ჯანჯაფილის მოყვანა სახლში – მინიმალური სივრცით და მინიმალური ძალისხმევით
ჯანჯაფილი ერთ-ერთი ყველაზე ძველი სამკურნალო და კულინარიული მცენარეა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ როგორც სანელებლად, ისე სამკურნალო ნაყენებისა და სასმელების დასამზადებლად. ბუნებრივ პირობებში ის ყველაზე კარგად ვითარდება ცხელსა და ნოტიო კლიმატში, თუმცა თანამედროვე მეთოდებით მცენარე წარმატებით იძლევა შედეგს სახლში, პატარა სივრცეშიც კი.
სწორი პირობების შექმნის შემთხვევაში ჯანჯაფილის მოყვანა შესაძლებელია პირდაპირ წყალში, რაც გაზაფხული–ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით მოსახერხებელია.
სტატიაში წარმოგიდგენთ როგორ ავარჩიოთ ხარისხიანი სათესლე მასალა, როგორ გავახაროთ იმბირი წყალში, რამდენიმე მარტივი მეთოდის გამოყენებით.
სათესლე მასალის შერჩევა
სახლში ჯანჯაფილის მოყვანისას ძირითადი და ერთადერთი გამრავლების წყარო მცენარის მიწისქვეშა ფესვურა ღეროა, საიდანაც ახალ ამონაყარსა და ფესვებს ივითარებს.
სასურველია თითოეულ ფესურაზს ჰქონდეს:
- სრულყოფილი, გამოკვეთილი კვირტები – ეს პატარა წანაზარდების მიუთითებს, რომ მცენარეს ზრდის პოტენციალი აქვს.
- ჯანმრთელი, მკვრივი ზედაპირი – არ უნდა იყოს გამომშრალი ან დამჭკნარი.
- სისუფთავე და ბუნებრივი ფერი – დაზიანებული ან დამჭკნარი ნაწილები არასასურველია.
თუ პირველად ზრდით იმბირს, სჯობს 3-4 რიზომით დაიწყოთ, ეს ზრდის შანსს, რომ რამდენიმე მათგანმა წარმატებით გაიხარებს.

ფესურების მომზადება გაღივებისთვის
მაღაზიიდან შეძენილი ჯანჯაფილის ფესურები ხშირად დამუშავებულია ზრდის დამაბრკოლებელი საშუალებებით, რათა მაქსისმალურად შეფერხდეს გაიხარების პროცესი. ასეთ სათესლე მასალას მცენარეს გაღივება უჭირს.
ამიტომ სასურველია ფესურა მთელი ღამით წყალში დაალბოთ, ეს გაანეიტრალებს დამუშავებული პრეპარატის ეფექტს და გააქტიურებს კვირტებს.
ამის შემდეგ შეგიძლიათ მიმართოთ რამდენიმე მეთოდი.
ჯანჯაფილის გაღივება წყალში – მარტივი მეთოდები
1. გაღივება წყლით სავსე თასში:
- აიღეთ ფართო თასი და შეავსეთ წყლით;
- მოთავსეთ ფესურა ისე, რომ მთლიანად დაიფაროს;
- გააჩერეთ მანამ, სანამ მისი ახალი ფესვები 5-5 სმ სიგრძის არ გახდება;
- ფესვების გამოჩენის შემდეგ მცენარე შეგიძლიათ გადარგოთ ქოთანში, მსუბუქ და ფხვიერ ნიადაგში.
ეს მეთოდი განსაკუთრებით კარგია დამწყებთათვის.
2. გაღივება ტენიან გარემოში, პოლიეთილენის პაკეტში:
- ჩააწყვეთ ფესურები ტენიან ქაღალდის ხელსახოცში;
- მოათავსეთ ჰერმეტულად დახურულ პოლიეთილენის პაკეტში;
- შექმნილი თბილი და ნესტიანი გარემო რიზომს სწრაფად აღვივებს;
- ფესვების გამოჩენისთანავე მცენარე გადაიტანეთ მიწაში.
ეს მეთოდი მინიმალურ სივრცეს იკავებს და გაღივებას აჩქარებს.

3. ჰიდროპონიკით მოყვანა — ყველაზე სტაბილური მეთოდი
ჰიდროპონიკა საშუალებას გაძლევთ ჯანჯაფილი მთლიანად წყალში გამოიზარდოთ, მიწის გარეშე.
როგორ მოვიქცეთ:
- ფესურები დაჭერით ნაწილებად, თითოეულს უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი კვირტი;
- ნახევრად შეავსეთ ქოთანი კომპოსტით და ჩარგეთ რიზომები 2,5 სმ სიღრმეზე;
- კარგად მორწყეთ და დააკვირდით გაღივების პროცესს;
- მოამზადეთ ჰიდროპონული ყუთი:
- თითოეულ მცენარეს სჭირდება დაახლოებით 30 სმ² სივრცე;
- ყურთის სიღრმე უნდა იყოს 10-15 სმ.
- როდესაც მცენარეს გამოენასკვება ღერო და 2-3 ფოთოლი, ამოიღეთ ფესვურები ფრთხილად ჩამორეცხეთ;
- ლოტოკი შეავსეთ ჰიდროპონული საკვები ხსნარით (სქელ ფენად –5 სმ);
- ჩალაგეთ მცენარეები 30 სმ დაშორებით და დაფარეთ ფესვები ინერტული სუბსტრატით;
- საკვები ხსნარი მცენარეს უნდა მისცეთ ყოველ 2-3 საათში, ხოლო pH დაიცავით 5-8 მონაკვეთებში;
- მცენარეებს დღეში რამდენიმე საათით სჭირდებათ მსუბუქი ჩაბნელება, ზედმეტი სინათლე ზრდას აფერხებს.
ჰიდროპონიკაში ჯაჯაფილი საშუალოდ 4 თვეში მწიფდება.
მოსავლის აღების შემდეგ ფესურები უნდა გარეცხოთ, გაშროთ და შეინახოთ გრილ, ბნელ ადგილას.
სწორად შერჩეული სათესლე მასალა, ზომიერი ტენიანობა, ტემპერატურა და მცირედი მოთმინება და რამდენიმე კვირაში თქვენს სახლის ფანჯრის რაფაზე ახალი, ჯანმრთელი და ჯანჯაფილი გაიზრდება.
იდროპონიკის გამოყენება კი პროცესს კიდევ უფრო სტაბილურსა და პროდუქტიულს ხდის.

