აგრარული განათლებადარგებირუბრიკებისტატიები

გლობალური განვითარების მიზნები და ორგანული წარმოება

დღეს ხშირად მოისმენთ ლოგიკურ შეკითხვას, თუ  რამდენად მნიშვნრლოვანია ორგანული წარმოება, როდესაც საქმე ეხება გლობალური მდგრადი განვითარების  მიზნების შესრულებებს.
ამ შეკითვასთან დაკავშირებით  ტვენტეს უნივერსიტეტში ჩატარდა  კვლევები და  გამოქვეყნდა ანგარიში „ორგანული სოფლის მეურნეობა და – გადაწყვეტის ნაწილი“.  კვლევებმა ცხადყვეს, რომ ,,ორგანული სოფლის მეურნეობა დადებითად აისახება გლობალური მდგრადი განვითარებუს 17 მიზნიდან მინიმუმ 8-ზე“. ეს მიზნებია: ნულოვანი შიმშილი (მგმ 2), კარგი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. ” (მგმ 3), “სუფთა წყალი და სანიტარული პირობები” (მგმ 6), “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა” (მგმ 8), პასუხისმგებელი მოხმარება და წარმოება (მგმ 12), კლიმატის მოქმედება (მგმ 13),   ცხოვრება წყალქვეშ (მგმ) 14  და ცხოვრება დედამიწაზე (მგმ 15) (იხილეთ სურათი 1).

ფოტო 11111111111111111111111

სურათი 1 ორგანული სოფლის მეურნეობა და გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები.

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად  სასოფლო-სამეურნეო წარმოების  აშკარა ზრდისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში,   მან ასევე  გამოიწვია  უარყოფითი, დასაფიქრებელი და საგანგაშო   შედეგები  გარემოსა და საზოგადოებაზე.

კონკრეტულად: ეს შედეგებია ნიადაგების დეგრადაცია, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, წყლის, ატმოსფეროს, გარემოს   დაბინძურება, კლიმატის ცვლილება,  ოკეანის  მკვდარი ზონები, ასევე  სხვადასხვა სახის დაავადებები, ეპიდემიები, პანდემიები და ა.შ.

ჩამონათვალი  მხოლოდ მცირე ნაწილია, იმ პრობლემებიდან რომლებსაც მსოფლიო საზოგადოება დღეს რეალურად აწყდება. ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან  საბრძოლველად გლობალური საზოგადოება 2015 წელს გაერთიანდა და შექმნა ,, 2030 წლის დღის წესრიგი გლობალური  მდგრადი განვითარებისათვის“.   დღის წესრიგში მოცემულია სამოქმედო გეგმას, რომელიც ეფუძნება გლობალური მდგრადი განვითარების 17 მიზანს (მგმ),  რომლის შესრულებაც მსოფლიოს 193-მა ყვეყანამ იტვირთა. პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ წარმოებას და მოხმარებას აქვს უზარმაზარი პირდაპირი დადებითი თუ უარყოფითი, გავლენები  ამ მიზნების შესრულებაზე.

ფოტო 222222222222222222222

სურათი 2. კონვერციული და ორგანული სოფლის მეურნეობის მაჩვენებლების შედარება

ზემოაღნიშნული ანგარიში ადასტურებს, რომ გლობალურ საზოგადოებას სერიოზულად აქვს განზრახული მგმ-ის მიღწევები 2030 წლისთვის. ყოველივე ამისათვის კი მნიშვნელოვანია, რომ გადავიდეთ სურსათის წარმოების ისეთ უფრო მდგრად მეთოდებზე, როგორიცაა ორგანული სოფლის მეურნეობა, რომელიც   არის წარმოების მართვის  სრულყოფილი სისტემა  და რაც აშქარად ჩანს ტრადიციული კონვერციული და ორგანული სისტემების  ეფექტურობის მაჩვენებლების ურთიერთშედარების სურათზე  (იხილეთ სურათი 2) , ეს უკანასკნელი  ხელს უწყობს აგროეკოსისტემების  შენარჩუნებას  და უზრუნველყოფს  მათ სიჯანსაღეს, იცავს ბიოლოგიურ მრავალფეროვნებას, ნიადაგის ბიოლოგიურ აქტიურობას ვიბაიდან  ის ეყრდნობა პრაქტიკით მიღებულ მართვის 4 პრინციპს (იხილეთ სურათი 3).

