გურჯაანის მუნიციპალიტეტში სავარგულებისკენ მიმავალი გზები წესრიგდება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში სავარგულების მიმართულებით გზების მოსწორების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ა(ა)იპ „გურჯაანის სატრანსპორტო სამსახური“ საკუთარი ტექნიკით აწარმოებს.
ამ ეტაპზე გზის მოხრეშვა კარდენახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისკენ მიმავალ მონაკვეთზე ხორციელდება. მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მნიშვნელოვანია ადგილობრივი ფერმერებისთვის, რათა მათ საფრთხის გარეშე შეძლონ საკუთარ მიწის ნაკვეთებისკენ გადაადგილება.
გზები, რომლებიც სოფლებიდან მიწის ნაკვეთებთან მიდის, უკანასკნელ პერიოდში მომხდარი უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა გეგმის მიხედვით ეტაპობრივად ყველა სოფელში განხორციელდება.
ა(ა)იპ გურჯაანის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, მიზანია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეუფერხებელი გაგრძელება და ადგილობრივი მოსახლეობისათვის გადაადგილების პირობების გაუმჯობესება.