აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამედია ფერმერებისთვის TVმემცენარეობა

ჯიჯილაყას (ამარანტი) მოვლა- მოყვანა ბიოლოგიური  მეთოდებით

რა არის ამარანტი – ჯიჯილაყა (ამარანტი) Amaranthus cnienthus,  რომელიც გამოიყენება როგორც მარცვლოვანი, საბოსტნე და დეკორატიული  კულტურა, კულტივირებულია და მოჰყავთ დედამიწის ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში, მათ შორის საქართველოშიც. გაეროს სასურსათო კომისიამ ამ მცენარეს 21-ე   საუკუნის პროდუქტი უწოდა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა. 
Amaranthus – ბერძნულად უჭკნობ, მარადმოყვავილეს ნიშნავს და ძველი ბერძნები მას უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.  ისტორიულად ცნობილი ფაქტია, ისიც რომ შვედეთის დედოფალმა ქრისტიანამ 1653 წელს „ამარანტის კავალერთა ორდენი“ დააარსა. ითვლება რომ ევროპამ იგი მეთექვსმეტე საუკუნეში იხილა. რაც შეეხება საქართველოს, მაყაშვილის ლექსიკონის თანახმად, Amaranthus – ჯიჯლაყა გახლავთ (მაყაშვილი, ა. ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი. – თბ.: საბჭოთა საქართველო, 1961)  საქართველოში ველურად გავრცელებული  ამარანტი-ერთწლოვანი სარეველაა.  არსებობს ამარანტის 900 სახეობა და 65 გვარი. ამარანტი უპრობლემო მცენარეა, ეგუება ყველა სახის ნიადაგს. უყვარს სინათლე, სითბო და მორწყვა. სასალათე ფოთლებისათვის სჭირდება აღმოცენებიდან 60-70 დღე, სათესლედ კი 100-120. შესანიშნავი სასუქი – სიდერატია ამიტომ გამოყენებისას უნდა მოეჭრას ღერო, ხოლო ფესვები დარჩეს მიწაში.

ბოტანიკური აღწერა: ამარანტი მიეკუთვნება ამარანტისებრთა ოჯახს (Amaranthaceae). ეს მცენარეები ხასიათდებიან მრავალფეროვანი ფორმებითა და ფერებით, თუმცა მათი თესლი, ძირითადად, პატარა, მრგვალი ან ოვალური ფორმისაა, დიამეტრით დაახლოებით 1 მმ. ფერი შეიძლება იყოს თეთრი, ყვითელი, ყავისფერი ან შავი, სახეობის მიხედვით. კარგი კვების პირობებში, ივნისის ბოლოდან დაწყებული, ამარანტი იწყებს სწრაფად ზრდას და ყოველდღიურად ემატება 7 სმ სიმაღლე. მნიშვნელოვანია ამარანტის ნათესში  ორგანული სასუქების გამოყენება.

თესლის მომზადება დასათესად და თესვა თესლი ითესა აპრილ-მაისში, როდესაც ნიადაგი გათბა +10-13 გრადუსამდე.  ამარანტის თესლი ითესება 1-1,5 სმ. სიღრმეზე. მწკრივებს შორის მანძილი 45 სმ, თესლებს შორის 10 სმ, თუ ეს პირობა არ დაკმაყოფილდება მცენარე პატარა გაიზრდება და მოსავლიანობაც მცირე იქნება. ამარანტის თესლი ძალიან მცირე ზომისაა (ამარანტის 1000 მარცვალი იწონის მხოლოდ 0,6-0,9 გ), შემდეგ დარგვამდე უნდა შეურიოთ მდინარის ქვიშას ან ჩვეულებრივ ნახერხს 1:20 თანაფარდობით, მიღებული ნარევი უნდა იყოს ერთგვაროვანი. ასევე თესვის წინ მნიშვნელოვანია ნიადაგის მოსწორება და ნიადაგის განოყიერება. პირველი ყლორტები დარგვიდან 8-10 დღეში გამოჩნდება. ამარანტის ზედა ნაწილი თავდაპირველად საკმაოდ ნელა ვითარდება, ამიტომ ყოველ 10 დღეში ერთხელ საჭიროა მცენარის გათხელება, ასევე ნიადაგის გაფხვიერება და სარეველა მოცილება, როდესაც ამარანტი 20 სმ სიმაღლეს მიაღწევს, უნდა მოხდეს მცენარის გამოკვება. ეს მცენარე სრულად მწიფდება დარგვიდან 100-110 დღის შემდეგ. 1ჰა-ზე 100-300ტონა  მწვანე მასა და 3-4 ტ თესლი მიიღება.