ფოტო 3333333333333333333333

სურათი 3. ორგანული მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის  (IFOAM)-ის პრინციპები.

ეს პრინციპები შემუშავებული და დამტკიცებული იქნენ ორგანული მოძრაობის საერთაშორისო ფედერაციის  (IFOAM) მიერ 2005 წლის 28 სექტემბერს. გამომდინარე ამ პრინციპებიდან  ორგანული სოფლის მეირნეობა    ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ კონკრეტული რეგიონალური პირობები მოითხოვენ განსაკუთრებულ, ადაპტირებულ სისტემებს თითოეული რეგიონისათვის. ყველა ეს პროცესი მიმდინარეობს,  სინთეზური, ქიმიური  მასალების, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების  გამოყენების გარეშე და ეყრდობა ძირითადათ ორგანულ ნედლეულს. ის უპირატესობას ანიჭებს  იმ კარგ პრაქტიკას, რომლებიც დადებით გავლენას ახდენს როგორც ეკონომიკაზე და სოციუმზე, ისე ბიოსპეროზეც (იხილეთ სურათი 4).        

ფოტო 444444444444444444

 სურათი 4.  გლობალური  მდგრადი განვითარების  სამიზნე სფეროები და მიზნები

მიუხედავად იმისა, რომ 17-ვე  მგმ-ი  ძალზე მნიშვნელოვანია, არსებობს ოთხი, რომელსაც აქვს პირდაპირი გავლენა ჩვენი პლანეტის ბიოსფეროზე (იხილეთ სურათი 1), ესენია მგმ 15 (სიცოცხლე ხმელეთზე), მგმ 13 (კლიმატის მოქმედება), მგმ 14 (სიცოცხლე წყალქვეშ) და  მგმ- 6 (სუფთა წყალი და სანიტარია).

 მიზანი 15.  დედამიწის ეკოსისტემები.  სამწუხაროდ მიწის გლობალური დეგრადაცია და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა კვლავ საგანგაშო სისწრაფით მიმდინარეობს.

გაეროს მონაცემებით, 1 000 000-ზე მეტი სახეობა  დღეს საფრთხის ქვეშაა და თუ  ეს კვლავ გაგრძელდა მათ  გადაგვარება და გადაშენება  ელოდებათ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ბუნებრივი ჰაბიტატები ასეთი საგანგაშო ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, არის სოფლის მეურნეობის ტრადიციული  წარმოების პრაქტიკა, რომელიც ქიმიური მცენარე დაცვის საშუალებების ჭარბი, ხშირად უკონტროლო რაოდენობით გამოყენებას ითვალისწიბებს.

ამასთან დაკავშირებით გაეროს სპეციალური მომხსენებლის მოხსენებაში ,,სურსათის უფლების შესახებ“ აღნიშნულია, რომპესტიციდების მუდმივი გადაჭარბებული გამოყენება აბინძურებს ნიადაგსა და წყლის წყაროებს, იწვევს ბიომრავალფეროვნების შემცირებას, ანადგურებს სასარგებლო მწერების პოპულაციებს, რომლებიც მავნებლების ბუნებრივი მტრებია.”

ამ მოხსენებას მხარს უჭერს უამრავი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც აჩვენებს, რომ როდესაც საქმე ეხება ბიომრავალფეროვნებას, ორგანული სოფლის მეურნეობა ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე მისი ჩვეულებრივი ტრადიციული  კოლეგა.

მოხსენება, ,,ორგანული სოფლის მეურნეობა და მდგრადი განვითარების მიზნები“ ყურადღებას ამახვილებს ანთროპოგენურ  დამაბინძურებლებზე,  მათ უარყოფით- გამანადგურებელ  გავლენაზე, სასარგებლო მწერებზე, ასევე ფრინველთა სიცოცხლეზე. გარდა ამისა, გაანალიზებულია მათი გავლენა ფლორაზე, ფაუნაზე და საერთოდ ბიომრავალფეროვნებაზე პროფილაქტიკური და ხაზს უსვამს პროფილაქტიკური,  შემარბილებელი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ როცა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციაზე  ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია ყურადღება   გავამახვილოთ იმაზეც, თუ რა ხდება ჩვენს ფეხქვეშ-მიწაში, ნიადაგში, ვინაიდან ბიომრავალფეროვნების 25% სწორედ  ნიადაგში, განსაკუთრებით მის აქტიურ ფენაში (ფესვთა სისტემის გავრცელების ძირითადი ფენა)  არის  გავრცელებული.

