გურამოღლების მეძროხეობის საოჯახო მეურნეობა
კასპში მცხოვრები ოთარ გურამოღლი მესაქონლეობას დაახლოებით 20 წელიწადია მისდევს. თავიდან 30 სულიანი ფერმა ჰქონდა, შემდეგ კი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით აღებული სესხით თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა ააშენა.
მესაქონლეობა გურამოღლების საოჯახო საქმეა. ამჟამად მათ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სამი ფერმა აქვთ და ცდილობენ სამივე მაქსიმალურად დატვირთონ.
მეურნეობა ძირითადად მეხორცული მიმართულებასაა. ერთწლამდე მოზვრებს ყიდულობენ, სათანადო კონდიციამდე ასუქებენ და ყიდიან.
„20 წელზე მეტია, რაც მთელი ოჯახით ამ საქმით ვართ დაკავებული. ეს ჩვენი ოჯახის ბიზნესია.
ორი ვაჟი მყავს და ისინიც ამ საქმეში არიან ჩართულნი.
ყოველწლიურად ადგილობრივი მოსახლეობისგან, მიმდებარე სოფლებში, მეცხოველეობის ბაზარში ვყიდულობთ მსხვილფეხა პირუტყვის ერთწლიან მოზარდებს, ძირითადად მოზვრებს, კარგად ვუვლით, ნორმირებულად ვკვებავთ და ვყიდით.“ – ამბობს ოთარ გურამ ოღლი.
მისივე თქმით, საქონლის მოვლა შრომატევადი და ასევე ძვირადღირებული საქმეა, თუმცა თუ არ მოუვლის იცის, რომ ისეთ შედეგს ვერ მიიღებს, როგორსაც ელოდება, ამიტომ ოჯახი მუდამ შრომაშია, საქმეს კი ფერმაში, მოგეხსენებათ, რა გამოლევს.
„კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ვმუშაობთ, საძოვრები თითქმის არ არის, ამიტომ საქონლის იალაღებზე წაყვანაც გვიწევს.
„ზაფხულში მიგვყავს ხოლმე მთაში, იალაღებზე, შემოდგომაზე ჩამოგვყავს მერე ბაგურად ვკვებავთ. წლეულს ბოშურის მთაში გორის მუნიციპალიტეტში გვყავდა მოზვრები საძოვარზე“_ ამბობს ფერმერი.
20 წლის წინათ, როცა ოთარ გურამოღლიმ მესაქონლეობას მიჰყო ხელი, მაშინ პირველი ფერმა 30 სულზე გააშენა. წლების შემდეგ მიხვდა, რომ მისი გაფართოება აუცილებელი იყო და მეორე ფერმა 70 სულამდე გაზარდა. ამ ბოლოს, „საქართველოს ბანკის“ დახმარებით უკვე თანამედროვე სტანდარტის 100 სულიანი ფერმა შემატა მეურნეობას, რითაც ფერმერი ძალზე კმაყოფილია.
„საქართველოს ბანკისგან“ მიღებული დაფინანსებით ავაშენე ფერმა, შემოვღობე ყველა სტანდარტის დაცვით. ადრე არ მქონდა ფერმა მსხვილფეხა პირუტყვის მოვლის სათანადო პირობები, ბანკის ხელშეწყობით კი შევძელი თანამედროვე მაღალი სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა ამეშენებინა, მეურნეობის შემოსავალი და მოგება გამეზარდა.“
გურამოღლების ოჯახი წელიწადში დაახლოებით 100 მოზვერს ყიდულობს და ასუქებს. ამჟამადაც ფერმაში დაახლოებით, ამდენი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჰყავთ, მათგან 10 სული მეწველია.
საქონელს ჩვენსავე სოფელში ვაბარებთ.
მეხორცული მეცხოველეობა მომგებიანი საქმეა. ფერმერს ხელშეწყობა სჭირდება. ჩვენ ბანკი ძალიან დაგვეხმარა. როცა შესაძლებლობა გაქვს კარგად მოუვლი საქონელს, ყველა წესს დაიცავ? სარგებელსაც ნახავ, არ მოუვლი, დააკლებ რამეს პირუტყვს? ვერ ისარგებლებ.
ეს, მართალია, შრომატევადი საქმეა და ყველაფერს ჩვენ, ოჯახის წევრები ვერ ვწვდებით, ამიტომ რამდენიმე ადამიანი გვყავს დასაქმებული. 10 მეწველი ძროხაც გვყავს, რძის ნაწილს ოჯახში ვიყენებთ, ნაწილს ვყიდით“.
სოფელ ფერმაში მცხოვრებლების ძირითადი 80% ამავე მესაქონლეობას მისდევს. ფერმერი ამბობს, რომ ადგილობრივებისთვის, როგორც მათი ოჯახისთვის, მეცხოველეობა შემოსავლის ძირითადი წყაროა.
გურამოღლების ოჯახი ფერმის გაფართოებაზეც ფიქრობს, მათ საამისო გამოცდილება და ცოდნაც უკვე საკმაოდ დაუგროვდათ, ასე რომ ჩანაფიქრს განახორციელებენ, ქვეყანასაც მეტს არგებენ და ოჯახაც.
თაკო ფეიქრიშვილი, კასპი, დეკემბერი, 2021 წ.