ესტონური საბეკონე ჯიშის ღორი
ესტონური ჯიშის ღორი მაღალი ხარისხის საბეკონე ხორცით ხასიათდება. ამ ჯიშის ღოებს ძირითადად თეთრი შეფერილობა აქვთ, ცალკეულ ინდივიდს კი ზოგჯერ კანი ოდნავ უვარდისფერდება.
თავი საშუალო ზომისაა ოდნავ ჩაზნექილი პროფილით. ზურგი გრძელი და განიერია; ბარძაყები კარგად განვითარებული და მომრგვალებულია. ზოგიერთ ღორს აქვს თავისუფალი, ჩამოშვებული ბარძაყის კუნთები/დუნდულებ და სუსტი უკანა ფეხები.
ძირითადი მახასიათებლები
ზრდასრული ტახები საშუალოდ 320-330 კილოგრამს იწონიან, მათი სხეულის სიგრძე 180-185 სმ-ია, ხოლო გულმკერდის გარშემოწერილობა – 160-165 სმ.
ნეზვები იწონიან 220-240 კგ, აქვთ 160-165 სმ სიგრძის ტანი და 140-150 სმ გულმკერდის გარშემოწერილობა.
ნეზვი ერთ დაყრაზე საშუალოდ 11-12 გოჭს აჩენს, რძიანობა კი შეადგენს 70-90 კგ–ს.
გოჭები 100 კგ–მდე წონას ექვსი თვის ასაკში აღწევენ, ხოლო დღიური წონამატი 700–750 გრამს შეადგენს.
საკვებს საკმაოდ ეკონომიურად მოიხმარენ – 3,9–4 საკვები ერთეული 1 კგ. წონის მოსამატებლად.
ესტონური საბეკონე ღორები ადვილად ეგუებიან საძოვრულ პირობებს, არ მოითხოვენ მაღალენერგიულ საკვებს და ეფექტურად ითვისებენ ბალახოვან-მოცულობითი ტიპის საკვებს.
წარმოშობა და განვითარება
ესტონური საბეკონე ჯიშის ღორი ცალკე ჯიშად ოფიციალურად 1961 წელს აღირეს.
ჯიში გამოყვანეს ადგილობრივი ესტონური ღორების ჯიშებისგან, რომლებიც გაუმჯობესდა დანიურ ლანდრასისა და გერმანულ თეთრგრძელყურა ღორებთან შეწყვილებით და რეპროდუქციული შეჯვარების გზით. ამ გზით მიღებული ნეზვები შემდეგ შეაწყვილეს შვედურ ლანდრასის ჯიშის ტახებთან, რათა სისხლი განეახლებინათ, გაეზარდათ სხეულის სიგრძე და გაუმჯობესებულიყო ხორცის ხარისხი.
შედეგად შეიქმნა ჯიში, რომელიც ბევრი მაჩვენებელით გადაჭარბა ლანდრასს — გოჭების უკეთესი სიცოცხლისუნარიანობით, ხორცის მაღალი ხარისხით, სწრაფი ზრდითა და საკვების შედარებით მცირე მოხმარებით.
ტესტირებისას დადგინდა, რომ ესტონური საბეკონე გოჭები ლანდრასის გოჭებზე 6 დღით ადრე აღწევენ 100 კგ–ს, აქვთ 16 გრამით მეტი დღიური წონამატ და აქვთ უფრო მეტი მჭლე ხორცი.
ჰიბრიდიზაცია და გავრცელება
ესტონური საბეკონე ჯიში ფართოდ გამოიყენება სამრეწველო ჰიბრიდიზაციაში, სადაც გამოირჩევა მაღალი გეტეროზისის ეფექტით, ანუ პირველ თაობაში ჰიბრიდების სიცოცხლისუნარიანობისა და ნაყოფიერების მკვეთრი ზრდით.
დღეს ეს ჯიში გავრცელებულია ბალტიის ქვეყნებში, მოლდოვაში და რუსეთის რამდენიმე რეგიონშიც.
უპირატესობები და ნაკლოვანებები
უპირატესობები:
- ადაპტირებული საძოვრულ პირობებზე;
- არ მოითხოვს ძვირადღირებულ საკვებს;
- გამძლე, ნაყოფიერი და ხორცის მაღალი ხარისხი;
- იძლევა ბეკონის პროდუქციის შესანიშნავ ნედლეულს.
ნაკლოვანებები:
ნაკლოვანებებს შორის შეიძლება აღინიშნოს გავის ძვლის სისუსტე და დახრილობა, ასევე უკანა საყრდენების სისუსტე, რაც ზოგიერთ ცხოველში გვხვდება.
საინტერესო ინფორმაცი ქართველი ფერმერებისთვის
ესტონური საბეკონე ჯიშის სელექციის მოდელი შეიძლება საინტერესო იყოს ქართული მეღორეობის განვითარებისთვისაც, ადგილობრივი ჯიშებთან ერთად მაღალი ხარისხის საბეკონე ხორცის საწარმოებლად სრულიად რეალური მიმართულებაა.
ამ ჯიშის მაგალითი გვიჩვენებს, რომ სწორი სელექციური მიდგომა და დაბალხარჯიან, საძოვრული შენახვის სისტემას შეუძლია ერთდროულად შეამციროს ხარჯი, გაზარდოს პროდუქტიულობა და მომგება.