სურსათის გლობალური ორგანიზაციის FAO-ს თანახმად, შხამ ქიმიკატების  ინტენსიურმა  გამოყენებამ გააფუჭა და ბრუნვიდან გამოიყვანა ნიადაგების საკმაოდ დიდი ნაწილი ბევრ ქვეყანაში და   უსაფრთხო სურსათის წარმოების სერიოზული პრობლემები შექმნა, როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი თვალსაზრისით.

გამომდინარე  ზემოაღნიშნული  საგანგაშო  შედეგებიდან, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია რეგრესის შესაჩერებლად  ეფექტურ პრევენციულ, მითიგაციურ  ღონისძიებად აღიარებს და ხელს უწყობს ორგანული  სოფლის მეურნეობას, როგორც უსაფრხო,  მდგრადი სასოფლო  სამეურნეო  წარმოების ეფექტურ  პროგრესულ მიმართულებას.

მგმ 13 „კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა“ . ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ როდესაც საუბარი კლიმატსა და სოფლის მეურნეობას ეხება,  გადამწყვეტი ცნება არის  ,,ნიადაგი“.

FAO- ანგარიშში, ,,ნიადაგის ორგანული ნახშირბადი, ფარული პოტენციალი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია“, ნათლად წერია: კლიმატის ცვლილების, მიწის დეგრადაციისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის პირობებში, ნიადაგი გახდა ერთერთი ყველაზე უფრო დაუცველი რესურსი მსოფლიოში. ნიადაგები ნახშირბადის მთავარი რეზერვუარია, რომელიც უფრო მეტ ნახშირბადს ინახავს, ​​ვიდრე ატმოსფერო და ხმელეთის მცენარეულობა ერთად“.

კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი პანელი (IPCC) ასევე აღიარებს ,, მნიშვნელოვან კავშირებს სოფლის მეურნეობას გამოყენებულ სისტემას, ნიადაგსა და კლიმატის ცვლილებას შორის“. ბოლო პუბლიკაციაში ორგანიზაცია ხაზს უსვამს სოფლის მეურნეობის როლს, როდესაც საქმე ეხება 2015 წლის პარიზის შეთანხმების განხორციელებას.

IPCC-ის შეფასებით: სოფლის მეურნეობა, სატყეო და სხვა მიწათსარგებლობა  იძლევა  ანთროპოგენული  სათბურის გაზების ემისიების 23 %-“. ამავდროულად, ,,მიწის კლიმატგონივრული მართვა“, ასევე განიხილება, როგორც ამ პრობლემის  გადაწყვეტის  ეფექტური უმნიშვნელოვანესი  ბერკეტი;

როდესაც საქმე ეხება დებატებს  კლიმატის გლობალური ცვლილებების შესახებ, , ორგანული მეურნეობის და სოფლის მეურნეობის სხვა მდგრადი ფორმების ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარგებელი არის ის ფაქტი, რომ ამ მეურნეობებში ნიადაგს შეუძლია ატმოსფეროდან CO2-ის შთანთქმა და ნიადაგში  (ნახშირბადის სეკვესტრი) მისი  დაგროვება, ანუ  გაზარდოს ორგანული ნივთიერებების შემცველობა ნიადაგში.

მაგრამ არსებობს სხვა აზრიც, კერძოდ ის ფაქტი, რომ აგროქიმიკატების (განსაკუთრებით ხელოვნური, ქიმიური  სასუქების) წარმოება და გამოყებება სოფლის მეურნეობაში CO2-ის  და აზოტის ოქსიდის N20  გამოყოფის  კიდევ   ერთი, საკმაოდ დიდი  წყაროა.

ამიტომ, ვინაიდან  ორგანული ფერმერები  ქმნიან  ჯანსაღ ნიადაგებს, რომლებიც შთანთქავენ C02-ს და არ იყენებენ აგროქიმიკატებს, რომლებიც წარმოქმნიან CO2-ს, ორგანული სოფლის მეურნეობა შეიძლება ჩაითვალოს გამოსავლის  ერთ-ერთ საიმედო, მძლავრ  ნიადაგდამცავ კლიმატგონივრულ ღონისძიებად.

