აგროტექნოლოგიებიდარგებიმეცხოველეობა

ღორი _ გავრცელება და ბიოლოგიური თავისებურებები

ადრეულობა, მრავალნაყოფიერება, ხშირნაყოფიერება, საკვების წონამატით კარგი ანაზღაურება და სწრაფად ზრდის უნარი განაპირობებს მსოფლიოში წარ-მოებული ხორცის ბალანსში ღორის ხორცის მაღალ ხვედრით წილს.

ღორის სიცოცხლის ხანგრძლივობა 15-20 წელია, ხოლო სამეურნეო გამოყენება, როგორც წესი, გრძელდება 3-4, მაქსიმალური- 5-7 წელი. მოზარდი სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 6-7 თვის ასაკში. სანეზვეებს პირველად აგრილებენ 8-10, საკერა-ტეებს კი პირველ დაგრილებაზე უშვებენ 10-12 თვის ასაკში. მაკეობა გრძელდება 110-120 დღე (საშუალოდ სამი თვე, სამი კვირა და სამი დღე). ნეზვი ერთ მოგებაზე გვაძლევს 0,8-1,3 კგ ცოცხალი მასის 10-12 გოჭს. ნაყოფიერება IV-VI მოგებამდე იზრდება.

მეღორეობაში ნეზვის მერძეულობას საზღვრავენ ბუდის (ყველა ცოცხალი გოჭის) მასით 21 დღის ასაკში. ეს მაჩვენებელი სხვადასხვა ჯიშში 20-75 კგ-ის ფარგლებში ცვალებადობს. ნეზვის ფაქტიური მერძეულობა კი 2 თვის ლაქტაციის მანძილზე 200-500 კგ-ია.

გოჭებს დედებიდან სხლეტენ 2 თვის ასაკში, რა დროსაც კულტურულ ჯიშებში 1 სულის საშუალო ცოცხალი მასა 16-20 კგ-ს აღწევს. ხშირნაყოფიერების გასაზრდელად მიმართავენ გოჭების 36-40 დღის ასაკში ასხლეტას.

როგორც წესი, მაკეობის მოკლე პერიოდის წყალობით ნეზვი ნამატს წელი-წადში ორჯერ გვაძლევს, გოჭების ადრე ასხლეტისას კი შესაძლებელია 2 წელი-წადში 5 მოგების მიღება.

 ხშირნაყოფიერება და მრავალნაყოფიერება შესაძლებელს ხდის ერთი ნეზვიდან ყოველწლიურად გამოვზარდოთ 20-22 გოჭი და ვაწარმოოთ 1,8-2,0 ტონამდე წონამატი.

 კულტურული ჯიშის სასუქი მოზარდის ცოცხალი მასა 6-6,5 თვის ასაკში 100 კგ-ს აღწევს, ნაკლავის გამოსავალი 7სახორცე ნაკვებობის ღორის ხორცი შეიცავს 51.5%% წყალს, 14.3% პრო-ტეინებს და 33.3% ცხიმებს. თავის მხრივ, საბეკონე კატეგორიის ღორის ხორცში წყლის და ცხიმების შემცველობა ნაკლებია (შესაბამისად 54,2 და 27,8%), ხოლო პროტეინების მეტი (17,0%). სხვადასხვა ნაკვებობის ღორის 1 კგ ხორცის კალო-რიულობა 13000-16000 კჯოულის ფარგლებში ცვალებადობს. 5-82%- ია, ხოლო ცოცხალი მასის ყოველ 1 კგ ნამატზე იხარჯება 3,5-5 კგ საკვები ერთეული.

 ღორი ყველაფრისმჭამელი ცხოველია

ღორი კარგად ითვისებს როგორც მცენარეული, ასევე ცხოველური საკვების საყუათო ნივთიერებებს, აგრეთვე ეფექტურად იყენებს სამზარეულოს და ოჯახური მეურნეობის სხვა ნარჩენებს. საყურადღებოა, რომ ღორის საჭმლის მომნელებელი სისტემა ძნელად ინელებს უჯრედანას, რის გამო ულუფაში მისი რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 7%-ს. თხელი კანის და იშვიათი ბალნის საფარის, აგრეთვე საფარში თივთიკის უმნიშვნელო ხვედრითი წილის გამო ღორი მეტად მგრძნობიარეა სიცივისადმი. იმავდროულად, ღორის კანში საოფლე ჯირკვლები სუსტადაა განვითარებული, რის გამო ის ასევე ძნელად იტანს პაპანაქება სიცხეს.

ღორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბიოლოგიურ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ის ხორცად (წონამატად) აქცევს შეჭმული საკვების საყუათო ნივთიერებების 20%- ს, მაშინ როდესაც ფური რძედ გარდაქმნის 15%- ს, სახარე მოზარდი წონამატად – 5%-ს, ხოლო ბატკანი 4%-ს.

ღორის ჯიშები

მსოფლიოში აღრიცხულია ღორის 100-მდე ჯიში. ისინი პროდუქტიული მიმართულების მიხედვით იყოფა სამ ჯგუფად: საქონე, საბეკონე და სახორცესაქონე, ანუ უნივერსალური.

მსხვილი თეთრი ჯიში, ანუ იორკშირი უნივერსალური პროდუქტიული მიმართულების და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯიშია. გამოყვანილია მე-19 საუკუნეში ინგლისში, ადგილობრივი გვიანმწიფადი ღორის მალმწიფად ჩინურთან და მრავალნაყოფიერ ნეაპოლიტანურ და პორტუგალიურ ჯიშებ-თან რთული საახალჯიშო შეჯვარებით.

ცხოველებს სხეული ჰარმონიულად განვითარებული აქვთ, კონსტიტუცია კი მაგარი. ისინი კარგად ეგუებიან განსხვავებულ კლიმატურ პირობებს და მალმწიფადები არიან. ზრდასრული კერატების მასა 300-350 კგ-ს, ნეზვების კი 200-250 კგ-ს, ახალშობილი გოჭის კი 1,0-1,5 კგ- ს შეადგენს. ნეზვების ნაყოფიერება 10-12 გოჭი, ხოლო მერძეულობა 70-75 კგ-ია.

კომბინირებული პროდუქტიული მიმართულებისაა. გამოიყენება საბეკონე, სახორცე და საქონე სუქებისათვის. ინტენსიური კვებისას 6 თვის მოზარდის მასა 100 კგ-ს აღწევს, ხოლო 1 კგ ნამატზე ხარჯავს 4 კგ საკვებ ერთეულს.

ჯიშმა უდიდესი გავლენა მოახდინა მსოფლიოს მეღორეობაზე, ვინა-იდან მისი მონაწილეობით გამოყვანილია რამოდენიმე ათეული ჯიში. მას აშენებენ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, კორეაში, იაპონიაში, კანადასა და ახალ ზელანდიაში. შემოყვანილი იყო საქართველოში.

ლანდრასი საბეკონე მიმართულების ჯიშია. გამოყვანილია დანიაში ადგი-ლობრივი ღორის მსხვილ თეთრ ჯიშთან შეჯვარებით და ცხოველური ცილების დიდი რაოდენობით შემცველი ულუფებით კვების პირობებში. ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე ცხოველების გადარჩევა და შერჩევა ხდებოდა მალმწიფადობის, სახორცე თვისებებისა და წონამატით საკვების ანაზღაურების გასაუმჯობესებლად.

ჯიშს რეპროდუქციული თვისებები ისეთივე მაღალი აქვს, როგორიც მსხვილ თეთრს, ხოლო ამ უკანასკნელისაგან განსხვავებით ტანხორცი დაფარულია კან-ქვეშა ქონის უფრო თხელი ფენით (შპიგით). აღნიშნავენ, რომ ლანდრასის ჯიშის ტანხორცი შეიცავს 2-5%- ით მეტ კუნთოვან ქსოვილს, ვიდრე მსხვილი თეთრის.

ექსტერიერისათვის ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია: წაგრძელებუ-ლი, ფართო და ბრტყელი სხეული, გრძელი, თვალზე გადაფარებული ყურები, თეთრი და თხელი ტყავი, აგრეთვე თეთრი და იშვიათი ჯაგარი.

კერატის ცოცხალი მასა 300 კგ-ს, ნეზვების კი 250 კგ-ს აღწევს, ნაყოფი-ერება კი 11 გოჭია.

