დარგებიმე და ჩემი სოფელირეგიონები

ისე, როგორც  ზღაპარში

აქ, ხობში, სოფელ ნოჯიხევში მართლაც  ყველაფერი ისეა, როგორც  ბავშვებისთვის  საყვარელი  ზღაპრის  ბაღში: ნაწილი მცენარეებისა  ჰყვავის, ნაწილი მსხმოიარეა, ნაწილიც-დამწიფებული ნაყოფით დახუნძლული.

მართალია, ეს მხოლოდ იაპონური ჯიშის (მეიერი) ლიმონს ეხება, რომელიც წელიწადის ყველა დროის განმავლობაში ასეთ „მუშა მდგომარეობაშია“, მაგრამ მანდარინისა და ფორთოხლის ბაღებიც (ისინიც იაპონური  ჯიშების) ზღაპრულ შთაბეჭდილებას ტოვებს.

ეს ყველაფერი საწყის ფაზაში (ნარგავები ჯერ სულ 3 წლისანი არიან და უკვე ნაყოფს იძლევიან) ზრდას რომ დაასრულებენ, ალბათ, „ედემის ბაღების“ სტატუსსაც არავინ დაიშურებს  მათთვის.

ერთი სიტყვით, ამ კაცის მოღვაწეობა  დიდი გალაქტიონის ადრინდელი ასრულებული ოცნების გაგრძელებას, რითაც კოლხეთის ჭაობის ამოშრობის საყოველთაო-სახალხო მოძრაობას გამოეხმაურა: აქ ასეა, მალე აშრიალდება ფორთოხლის და ლიმონის ბაღები“, იმ განსხვავებით, რომ ბაღები უკვე შრიალებს.

44444444444444444444444444444444444444444

მოღვაწე კაცი კი ამაგდარი, ვაჟასეული გაგების „კაი ყმა“,  ბატონი ზურაბ ფილიკია გახლავთ.

საფიქრალ-საზრუნავს რა გამოულევს ნორმალურ ადამიანს, მაგრამ ზოგის მოქმედება  მხოლოდ საკუთარი სარგებლის მიღებას ეფუძნება, ზურა კი ამ მხრივაც გამორჩეულია-საზოგადოდან საკუთარისაკენ და არა პირიქით.

ფიქრობს, მიზნის მისაღწევად არ უნდა შეიზღუდო, ქვეყნისათვის სასარგებლო საქმე იქ უნდა აკეთო, სადაც ნიჭისა და უნარის რეალიზაციის მეტი საშუალება  გაგაჩნია, ანუ „კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ ილოცე“. ასეა ოჯახურადაც: მეუღლემ, პედაგოგმა ლილი ჯიხაკაძემ  ქუთაისელი მომავალი თაობების აღზრდას  შეალია მთელი მისი შეგნებული ცხოვრება, ექიმი ქალიშვილი, ინდირა  თბილისელთა ჯამრთელობის სამსახურშია, იურისტი ვაჟიშვილი რაჯი კი ამერიკაში ეწევა ქართველთა  მოდგმის  გენისა და ჯიშის პოპულარიზაციას. შვილების სახელების დარქმევა, ალბათ ინდოეთში მოგზაურობისას მიღებულმა შთაბეჭდილებებმა უკარნახა. სად არ უვლია, რა ქვეყანა არ უნახავს ბატონ ზურას, მაგრამ ყველგან ქართული ქუდი ჰხურებია და საქართველოს  სასარგებლო საქმისათვის მოწადინებულა. ის იაპონური ჯიშების ბაღებიც ამომავალი მზის ქვეყანაში ნახა და მათი „გადმოქართულებითაც“  მაშინ დაინტერესებულა. დამატებითი სტიმული კი იმას მიუცია, რომ ხსენებული ჯიშების ნერგების შეძენა ჩაქვის აგროსერვისცენტრშიც  შეეძლო და შეუძენია კიდეც.