მგმ 14 “ცხოვრება წყლის ქვეშჩვენი ოკეანეებისა და ზღვების ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დიდი ტერიტორიებია, რომლებიც ცნობილია,  როგორც  მკვდარი ზონები.  აღსანიშნავია, რომ ასეთ ზონებში  პრაქტიკულად არ არის ჟანგბადი აკვაკულტურების სიცოცხლის შესანარჩუნებლად,

. მიუხედავად იმისა, რომ მკვდარი ზონები გვხვდება მთელ მსოფლიოში, ყველაზე დიდი და  დოკუმენტირებული ზონები შეგიძლიათ ნახოთ მექსიკის ყურეში, ყვითელ ზღვაში, ტაილანდის ყურეში, ბალტიის ზღვაში, შავ ზღვაში და ა.შ.

როდესაც წყალში გახსნილი საკვები ნივთიერებები (განსაკუთრებით აზოტი და ფოსფორი) და ქიმიური მცენარეთა დაცვის საშუალებები  ხვდებიან გრუნტის წყლებსა და ნაკადულებში, ისინი აღწევენ მდინარეებს,  ტბებს, ზღვებს, ოკეანეებს და   ქმნიან უჟანგბადო, სიცოცხლისათვის შეუთავსებელ  მკვდარ, კატასტროფულ  ზონებს.

ევროპული გარემოს სააგენტოს თანახმად, საკვები ნივთიერებები მოქმედებენ სხვადასხვა წყლის ობიექტებზე: „ზღვების, ტბების, მდინარეების და ნაკადულების გაბინძურებამ სასუქებით და ქიმიური დაცვის საშუალებებით   (აზოტი და ფოსფორი) შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი არასასურველი ეფექტები, რომლებიც ცნობილია, როგორც ევტროფიკაცია. ფოსფორი მტკნარ წყლებში ევტროფიკაციის ძირითადი საკვებია, ხოლო ნიტრატი მარილიანი წყლების მკვდარი ზონების ძირითადი წყარო“.    როდესაც საქმე ეხება ასეთი დაბინძურების მიზეზებს, ევროპული გარემოს დაცვის  სააგენტო აღნიშნავს, რომ სოფლის მეურნეობის ქიმიზაცია  და მრეწველობა თამაშობენ ამ მხრივ დიდ  უარყოფით როლს. აზოტის დაბინძურების ძირითადი წყაროა ჩამონადენი წყლები სასოფლოსამეურნეო მიწებიდან, ხოლო ფოსფორით დაბინძურების უმეტესობა მოდის ოჯახებიდან და მრეწველობებისაგან.

იმის გამო, რომ ორგანული მეურნეობა კრძალავს სინთეზური პესტიციდების უკონტროლო გამოყენებას, პრაქტიკულად არ არსებობს მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების დაბინძურების რისკი სინთეტიკურიმ ქიმიური  პესტიციდებით. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ როდესაც ორგანული ფერმერები იყენებენ  განოყიერებას ნედლი-გადაუმწვარი ნაკელის დიდი დოზებით,  ამასთან ნაკელსაცავები პრიმიტიულია, მაშინ მას ასევე შეუძლია მიაღწიოს წყლის ობიექტებს და წვლილი შეიტანოს მკვდარი ზონების წარმოქმნა გაფართოებაში. თუმცა, კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს დაადგინოს, თუ რომელი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკა შეიძლება განხორციელდეს წყლების, ტბების, ზღვებისა და ოკეანეების ქიმიური  საკვები ნივთიერებებით დაბინძურების შესამცირებლად, აღნიშნავს, რომ  ეს შეიძლება იყოს  “სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივ, ჯანსაღ, ორგანულ  და განახლებად ბიორესურსებზე და, რომ  ორგანული სოფლის მეურნეობა სწორედ ასეთი წარმოებაა.

 გამომდინარე აქედან გაეროს ექსპერტები თვლიან, რომ ორგანული სოფლის მეურნეობა შეიძლება ჩაითვალოს გამოსავლის  ერთ-ერთ ეფექტურ ღონისძიებად ამ პრობლემის გადაწყვეტის და მგმ 14-ის განხორციელების  საქმეში.

