აგროსიახლეები

ინვესტიციები მესაქონლეობაში – სიღნაღში მოქმედი ფერმა ადგილობრივ ბაზარს რძით ამარაგებს

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში მდებარე შპს „თეთრი ფერმა“ ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია იმ საწარმოთა შორის, რომლებიც სახელმწიფო მხარდაჭერითა.
„თეთრი ფერმა“, რომელიც სახელმწიფოს ფინანსური დახმარებით ამ რამდენიმე წლის წინათ შეიქმნა, დღეს ყოველდღიურად 8.5 ტონა პირველი კატეგორიის ნედლ რძეს აწარმოებს და ადგილობრივ ბაზარს აწვდის.

ქვემო ბოდბეში მესაქონლეობის ფერმა დაახლოებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციით აშენდა, საიდანაც 3 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.

მსგავსი პროექტები მარტო ადგილობრივ მეწარმეებს კი არ აძლევს განვითარების შესაძლებლობას, არამედ მნიშვნელოვანი წვლილ შეაქვს ქვეყნის აგროსექტორის გაძლიერებაში.

გუშინ „თეთრ ფერმას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სტუმრობდა.

ფერმერებთან შეხვედრისას მინისტრმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სხვადასხვა ფინანსური მექანიზმი – მათ შორის, აგროკრედიტის ახალი ქვეკომპონენტები – თანამედროვე სტანდარტების ფერმების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას უწყობს ხელს. მეწარმეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, შეიძინონ მაღალპროდუქტიული ჯიშები, განაახლონ ტექნოლოგიური ბაზა და გაფართოებულ წარმოებას კონკურენტუნარიანი პროდუქტი შესთავაზონ ბაზარს.

შეხვედრაზე იმ ფერმერებსაც მიეცათ თავიანთი გამოცდილების გაზიარებისა და საჭიროებების შესახებ საუბრის შესაძლებლობა, რომლებიც დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მიმართულებით საქმიანობენ. მათ მხარდაჭერის გაგრძელებისა და სფეროს სრულფასოვანი განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.

„თეთრი ფერმა“ და მსგავსი ტიპის საწარმოების ხელშეწყობა ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის გაძლიერების ერთ-ერთ  პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება.

სექტორში კერძო ინვესტიციების ზრდა და ფერმერული საქმიანობის სტიმულირება ქმნის მყარ საფუძველს, რათა აგრარული ეკონომიკა საქართველოში მიზანიმართულად განვითარდეს.