მანამდე, როგორც მაღალკვალიფიციურმა  სპეციალისტმა ,ბათუმის გაზიფიცირებით  გამოიჩინა  თავი.

„მარტო  ბათუმის კი  არა, მთელი  აჭარის  გაზგაყვანილობა ჩემს ხელშია გამოვლილიო“- იქადის ზურა და რას იზამ, მრავალწლიანი შრომით უკვე მრავალგზის აქვს დამტკიცებული, რომ ძალაც შესწევს ქადილისა. ამიტომაც ვერ შელევია ზღვისპირეთს, სადაც დამატებით, ახალი საქმიანობის იდეა ჩაესახა და მის სარეალიზაციოდ სუბტროპიკული ზონის, ერთ-ერთი დიდად ნაყოფიერი ადგილი, ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელი ნოჯიხევი აირჩია. აქ შეიძინა ერთმანეთის ახლოს მდებარე 9 ჰექტრამდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები. აგროპირობების სრული, მეცნიერულად რეკომენდებული წესების დაცვით გააშენა ლიმონის, ფორთოხალის, მანდარინის ბაღები.

საადაპტაციო პერიოდი, ანუ აკლიმატიზაცია კარგად გაიარეს ნარგავებმა. ნაყოფი არაფრით განსხვავდება თვითონ იაპონელების მიერ მოწეულისგან. ოღონდ ეგაა, მცირეწლოვანობის გამო მოსავალი ,ჯერ ცოტაა და ახლობლების დასასაჩუქრებლად  თუ ყოფნის.

სავსებით რეალურია ზურას, ამჯერად მეციტრუსის, მოლოდინი: ორ წელიწადში ძირი ფორთოხალი 80 კილოგრამზე მეტ ხარისხიან ნაყოფს მისცემს. გარდა გემოსი, ნაყოფი წონითაც  გამორჩეულია – ერთი ცალის წონა 250 გრამს აღემატება.  თანდათანობით შევლენ ზრდასრულობაში ლიმნებიც და მანდარინებიც. თანდათან დამატებითი ფართობებსაც შეძენს, წარმოებას გააფართოებს და გზა ხსნილი აქვს სამშობლოშიც  და მის ფარგლებს გარეთაც. მარტო საფრანგეთში იმდენი და ისეთი საიმედო მეგობარი ჰყავს, ათეულ ტონობით ციტრუსის გასაღება არ გაუჭირდება.

მანამდე 1000 ტონის  ტევადობის სამაცივრო მეურნეობის მოწყობაც აქვს ჩაფიქრებული. ახარებს, რომ დააინტერესა და საქმეში ჩააბა ახლობლები: ძმისშვილი იუზა შპს „სუბტროპიკული ნოჯიხევის“ (ასე დაარეგისტრირა თავისი ახალი წამოწყება) დირექტორია და ამავდროულად საწარმოს მფლობელობაში  არსებულ ყველა ტექნიკურ საშუალებას თვითონ მართავს; მეორე ძმის მემკვიდრე, ნუკრი, იურისტია და იურიდიულ საკითხებს აწესრიგებს. არც ფიზიკურ შრომას თაკილობს. გარეშენის ჩათვლით უკვე 15 კაცი ჰყავს დასაქმებული. მეურნეობის სრულად ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 50-ს გადააჭარბებს.

დიდად მადლიერია სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამისა _ „დანერგე მომავალი“, რომლის დაფინანსებითაც სახნავი და სარწყავი ტექნიკა შეიძინა.

მადლიერება გადამდებია და ასეთი გრძნობით არის გამსჭვალული, ან განიმსჭვალება ყველა, ვინც იცნობდა, იცნობს და მომავალში გაიცნობს ზურაბ ფილიკიას, როგორც მადლის უშურველად გამცემ პიროვნებასა და მოქალაქეს.

ზურაბ თურმანიძე, ნოჯიხევი, ნოემბერი, 2021წ.