მგმ 6 “წყალი და სანიტარია“. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ლურჯ პლანეტაზე, სადაც წყალს  უკავია ჩვენი პლანეტის 70-75 %, მსოფლიოს წყლის მარაგის მხოლოდ 3% არის მტკნარი წყალი, წყალი, რომელიც ვარგისია  სასმელად, ასევე სურსათის საწარმოებლად  და სარწყავად.

FAO-ს მონაცემებით, ფერმებში ბოლო 50 წლის განმავლობაში, პესტიციდების  გამოყენება  26-ჯერ  გაიზარდა,  რასაც გარემოს,     დაბინძურება  მოჰყვა. ყოველივე ამის გამო ქიმიური პესტიციდები და სასუქები, რომლებიც არა მხოლოდ რჩება მცენარეებზე და ნიადაგის ზედაპირზე,  არამედ აღწევს ჩვენს წყლის სისტემაში ნიადაგისა და მიწისქვეშა წყლების მეშვეობით. ის, რომ დაბინძურების ეს ფორმები ასევე წარმოადგენს უზარმაზარ ფინანსურ ტვირთს, ცხადი გახდა საფრანგეთის მთავრობის მიერ 2011 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში. კვლევის შეფასებით, საფრანგეთში მიწისქვეშა წყლების გასაუფთავება დამუშავების ჯამური ღირებულება 522 მილიარდ ევროს გადააჭარბებს და კონკრეტულად ეხება ნიტრატებსა და პესტიციდებს. არსებობს ორი მნიშვნელოვანი გზა, რომლითაც ორგანული ფერმერები წვლილს შეიტანენ მგმ 6-ის მიღწევაში .

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ  ორგანული წარმოების  კანონმდებლობა კრძალავს ხელოვნური სასუქების და ქიმიური პესტიციდების გამოყენებას, შედაგად  ისინი ხელს არ უწყობენ ჩვენი წყლის სისტემების სიჯანსაღეს.

მეორე, ვინაიდან ორგანული ფერმერები არ იყენებენ ხელოვნურ ქიმიურ  სასუქებს, ისინი ანოყიერებენ ნიადაგს  ორგანული სასუქებით, მკაცრად იცავენ მათი შეტანის მეცნიერულად დასაბუთებულ  ნორმებს, ვადებს, რეჟიმებს   და  ჯანსაღი ნიადაგის მშენებლობის სხვა მეთოდებს,   მაგალითად  მოსავლის თესლბრუნვას, საფარი კულტურების გამოყენებას, ქარსაფარი ზონების გაშენებას, ღრმად გაფხვიერებას, რწყვის ოპტიმალური რეჟიმების დაცვას, ფერტიგაციას და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ  ჯანსაღ ნიადაგებს აქვთ  წყლის შთანთქმა- შეკავების შესანიშნავი უნარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიადაგში იქმნება მცენარისათვის  ადვილად შესათვისებელი  წყლის მარაგი მათ,  სჭირდებათ ნაკლები წყლის ხელოვნური მიწოდება და ის უკეთ გაუმკლავდება გვალვის პერიოდებს. ამასთან  ძლიერი ნალექის დროს, ჯანსაღი ნიადაგები, მათი უფრო ფოროვანი სტრუქტურის გამო უზრუნველყოფენ მცენარეთა უკეთეს წყალმომარაგებას, მათ შორის ნიადაგის ღრმა ფენებიდან, რაც იწვევს მოსავლიანობის ზრდას და ნიადაგის ხსნარის ბიორესურსების მაქსიმალურ ეფექტურ გამოყენებას.

ამიტომ, როდესაც საქმე ეხება ჩვენი მტკნარი წყლის რესურსების  მარაგის მდგრად  დაცვას, ორგანული სოფლის მეურნეობა მგმ 6-ის  გადაწყვეტის ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური   კლიმატგონივრული ღონისძიებაა.