შემადგენლობა – ამარანტში არსებული ცილები ახანგრძლივებს ახალგაზრდობას და აჯანსაღებს ორგანიზმს.  მცენარეს აქვს მდიდარი ქიმიური შემადგენლობა, რაც განაპირობებს მის სამკურნალო თვისებებს. ჯიჯლაყას (ამარანტის) ნაყოფი შეიცავს შემდეგ აქტიური ნივთიერებებს: ცილა, ამინომჟავები, ვიტამინი С, რკინა, მინერალური ნივთიერებები. ვიტამინები. დიდი რაოდენობითაა С, А, და В ჯგუფის ვიტამინები, ტანინები, ლიზინი, სკვალინი.

გამოყენება – ამარანტი (ჯიჯლაყა)  – 8 ათასი წლის მანძილზე, სამხრეთ ამერიკისა და მექსიკის ტერიტორიაზე ითვლებოდა ძირითად მარცვლეულ კულტურად. მას აძლევდნენ საკვებად ახალდაბადებულ ბავშვებს, მარცვლები მეომრებს მიჰქონდათ ხანგრძლივი მოგზაურობისას – როგორც ჯანმრთელობისა და ძალების აღსადგენი საშუალება,

 ამარანტში  სკვალენის ეთერზეთის მაღალი შემცველობის გამო უნიკალურია, რადგან ძალიან ბევრ დაავადებას კურნავს. ამ დაავადებათა შორისაა: ეგზემა, პაროდონტოზი, კატარაქტა, ბავშვებში შარდის შეუკავებლობა, დერმატოლოგია, ანემია, ავიტამინოზი, ონკოლოგიური დაავადებები, ქიმიოთერაპიის შედეგები, სახსრების ტკივილი, ნევროზი, პროსტატიტი, ურეთრიტი, ცისტიტი, ვაგინიზმი, კოლიტი, დიაბეტი, ცხიმიანობა, ის ამყარებს იმუნურ სისტემას და, ა.შ. დიეტოლოგიასა და კოსმეტიკაში გამოიყენება, როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება.

პირველად სკვალენი 1906 წელს აღმოაჩინეს. იაპონელმა დოქტორმა მიცუმარო ცუჯიმოტომ ზვიგენის ღვიძლიდან გამოყო ექსტრაქტი, რომელიც მოგვიანებით იდენტიფიცირებული იყო როგორც „სკვალენი“. ბიოქიმიური და ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, სკვალენი ბუნებრივი უჯერი ნახშირწყალბადია.

1931 წელს ნობელიანტმა დოქტორ კლაურმა დაამტკიცა, რომ ამ შემადგენლობას წყალბადის 12 ატომი აკლია სტაბილური მდგომარეობისათვის და ამიტომ ეს გაუჯერებელი ნახშირწყალბადი იტაცებს ამ ატომებს მისთვის ხელმისაწვდომი ნებისმიერი წყაროდან. ვინაიდან ორგანიზმში ჟანგბადის ყველაზე გავრცელებულ წყაროს წყალი წარმოადგენს, სკვალენი ადვილად შედის მასთან რეაქციაში, ათავისუფლებს ჟანგბადს და ხდება ორგანოებისა და ქსოვილების ჟანგბადით გაჯერება. დიდი ხანია ცნობილია, რომ სწორედ ჟანგბადის დეფიციტი იწვევს არა მარტო ორგანიზმის დაბერებას, არამედ ონკოლოგიური დაავადებების წარმოქმნასა და განვითარებას. სულ რამდენიმე წლის წინ, სკვალენის ერთადერთი წყარო ზვიგენის ღვიძლი გახლდათ, რაც ამ პროდუქტს ერთ-ერთ ყველაზე დეფიციტურს და ძვირადღირებულს ხდიდა. ზვიგენის ღვიძლში ამ ნივთიერების შემცველობა მხოლოდ 1-1.5%-ია. ამარანტის ზეთში კი, აღმოჩნდა, რომ სკვალენის რაოდენობამ  8-10 %-ია.

ლიზინი – აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ასტიმულირებს ცხიმების წვას. ლიზინი მონაწილეობს კოლაგენის წარმოქმნაშიც, მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ლიზინი სიმსივნის დროს აფერხებს მეტასტაზების წარმოქმნას და ხელს უშლის კიბოს გავრცელებას.

ამარანტის ზეთი – ამარანტის არა მარტო თესლს, არამედ მისგან გამოხდილ ზეთსაც დიდი სამედიცინო პოტენციალი აქვს.

ამარანტი გამოიყენება გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, საშარდე სისტემის დაავადებების, შარდსასქესო ორგანოების ანთებითი პროცესების, ღვიძლის დაავადებების და სხვათა წინააღმდეგ.

