გენმოდიფიცირებული სიმინდის მოყვანის სიმარტივე წარსულს ჩაბარდა
მავნებლები იგივეა, მაგრამ მათი რეზისტენულობა იზრდება, აგროეკოლოგია გადამწყვეტი ფაქტორი ხდება.
ბოლო წლებში სოფლის მეურნეობაში მკვეთრად შეიცვალა წარმოდგენა გენმოდიფიცირებული (გმო) კულტურების, განსაკუთრებით კი Bt-სიმინდის (გმო-სიმინდის) შესახებ. თუ ადრე მისი მოყვანა მარტივი და თითქმის ნაკლებ შრომატევად პროცესად ითვლებოდა, დღეს სურათი რადიკალურად შეცვლილია — მთავარი მავნებლები განუწყვეტლივ ევოლუციონირებენ და გამძლეობას ავითარებენ მცენარეში ჩაშენებული დაცვის სისტემის მიმართ.
„მავნებლები თვითონ არ იცვლებიან, ისინი ადაპტირდებიან და ვითარდებიან იმ აგროეკოსისტემის შესაბამისად, რომელშიც ვმუშაობთ. მომავალში წარმატება უფრო მეტად იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ გავმართავთ სასოფლო-სამეურნეო სისტემას, ვიდრე იმაზე, როგორ ვებრძვით კონკრეტულ მავნებლებს,“ _ აცხადებს დიეგო შვარცი, არგენტინის სასოფლო–სამეურნეო ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტის (INTA Reconquista) სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების წარმომადგენელი.
კალიების სწრაფი გავრცელება, ბამბის ტკიპის კვლავ გააქტიურება Bt-სიმინდზე და ფოთლის ჭიის (Spodoptera frugiperda) რეზისტენტულობის გაზრდა, განსაკუთრებით ბრაზილიის მაგალითზე, ცხადად აჩვენებს, რომ გმო კულტურების ეპოქა ახალ ფაზაში შედის. ეს ვითარება მცენარეთა დაცვის სრულიად ახალ, ინტეგრირებულ მიდგომას მოითხოვს.
ფოთლის ჭია, რომელიც ცნობილია თავისი საოცარი გადარჩენის უნარით, ადაპტირდება როგორც გმო–სიმინდზე, ისე სხვა კულტურებზე. შვარცის თქმით, ეს მავნებელი გამოირჩევა მრავალფეროვანი კვებით, თითქმის უწყვეტი თაობათა ციკლით და მრავალჯერადი გამძლეობით, როგორც Bt-ტოქსინების, ისე ქიმიური ინსექტიციდების მიმართ. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბრაზილიასა და არგენტინაში, რაც მეცნიერებს სერიოზულად აფიქრებინებს გადაუდებელი პრევენციული ზომების აუცილებლობაზე.
განსაკუთრებული საფრთხეა ამერიკული სიმინდის ბუგრი (Helicoverpa zea), რომელიც ეფექტურად იკვებება გვიანდელი სიმწიფის Bt-სიმინდით. მისი აქტიურობა 98%-იან აღწევს, რაც არა მხოლოდ პირდაპირ ზიანს იწვევს მოსავლიანობაზე, არამედ ხელს უწყობს სოკოვანი ინფექციების და მიკოტოქსინების გავრცელებას.
2023/24 წლის სეზონზე არგენტინაში მკვეთრად მოიმატა სიმინდის კალიის (Dalbulus maidis) გავრცელებამ, განსაკუთრებით ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. ამის ერთ-ერთ მიზეზად მიიჩნევა რბილი ზამთარი და არათანაბარი თესვა.
„ეს არის ახალი მავნებელი, რომლის შესწავლაც და კონტროლის სტრატეგიის შემუშავება ჯერ კიდევ წინ გვაქვს,“ _ აღნიშნავს შვარცი.
მკვლევარი მიიჩნევს, რომ გამოსავალი მხოლოდ სისტემურ და ინტეგრირებულ მიდგომაშია.
„აუცილებელია კულტურათა და კულტურათა მონაცვლეობა, აგრეთვე ბიოლოგიური კონტროლის გაძლიერება, არა მხოლოდ ბიოპრეპარატების მეშვეობით, არამედ ბუნებრივი გზითაც,“ _ ამბობს ის.
ეს მოიცავს ლანდშაფტის ეკოლოგიურ დაგეგმარებას, დამხმარე მცენარეების გაშენებას, „საფარი კულტურების“ შექმნას (გმო-დამცავი ზოლების გვერდით ჩვეულებრივი მცენარეების დატოვება) და ფიტოსანიტარული საშუალებების გონივრულ გამოყენებას.
შვარცის აზრით, „საკითხი აღარ არის მხოლოდ ის, როგორ დავამარცხოთ მავნებელი, მთავარია, როგორ შევქმნათ ისეთი აგროსისტემა, რომელიც მათთვის ხელსაყრელი არ იქნება.“
მისივე შეფასებით, სოფლის მეურნეობა უნდა გადავიდეს მავნებელთა კონტროლიდან აგროეკოსისტემის კომპლექსურ, სისტემურ მართვაზე.
„თუ გვინდა მდგრადი და სტაბილური სასოფლო-სამეურნეო წარმოება, მომავალს მხოლოდ ასეთ მიდგომაში უნდა ვეძებდეთ,“ — ასკვნის მეცნიერ-ექსპერტი.
წყარო: არგენტინის მთავრობის ოფიციალური პორტალი
https://www.agroxxi.ru/mirovye-agronovosti/prostota-vyraschivanija-gmo-kukuruzy-ostalas-v-proshlom.html