მგმ 2 “არა შიმშილს. ,,როდესაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საკვების 95%-ზე მეტი პირდაპირ და ირიბად ნიადაგიდან მოდის, აუცილებელია გვესმოდეს, რომ შიმშილის პრობლემის გადასაჭრელად პირველ რიგში საჭიროა ჩვენი ნიადაგის გადარჩენა“. FAO-ს თანახმად:ჩვენი ნიადაგი სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც არა მხოლოდ ზიანს აყენებს გლობალურ სასურსათო  უსაფრთხოებას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კლიმატზე, ჩვენს წყლის სისტემებზე, გარემოზე, ჩვენს ბიომრავალფეროვნებაზე., ეკონომიკაზე და სოციუმზე სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ნიადაგი პირდაპირ გავლენას ახდენს არა მხოლოდ მგმ 2  (არა შიმშილს)-ზე, არამედ მგმ 13 (კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა):  მგმ 6  ( სუფთა წყალი და სანიტარია) და  მგმ 15 (სიცოცხლე ხმელეთზე)-ზე.

    გაეროს  მიერ ჩატარებული გამოკვლევებით დადასტურებულია, ,,რომ ყოველ წუთს კაცობრიობა ანადგურებს 30 ფეხბურთის მოედნის ეკვივალენტის ტოლ  ნაყოფიერ ნიადაგს, მეტწილად ინტენსიური მეურნეობის მეთოდების გამო. ეს  ყოველწლიურად იწვევს  10 მილიონი ჰექტრი სასოფლოსამეურნეო წარმოებისათვის ვარგისი  მიწის ნაკვეთის დაკარგვას.  შედეგად, ჩვენი დედამიწის ნიადაგების 25% კლასიფიცირებულია, როგორც მძიმედ დეგრადირებული. ამიტომ, 2050 წელს დედამიწაზე 10 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად, ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ  ნიადაგის მაღალი ხარისხი, პროდუქტიულობა  და მისი  მდგრადი მართვა.

რაც შეეხება ნიადაგის ხარისხის,  ნაყოფიერების შენარჩუნებას და გაუმჯობესებას.  FAO-ს თანახმად, თუ ნიადაგის მდგრადი მართვის პრაქტიკა იქნა მიღებული, ჩვენ შეგვეძლება 58%-ით მეტი სურსათისა და საკვების წარმოება.

როდესაც საქმე ეხება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას და  ნულოვანი შიმშილის უზრუნველყოფას  იმ ეპოქაში, რომელშიც  კლიმატის ცვლილების შედეგების წინაშე ვდგავართ, ცხადია, რომ  სურსათის და საკვების წარმოებების  გაზრდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. FAO-ს კვლევებმა ისიც ცხადვეს,   რომ ორგანულ მეურნეობას შეუძლია უკეთესი მოსავლის მიღება გვალვის პერიოდშიც კი.  და ბოლოს, პრაქტიკულად დასაბუთებულია, რომ ორგანული მეურნეობის მეთოდები ასევე წარმატებულია, როდესაც საქმე ეხება უნაყოფო მიწების  ნაყოფიერ  მიწებად გადაქცევას.

მგმ 8 ,,ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“     

  შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, 2 მილიარდი მუშაკიდან დღეს მისი 90% ცხოვრობს სოფლად და მუშაობს სოფლის მეურნეობაში, სადაც,  მათი ნაწილი  უძლებს არაადეკვატურ, ჯანმრთელობისათვის  სარისკო სამუშაო პირობებს, მათ შორის საშიში და ტოქსიკური ქიმიკატების ზემოქმედებას. ამ კვლევებს  მხარს უჭერს გაეროს გარემოსდაცვითი ასამბლეის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მსოფლიოში ყოველწლიურად 25 მილიონამდე ფერმის მუშა უნებლიედ იწამლება პესტიციდებით,  ანტისანიტარიით და შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევით.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ყოველწლიურად ხდება  5 მილიონამდე მუშაკის მწვავე დაავადება და დაზიანებები, რომლებიც დაკავშირებულია ქიმიურ პესტიციდებთან.  ხოლო  20 000 კვდება  პესტიციდებთან მუშაობის  და უსაფრთხოების ნორმების იხეში  დარღვევის გამო..

ამდენად ცხადია, რომ  პესტიციდებით მოწამვლა არის სერიოზული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა და ის განსაკუთრებით აქტუალურია განვითარებად ქვეყნებში, არა მხოლოდ ფერმის მუშაკებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქიმიურად დამუშავებულ მინდვრებთან  და ქიმიურ ქარხნებთან ახლოს.

ამასთან დაკავშირებით ცხადია, რომ ორგანული მეურნეობები, სადაც ასეთი ქიმიკატების წარმოება და გამოყენება  აკრძალულიამიჩნეულია,  როგორც უფრო ჯანსაღი სამუშაო გარემო.