აკადემიკოსმა ნ.ი. ვავილოვმა წინასწარმეტყველურად უწოდა მას XXI საუკუნის საკვები. ახლა მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მეცნიერები ერთსულოვანი არიან, რომ ამარანტი მართლაც უნიკალური მარცვლეული, ბოსტნეული და სამკურნალო კულტურაა. მას შეუძლია შეავსოს ჩვენს საკვებში ცილების, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტი, რასაც თანამედროვე კვლევები ადასტურებს და შესანიშნავად ეგუება ახალ პირობებს.  მაგალითისათვის, ამ მცენარისაგან დამზადებული ზეთი სასარგებლო თვისებების გამო აშშ-ში უკვე აქტიურად მოიხმარება და 10მლ-ის. ფასი18$ შეადგენს.  ცხოველებს, რომლებსაც საკვებში უმატებენ ამ მცენარის 25% -ს- წონაში იზრდება. 2-3 ძროხის გამოსაკვებად წელიწადში საკმარისია 600 კვ.მ-ზე მოყვანილი სილოსის მასა, ფრინველი სწრაფად იზრდება, მატულობს, კვერცხმდებლობა.

მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია. ასეთი მრავალმხრივი გამოყენების გამო გადავწყვიტეთ, ამარანტზე და მის ველურ ფორმებზე მეცნიერული მუშაობა წარმართულიყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ ბაზაზე. ამ მიზნით 2023 წელს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოძიებული იქნა ჯიჯილაყას ნერგები და თესლი, რომლის მოვლა-მოყვანა განხორციელდა   მცხეთის მუნიციპალიტეტში, ს/მ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის საცდელ ბაზაზე, ჩატარდა ნიადაგის დამუშავება (მოხვნა, ორგანული სასუქის შეტანა, კულტივაცია). სათბურში გამოყვანილი ჩითილები დაირგო ღია გრუნტში.  მასთან ერთად დაირგო სხვადასხვა რეგიონებიდან ექსპედიციით მოძიებული  ჯიჯილაყას ნერგები, ვეგეტაციის ხანგრძლივობა 90-140 დღეა, პომიდვრისა და წიწაკის მსგავსი. ამიტომ, ადრეული მოსავლის მისაღებად, უმჯობესია ამარანტის გაშენება ნერგების მეშვეობით.

ამარანტის განოყიერება – მართალია ამარანტი შეიძლება გაიზარდოს ნებისმიერ ნიადაგზე, მაგრამ სწრაფად და ძლიერად – არა მძიმე თიხაზე, არამედ ნაყოფიერ  მსუბუქ თიხნარზე და კომპოსტის ან ჰუმუსის გულუხვი დამატებით – 1მ2 – ზე – 10 კგ.

მეცნიერული კვლევები: მინდვრის  პირობებში წარმოებდა დაკვირვება მცენარეთა  განვითარებაზე (აღმოცენება, ბარტყობა, დათავთავება, ყვავილობა, სიმწიფე.) შესწავლილია ბიო-სამეურნეო მაჩვენებლები (თავთავის სიგრძე, მთავარი თავთავის მარცვლის მასა, მცენარის პროდუქტიულობა).  მინდვრად ჩატარდა  შეფასებები დაავადებების და  მავნებლების მიმართ გამძლეობაზე. შერჩეული ჯიშების  შეფასება განხორციელდა 2024 წელს შედეგებით (იხ. ცხრილი N 1, დიაგრამა N 1). ცხრილი N 1

ამარანტის (ჯიჯილაყა) ბიო-სამეურნეო მაჩვენებლები

 

არიანტი მცენარეთა

რაოდენობა (ცალობით)

 

ფორმა

მცენარის სიმაღლე (სმ) ნაბარტყი ღეროთა

რაოდენობა  (ცალობით)

 

თავთავის სიგრზე( სმ)

 

მომწიფების დრო

ერთ მცენარეზე თესლის

რაოდენობა (გ)

 

40 მცენარიდადან

მიღებული

მარცვლისმოსავალი ( გ)

 

ყვითელი ამარანტი

(თესლისაგან

მიღებული ჩითილი)

40 სწორმ

დგომი

2 28 75 20.10 43 400
მწვანე ამარანტი

(მოძიებული ნერგები)

40 გართ

ხმული

1.4 20 30 25.09 23 225
წითელი ამარანტი

(მოძიებული ნერგები)

2 გართ

ხმული

1.31 12 32 7.10 16 120

დიაგრამა ამარანტი      დიაგრამა N 1

როგორც ცხრილიდან და დიაგრამიდან ჩანს, თესლისგან მიღებული ჩითილის მცენარეთა სიმაღლეა  2მ. ექსპედიციით მოძიებული ნერგებიდან –  მწვანე შეფერილობის 1.4 მ, 0.6 მ-ით ნაკლები ყვითელთან,  წითელი ფერის – 1.31მ,  0.69 მ-ით ნაკლები  ყვითელთან. ერთ მცენარეზე თესლის რაოდენობა:  ყვითელი ფერის 43 გრამი, მწვანე 23 გრ, წითელი ფერის 16 გრამი. 40 მცენარიდან  მიღებული  თესლის მოსავალი: ყვითელის 400 გრამი, მწვანე – 225 გრამი, წითელი – 120 გრამი.  

