ჰიბრიდული რობოტები-ახალი სიტყვა ხილის კრეფის ტექნოლოგიებში
თანამედროვე სოფლის მეურნეობა ტექნოლოგიური პროგრესის ახალ ეტაპზე გადადის. ინოვაციური ჰიბრიდული რობოტები აერთიანებს რბილ და მყარ სამარჯვებს, რაც ხილის კრეფის პროცესს ბევრად ეფექტიანს და ნაყოფსაც იცავს დაზიანებებისგან.
რბილი მასალისგან შექმნილი რობოტები გამოირჩევა მოქნილობით და გამძლეობით.
არაბეთის გაერთიანებულ საამიროების ხალიფას უნივერსიტეტის მეცნიერებმა: ტიჯო მეთიუმ და ფედერიკო რენდიმ შეიმუშავეს ხისლი საკრეფი რობოტის ინოვაციური მოდელი, რომელიც ამ ორ თვისებას ერთ სისტემაში აერთიანებს.
ჰიბრიდული რობოტები მზად არის იმუშაოს ისეთ რთულ გარემოში, როგორიცაა ინტენსიური ხეხილის ბაღები ან შერეული კულტურებებით დაკავებული სათბურები, სადაც ნაყოფის მოსაკრეფად ერთდროულად საჭიროა ძალა და ნაყოფზე ნაზად შეხება, რათა ხილი არ დაზიანდეს.
ამ მიმართულების მთავარი გამოწვევა ყოველთვის რობოტის მოძრაობის მოდელირება იყო. აქამდე არსებული ალგორითმები მართალია კარგად ესადაგებოდა მყარ კონსტრუქციას, მაგრამ ვერ ითვალისწინებდა რბილი კომპონენტების ფაქიზად მოძრაობის საჭიროებას, მათ შორის მოდრეკვას თუ სხვადასხვა მხარეს შემობრუნებას. ახალი მათემატიკური მოდელი კი რეალურ დროში რობოტების მოძრაობა და ნაყოფის შეგროვება ზუსტად ისე ხდება, როგორც ხელის კრეფის დროს.
ტექნოლოგია უკვე წარმატებით გამოსცადეს სხვადასხვა მოწყობილობაზე. მაგალითად, რბილ რობოტულ “რვაფეხას ხელს” შეუძლია ფრთხილად შეეხოს ხილს და დაუზიანებლად მოწყვიტოს.
მიწათმოქმედებისა და მებაღეობის სფეროში ასეთი სისტემები რეალურ გადატრიალებას მოახდენენ.
რობოტებს შეეძლებათ დაიცვან მოსავალი დაზიანებისგან, იმუშაონ არათანაბარ, რთულ და სწრაფად ცვალებად გარემოში — იქნება ეს ბაღში ხეების ტოტებს შორის გადაადგილება თუ დახურულ სივრცეში მოქმედება.
მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოძრაობის ეფექტიანი სიმულაცია რობოტების შესწავლის, მართვისა და დაგეგმვის საფუძველია. სწორედ ეს ქმნის ხელოვნური ინტელექტი მომავლის ტექნოლოგიურ ბაზას.
იმის მიუხედავად, რომ ჰიბრიდული რობოტების ტექნოლოგია უკვე განიხილება სამედიცინო და საგანგებო სამაშველო ოპერაციებში გამოსაყენებლად, მათი პოტენციალი სოფლის მეურნეობაშიც ფასდაუდებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტია.
წყარო: EastFruit, 2025 წლის 20 აგვისტო