მგმ-3.”ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. მგმ ,,ჯანმრთელობა და კეთილდღეობა განიხილავს, თუ როგორ მოქმედებს სოფლის მეურნეობის პრაქტიკა მომხმარებელთა  ჯანმრთელობაზე, ხოლო  როდესაც საქმე უკვე  ეხება ფერმერების,  სოფლის მეურნეობის მუშაკების, ასევე ქიმ საშუალებათა მწარმოებლების ჯანმრთელობის რისკებს, ეს საკითხი განხილულია  გლობალური მდგრადი განვითარების – მე-8 მიზანში: ,,ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა“.

რაც შეეხება ჯანმრთელობას, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კამათი ზუსტი, ზოგადად მიღებული განმარტების შესახებ, თუ რას გულისხმობსჯანმრთელობადა რა არის კავშირი კვებასა და ჯანმრთელობას შორის.  არის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ ორგანული საკვები უფრო ჯანსაღია. ცხადია, რომ ჯანსაღი საკვები მოდის ჯანსაღი სოფლის მეურნეობიდან. ბავშვთა საკვების მწარმოებლები ექსკლუზიურად იყენებენ ორგანულ პროდუქტებს, რადგან ორგანული ბოსტნეული და ხილი, როგორც წესი, არ შეიცავს პესტიციდების ნარჩენებს.   British Journal of Nutrition-ის კვლევის მიხედვით, ორგანული საკვები ასევე შეიცავს უფრო მეტ ვიტამინს, მინერალს, ანტიოქსიდანტებს,  საკვებ ნივთიერებებს და არ შეიცავს ქიმიური პესტიციდების და სხვა მომწავლელი ნივთიერებების  ნარჩენებს.       

  1. მგმ- 12 “მდგრადი მოხმარება და წარმოება

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) თანახმად:მდგრადმა  სოფლის მეურნეობამ მხარი უნდა  დაუჭიროს ჯანსაღ ეკოსისტემებსასევე  მხარი უნდა  დაუჭიროს მიწის, წყლის, ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და  უზრუნველყოს გლობალური სასურსათო უსაფრთხოება“.

როდესაც ადამიანი საუბრობს ჯანსაღ ეკოსისტემებზე, მიწისა და წყლის მდგრად მენეჯმენტზე, მნიშვნელოვანია ფოკუსირება ჯანსაღ, ცოცხალ ნიადაგზე, განსაკუთრებით მაშინ,

როდესაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი საკვების 95%-ზე მეტი პირდაპირ და ირიბად სწორედ  ნიადაგიდან მოდის.

სამწუხაროდ, გაეროს სურსათის ორგანიზაციის თანახმად: ჩვენი ნიადაგი სერიოზული საფრთხის ქვეშ იმყოფება, რაც არა მხოლოდ ზიანს აყენებს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას, არამედ უარყოფითად მოქმედებს ჩვენს კლიმატზე, ჩვენს წყლის სისტემებზე და ჩვენს ბიომრავალფეროვნებაზე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნიადაგი პირდაპირ გავლენას ახდენს მინიმუმ ოთხ მგმ-ზე, ესენია: მგმ 2 – ნულოვანი შიმშილი, მგმ 13- კლიმატის მოქმედება, მგმ  6- სუფთა წყალი და სანიტარია და  მგმ 15: დედამიწის ეკოსისტემები-სიცოცხლე მიწაზე. აღსანიშნავია, რომ დღეს ფართოდ გამოყენებული  სასოფლო სამეურნეო წარმოების სისტემებიდან  მხოლოდ ორგანულ მეურნეობას აქვს ძლიერი დამოუკიდებელი მონიტორინგის სისტემა, რომელიც იცავს მკაცრ საერთაშორისო რეგულაციებს და რაც მთავარია, არის კანონიერი, აღიარებული და სანდო დაინტერესებული მომხმარებლების მიერ. თუ პროდუქტზე გამოსახულია  ორგანული პროდუქტის  ლოგო  (იხილეთ სურათი  5 ), ის  გარანტირებულად  იქნება  ორგანული.