ყვითელი მცენარის თესლიდან  მიღებული ნერგების თესლის მოსავლის შედეგები უკეთესი მაჩვენებლებით ხასიათდება, ვიდრე მწვანე და წითელი ფერის  ნერგებისაგან მიღებული მოსავალი.

ჯიშების მოძიება – 2024 წელს ჩატარდა ექსპედიციები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში: არხილოსკარო, ზემო ქედი, ქვემო ქედი, მირზაანი. მოძიებულ იქნა ამარანტის თესლი და ნერგები. მთხრობელთა ინფორმაციით, წლების წინათ არხილოსკაროში ამარანტი ითესებოდა, შემდგომ კი მოხდა ცხრებისაგან გადაძოვება.

2025 წელს   სათბურში  ამარანტის ჩითილების გამოსაყვანად დაითესა, 2024 წლის მოსავლიდან მიღებული თესლი, ასევე ამარანტის თესლი დაითესება წილკნის საცდელ ბაზაზე 200 კვმ ფართობზე. ჩატარდება ფენოლოგიური დაკვირვებები, შეისწავლება ბიო-სამეურნეო მაჩვენებლები. ამარანტის  ჯიშების შეფასება განხორციელდა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ბიო-სამეურნეო მაჩვენებლები (თავთავის სიგრძე, მთავარი თავთავის მარცვლის მასა, მცენარის პროდუქტიულობა). გატარდება აგროტექნიკური ღონისძიებები: მორწყვა, სარეველებისაგან განთავისუფლება, ორგანული სასუქით გამოკვება, განხორციელდება მავნებელ-დაავადებებისადმი გამძლე და ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებული ფორმების გადარჩევა. ოქტემბერში აიღება მოსავალი, მოხდება თესლის მიღება, შემდგომი სამუშაოების განხორციელებისათვის, საკმარისი თესლის მიღების შემდეგ განხორციელდება ლაბორატორიაში ბიოქიმიური მაჩვენებლების განსაზღვრა. მოხდება   ფორმების გამორჩევა.

      კვლევის ფარგლებში მიღებული შედეგები:

  • დღეისათვის ჩვენს ხელთ არსებული მონაცემების მიხედვით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში მოყვანილი ამარანტის ჯიშები გამოირჩევა მაღალი  იმუნურობით სხვადასხვა დაავადებების მიმართ და  მათი გამოყენება შესაძლებელია მედიცინაში, მეცხოველეობაში, კულინარიაში.
  • 2024 წელს შესწავლილი იქნა 2023 წელს ექსპედიციების შედეგად მოძიებული ამარანტის ნერგების (40 ნერგი) და თესლით მიღებული ჩითილის (40 ძირის) ბიოსამეურნეო თვისებები.
  • 2025 წელს გაგრძელდება მუშაობა სათბურში ჩითილების გამოსაყვანად და აგრეთვე წილკნის საცდელ ბაზის ნაკვეთზე ამარანტის მოყვანა.
  • კვლევის გაგრძელებით შესაძლებელი გახდება, განხორციელდეს გარკვეული რეკომენდაციების გაცემა ამარანტის ბიოწარმოებაზე.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. თამარ ჭოხონელიძე, „ამარანტი – ჯანსაღი ორგანული პროდუქტი“. ჟურნალი „აგრარული საქართველო“,11.2015 წ.
  2. თამარ ჭოხონელიძე, „ჯიჯილაყა, სიმდიდრე, რომელიც დავკარგეთ“. ჟურნალი „აგრარული საქართველო“, 01. 2018 წ.
  3. ამარანტი – სიცოცხლის მარცვალი ანდებიდან. ჟურნალი „ავერსი“, N175, 2020 წ.
  4. Галина Важненко, „ПТИЦЕВОДСТВО И РОЛЬ В НЁМ АМАРАНТА“

 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახური

მზეინაბ სარალიძე – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

გოჩა წერეთელი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

მზია ბერუაშვილი – სოფლის მეურნეობის დოქტორი,

ზურაბ ბილანიშვილი – სპეციალისტი,

მზია წიკლაური – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასოცირებული პროფესორი,

ლიზი თვალიაშვილი  – აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი