რაოდენობა 1 500 000 ფრთას არ აჭარბებს.
ბროილერის ქათმის ხორცის ადგილობრივიწარმოება ქვეყნის მოთხოვნილებას დღეს 25 პროცენტით თუ აკმაყოფილებს.
რა არის ჩამორჩენის მიზეზი, რატომ აღარ ამრავლებს მოსახლეობა ფრინველს და საერთოდ ამ საკითხებზე დღეს ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ და ტელეკომპანია საფერავის ერთობლივ გადაცემის „მედია ფერმერებისთვის“ სტუმარია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მთავარი სპეციალისტი, პროფესორი კობა ნაცვალაძე, გადაცემას ავტორია ჟურნალ „ახალი აგრარული საქართველოს“ რედაქტორი შოთა მაჭარაშვილი.