ფოტო 555555555555555

სურათი 5. ორგანული პროდუქტების ლოგოები ქვეყნების მიხედვით

გარდა ამისა, სიტყვა „ორგანული“ დაცულია ევროპული კანონმდებლობით, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ მხოლოდ მწარმოებლებს, რომლებმაც მიიღეს ოფიციალური სერთიფიკატი ევროპული სტანდარტების მიხედვით. ბიოწარმოების წესების დაცვა მკაცრად კონტროლდება,  როდესაც ორგანული პროდუქტები შემოდის ევროპის გარედან. ეს პროდუქტები არა მხოლოდ უნდა შეესაბამებოდეს მკაცრ ევროპულ ორგანულ წესებს, არამედ კონტროლდება ევროკავშირის დამტკიცებული ორგანიზაციების მიერ. ასე რომ, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, ორგანული პროდუქტი იყიდება ფერმერულ ბაზარში თუ ფასდაკლების მაღაზიაში, თუ ის იყიდება როგორც „ორგანული“, უნდა დაექვემდებაროს კანონით დადგენილ ბიოწარმოების მკაცრ წესებს მისი წარმოების ყველა ეტაპზე. ასეთი წესები მიღებულია საქართველოშიც. კერძოდ   საქართველოში ასეთი კანონიერი დოკუმენტია  საქართველოს მთავრობის დადგენილება N 198 ,,ბიოწარმოების შესახებ“ (იხილეთ სურათი 6).

ფოტო 66666666666666666

სურათი 6 . საქართველოს მთავრობის დადგენილება N 198  ,,ბიოწარმოების შესახებ

აგროწარმოება (ფორთოხლისფერი),  გარემო (ლურჯი), ეკონომიკა (ყავისფერი) და სოციალური კეთილდღეობა (მწვანე).

 

ნოე ხოზრევანიძე და კობა კობალაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორები,

ბექა გრძელიშვილი, ამავე ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი 

                               გამოყენებული ლიტერატურა

      1. ნ. ნაკაშიძე     დ. ჯაში.  ,,რა არის ორგანული სოფლის მეურნეობა“ ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტი,  აგროეკოლოგიისა და სატყეო საქმის დეპარტამენტი. https://agrokavkaz.ge/fermerta-skola/ra-aris-organuli-sophlis-meurneoba.html.
      2. ნუგზარ ოქროპირიძე. ,,მიწა (ნიადაგი) წარმოების ერთადერთი ძირითადი და გამოყენების მუდმივი საშუალებაა“   ახალი აგრარულისაქართველო  (New Agrarian Georgia) ყოველთვიური სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი. 2022 წელი.N 11 (122)  გვ 7.
      1. ლ.აკფენიძე. ე.მოთიაშვილი, ნ. ჭანკვეტაძე. ,,მცენარის სასიცოცხლო პირობები. ახალი აგრარული საქართველო (New Agrarian Georgia) ყოველთვიური სამეცნიერო-საინფორმაციო ჟურნალი. 2023 წელი. N 11 (134)  გვ 8.
      2. https://srca.gov.ge/files-,,ბიოწარმოების_შესახებ“. საქართველოს მთავრობის დადგენილება №198 2013 წლის 30 ივლისი ქ. თბილისი.
      3. Sachs, J., Kroll, C., Lafortune, G., Fuller, G., Woelm, F. (2021). The Decade of Action for the Sustainable Development Goals: Sustainable Development Report 2021. Cambridge: Cambridge University Press. https://idfi.ge/ge/sdg-report -2021-georgia-results. ,,მდგრადი განვითარების ანგარიში 2021“
      4. https://www.rural21.com/english/a-closer-look-at/detail/article/organic-agriculture-a-viable-solution-to-achieving-the-sdgs.html. 2021 J.
      5. United Nations (2020). Goal 12: Ensure sustainable consumption and production

patterns. – URL: GOAL 12: Sustainable consumption and production |

UNEP – UN Environment Programme (accessed 7 December 2021).

      1. Bina O. The green economy and sustainable development: an uneasy balance?

// Environment and Planning C: Government and Policy. – 2013. – Vol. 31(6). – 1023–1047. – URL: https://doi.org/10.1068/c1310j (accessed 26 January 2022).

Wanner T. The new «passive revolution» of the green economy and growth

discourse: maintaining the «sustainable development» of neoliberal capitalism//

New Political Economy. – 2014. – Vol. 20 (1). – P. 21–41. URL: https://doi.org/

10.1080/13563467.2013.866081 (accessed 20 January 2022).