ფართოდ გამოიყენება მსხვილ თეთრ და სხვა ჯიშებთან სამრეწველო შეჯვარებაში საბეკონე სასუქი სულადობის მისაღებად. ნაჯვარებში 5-10%-ით მატულობს ნაყოფიერება და 5-12%- ით ნამატის მალმწიფადობა, ხოლო ცოცხალი მასის ყოველ 1 კგ ნამატზე საკვების დანა-ხარჯი მცირდება 2-7%-ით.

დიუროკი  გამოყვანილია ამერიკის შეერთებულ შტატებში XIX საუკუნის შუა წლებში. ევროპაში პირველად შემოყვანილი იქნა 1977-1979 წ.წ. თავიდან ეს ღორი იყო საქონე მიმართულების, მაგრამ ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე შეიცვალა სელექციის მიმართულება და ამჟამად ის სახორცე პროდუქტიული მიმართულებისაა.

ღორის სხვა ჯიშებთან შედარებით დიუროკის ჯიშში ცოცხალი მასის მიხედვით სქესობრივი დიმორფიზმი ნაკლებად არის გამოხატული. ზრდასრული ნეზვების ცოცხალი მასა 270-320 კგ, კერატების კი 310-370 კგ- ია, მათი სხეულის სიგრძე კი, შესაბამისად, 170-180 და 170-183 სმ-ია.

ნაყოფიერებით დიუროკი ჩამორჩება მსხვილ თეთრ და ლანდრასის ჯიშებს. ნეზვი ერთ მოგებაზე იგებს 8-10 გოჭს, მერძეულობა კი 50-52 კგ-ია.

ექსტერიერისათვის დამახასიათებელი ნიშნებია: თავი ფართო, პროფილი ოდნავ ჩაზნექილი, ყურები საშუალო სიგრძის და ჩამოშვებული, სხეული გრძელი, მკერდი განიერი, ნეკნები მომრგვალებული, ზურგი თაღისებრად ამოზნექილი, სხეულის უკანა მესამედი დაქანებული, ბარკლები შევსებული, კიდურები მაღალი. ცხოველი ხასიათდება მეტად მშვიდი ნირით. ფერად არაერთგვაროვანია: კანი ოქროსფერიდან თითქმის ყვითლამდეა პიგმენტირებული, ხოლო ჯაგრის ფერი ყვითლიდან მუქ წითლამდე ცვალებადობს.

ჯიში საშუალოდ მწიფადია, ხასიათდება სუქების კარგი უნარით, მაგრამ მომთხოვნია ულუფაში პროტეინების შემცველობაზე. სრულფასოვანი ულუფებით კვებისას დღეღამური ნამატი შეადგენს 860-940 გ-ს.

სასუქი მოზარდი 100 კგ ცოცხალ მასას აღწევს 184 დღის ასაკში, ნაკლავის გამოსავალი 86%-ია. დიუროკის ჯიშის კერატების მსხვილი თეთრი ჯიშის ნეზვებთან სამრეწველო შეჯვარებით მიღებული ნამატი დედისა და მამის ჯიშის თანატოლებთან შედარებით ხასიათდება ზრდის უფრო მაღალი ენერგიით, წონამატზე საკვების ნაკლები დანახარჯებით და კარგი სახორცე თვისებებით.

მანგალიცური ჯიში გამოყვანილია უნგრეთში და ბალკანეთის ნახევარ-კუნძულის ქვეყნებში. საქონე პროდუქტიული მიმართულებისაა. ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობებისადმი, კარგად იყენებს საძოვრებს და ტყის ნაყოფს. ამის გამო მაღალი პოპულარობით სარგებლობს ფერმერებს შორის. საქართველოში შემოიყვანეს 1948 წელს და გამოიყენებოდა კახურ ღორთან შესაჯვარებლად. ნაჯვარი ცხოველები დღესაც არის შემორჩენილი ყვარლისა და ახმეტის რაიონებში.

ექსტერიერისათვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებებია: თავი მოკლე და ფართო, ყურები კი საშუალო ზომის და წინ ჩამოშვებული; კისერი მოკლე და ხორცოვანი, მოკლე და ცილინდრული ფორმის, თაღისებურად ახრილი, სხეულის შუა ნაწილი ფართო და ძლიერი ზურგი, ბარკალი კარგად შევსებული, კანი საკმაოდ თხელი და რბილი.

მძლავრი კიდურების და მაგარი ჩლიქების წყალობით მათ შეუძლიათ ადვილად გადაადგილდნენ ნებისმიერი ლანდშაფტის პირობებში. კანი დაფა-რულია მოყვითალო ტალახისფერიდან ყავისფრამდე შეფერილობის ხშირი ხუჭუჭა ჯაგარით. ზამთრისათვის ბალნის საფარში საკმაოდ დიდია თივთიკის ხვედრითი წილი, რაც ამაღლებს ამ ჯიშის სიცივისადმი გამძლეობას.

მანგალიცური გვიანმწიფადი ჯიშია. ზრდასრული ნეზვის საშუალო ცოცხალი მასა 120-150 კგ, კერატი-მწარმოებლის კი 160-180 კგ- ია. ნაყოფიერება 6-8 გოჭი, მერძეულობა 40-50 კგ. მოზარდი დასაკლავ კონდიციას (100 კგ ცოცხალ მასას) აღწევს 9-12 თვის ასაკში.

კახური ღორი მიღებულია ხალხური სელექციით, კავკასიური მოკლეყურა გარეული ღორის მოშინაურებით. გარეგნულად ის ძალიან ჩამოჰგავს გარეულ ღორს, შეგუებულია მთაბარობის პირობებს და კარგად ითვისებს ბუნებრივ საკვებ სავარგულებს. გამომდინარე მოვლა-შენახვის უპირატესად ექსტენსიური პირობები-დან, ხშირ შემთხვევაში მისი პროდუქტიულობა მჭიდროდაა დაკავშირებული ფოთლოვანი ტყის ნაყოფების მოსავლიანობასთან.

მანგალიცური გვიანმწიფადი ჯიშია. ზრდასრული ნეზვის საშუალო ცოცხალი მასა 120-150 კგ, კერატი-მწარმოებლის კი 160-180 კგ-ია. ნაყოფიერება 6-8 გოჭი, მერძეულობა 40-50 კგ. მოზარდი დასაკლავ კონდიციას (100 კგ ცოცხალ მასას) აღწევს 9-12 თვის ასაკში.

კახური ღორისათვის დამახასიათებელია უხეში კონსტიტუცია, სხეული დაფარულია საკმაოდ გრძელი, ხშირი ჯაგრით და მოკლე თივთიკით. ცხოველების ფერი, ძირითადად, შავია, გვხვდება მუქი ნაცრისფერი, მოშავო-წაბლისფერი ან ღია წითელი ფერის ერთეული ინდივიდები.

სხეული მოკლე, სამკუთხედისებური ნაფოტა ფორმისაა, რომლის წინა ნაწილი უკეთაა განვითარებული. თავი დიდი, პროფილი სწორი, ყურები მოკლე და დაცქვეტილი, მინდაო მახვილისებური, ზურგი და წელი ოდნავ ამოზნექილი, გავა სუსტად განვითარებული და დახრილი, მუცელი პატარა და აკრული. ნეზვებს უმეტეს შემთხვევაში აქვს 10 ძუძუ. კერატების მასა 105-120 კგ-ია, ნეზვების 95-100 კგ, სხეულის სიგრძე კი, შესაბამისად, 105-110 და 95-100 სმ-ს შეადგენს.

1969 წლის ჯიშიანი პირუტყვის აღრიცხვის მონაცემებით, კახური ღორის სულადობა 6 ათასი იყო, 1990 წელს კი 3,1 ათასი. ამ პერიოდის შემდეგ კახური ღორის რიცხოვნობაზე და მათში ხალასჯიშიანების ხვედრით წილზე რამდენადმე სარწმუნო ინფორმაცია არ არის. ამასთან, სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო 6-7 წლის მანძილზე ჯიშის გავრცელების ზონაში ღორის სულადობა შემცირდა 11-ჯერ რაც მეტად დამაფიქრებელია, რადგან არსებობს კახური ღორის მთლიანად დაკარგვის საშიშროება.

კახეთის მხარის ფერმერების და სოფლად მცხოვრებლების მიერ ამ ჯიშის მოშენებას განაპირობებს დამახასიათებელი ძვირფასი ნიშანთვისებები: ამტანობა, მოვლა-შენახვის პირობებისადმი ნაკლები მომთხოვნელობა, საძოვრების და ტყის მასივების ნაყო-ფის ეფექტურად გამოყენების უნარი.

გიული გოგოლი,

/ლევან თორთლაძე/,

„მეცხოველეობა“