აგრარული განათლებადარგებიმებაღეობაფერმერი ფერმერს

გააშენეთ ხეხილი თქვენი ეზოს სივრცის შესატყვისად ესპალიერის პრინციპით  – 7 ნაბიჯი

ესპალიერის  პრინციპი თანამედროვე მებაღეობაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია, რომელიც ხეხილს საშუალებას აძლევს, მცირე სივრცეშიაც კი სწორად განვითარდეს.

Espalier apple tree 1400x787

ესპალიერის პრინციპი გულისხმობს ხის ჩამოყალიბებას კედელის გასწვრივ ან გამაგრებულ ბადეზე ბრტყელ, ჰორიზონტალურ ფორმად, რომლის შედეგადაც სივრცეს ვიყენებთ ოპტიმალურად და  ვიღებთ ჯანსაღ, უხვი მოსავალს.

გთავაზობთ ხეხილის გაშენების მეთოდებს, რაც ესპალიერის ტექნიკის სრულყოფილად ათვისებაში დაგეხმარებათ.

1. შეარჩიეთ შესაფერისი ჯიში

ესპალიერის მეთოდით ხეხილის გასაშენებლად განსაკუთრებით  კარგია:  ვაშლი, მსხალი ან ატამი. მნიშვნელოვანია, რომ არჩეული ჯიში თქვენს კლიმატურ ზონასა და ხელმისაწვდომ სივრცეს შეესაბამებოდეს.

Gillespaliers 224659 1 a17c364 scaled

2. შეარჩიეთ იდეალური ადგილი თქვენს ეზოში თუ ბაღში

ხეს სჭირდება მზიანი ადგილი და კარგად დრენირებული ნიადაგი. მზის სხივები მცეარეს პირდაპირ უნდა ხვდებოდეს, რათა ფოტოსინთეზი და პროცესები რაც ხარისხიან და უხვ მოსავალს უზრუნველყოს სწორად  და შეუფერხებლად გავნითარდეს.

3. მოამზადეთ საყრდენი სისტემა

კედელზე ან გამძლე ღობეზე გაჭიმეთ მავთულის მყარი ჰორიზონტალური რიგები. ის იქნება საყრდენი, რაზეც ხის ტოტებს დაამაგრებთ და სასურველ ფორმას მისცემთ.

Mvimg 20200908 095446 scaled

4. ხე გასახალით, ტოტებს მიეცით თქვენთვის სასურველი საწყისი ფორმები

მცენარის კარგად განვითარებისთვის პირველი სეზონი გადამწყვეტია. მცენარის სწორად ფორმირება უზრუნველყოფს ძლიერ ძირითად ტოტებს და ხელს შეუწყობს გვერდითი რტოების სწორად განვითარებას.

5. ტოტების მიბმა მავთულზე

არჩეული, ძლიერი ტოტები ფრთხილად მიმაბით მავთულზე. გამოიყენეთ რბილი, ელასტიური დასაკრავი მასალა, რომ ტოტები არ დაზიანდეს და თან უსაფრთხოდ განლაგდეს სასურველ პოზიციაში.

6. რეგულარული მოვლა

სტრუქტურის ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებელია ხეხილის სისტემატური გასხვლა. მოაცილეთ ზედმეტი ან არასწორად მიმართული ტოტები, რათა გაუმჯობესდეს ჰაერაცია და მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ფოტოსინთეზის ეფექტიანობას.

Espalier fruit trees 2

7. მიიღეთ ხარისხიანი მოსავალი

ესპალიერის პრინციპით სრულად ჩამოყალიბებული ხეხილის ხე მხოლოდ სივრცეს კი არ ზოგავს, არამედ ხშირად უფრო მაღალხარისხოვან ნაყოფსაც იძლევა, რადგან ყოველი ვაშლი, მსხალი თუ ბროწეული თანაბრად იღებს მზის ენერგიას.

How to espalier fruit trees ideas garden designs patterns diy gardening apple fence peach fig training wall small space landscaping apieceofrainbow 9 731x1024

ესპალიერის ტექნიკა საშუალებას გაძლევთ მცირე ნაკვეთზეც კი გაზარდოთ ჯანსაღი და უხვმოსავლიანი ხეხილი. სწორი მიდგომით მცირე ფართობზე გაშენებული თქვენი ბაღი მაქსიმალურ პოტენციალს გამოავლენს და უხვ მოსავალს მოგცემთ.