აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

კაკლის წარმოების აგროტქნოლოგია, პლანტაციის გაშენება, მოვლა

კაკალი ერთბინიანი, სქესგაყოფილი, ჯვარედინად დამამტვერიანებელი მცენარეა. საქართველოში იგი გავრცელებულია თითქმის ყველა რეგიონში. ქმნის მცირე კორომებს, მეტწილად კი ერთეული ხეებია. ყველაზე დიდი კორომები ალაზნის ნაპირებზეა. კაკალი მდინარისპირა ჭალებში შერეულია მუხასთან, თელასა და რცხილასთან.

ზრდასრული კაკლის ხის სიმაღლე 20-30 მეტრ სიმაღლეს აღწევს და პროდუქტიულობას ინარჩუნებს ასზე მეტი წლის განმავლობაში. მარტომდგომ კაკალს ვარჯი ფართოდ აქვს გადაშლილი, კორომში კი ვიწროდ არის აზიდული. აქვს ლეგა, დაშაშრული ქერქი, ერთსქესიანი და ერთსახლიანი ყვავილები, კენტფრთართული, პრიალა ფოთოლი, რომელიც ეთეროვან ზეთს შეიცავს.

დამოკიდებულება აგროკლიმატური ფაქტორებისადმი. მცენარე ყინვაგამძლეა, იტანს მინუს 30-35°C-ს ყინვას. ფესვთა სისტემა ძლიერ განვითარებული აქვს. ყვავილობას იწყებს მარტ-აპრილში, ამიტომ გაზაფხულის წაყინვების შედეგად სანაყოფე კვირტები შეიძლება დაზიანდეს მიუხედავად მცენარის მაღალი ყინვაგამძლეობისა.

ქიმიური შემადგენლობა. კაკალი შეიცავს A1, B1, B2, E, PP და C ვიტამინებს. კაკლის ფოთლები შეიცავს: ქინონებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ B-ს, ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C), კაროტინს. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), 1 ვიტამინსა და პროვიტამინს.

უმწიფარი ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით.

კაკალი სინათლის მოყვარული მცენარეა. იგი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.

ნიადაგის მჟავიანობა სასურველია იყოს PH 5,5-დან 8,0-მდე.

კაკლის გავრცელებული საწარმოო ჯიშები

ჩენდლერი

ლატერალური, საშუალო-გვიან მოყვავილე, საშუალო ზრდის, მრგვალი მსხვილი ნაყოფებით.

ჩენდლერის მოსავლიანობა ჰექტარზე შეადგენს, 10-12 ტონას. ჰექტარზე ირგვება 250-300 ძირი, ერთი ძირის მოსავლიანობა შეადგენს 40კგ-ს, ხოლო ნიგოზის გამოსავლიანობა კი 49%-ია, ამიტომ ერთეულ ჰექტარ ფართობზე კარგი აგროტექნიკის პირობებში შეიძლება მიღებულ იქნას 4,9 დან 5,88 ტონა სუფთა ნიგვზის მოსავალი.

ფერნორი

ლატერალური, გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის, საშუალო-მსხვილი ოვალური ნაყოფებით.

ფრანქეტა

აპიკალური, საშუალო-გვიან მოყვავილე, ძლიერი ზრდის, მსხვილი ოვალური ნაყოფებით. გამოიყენება დამამტვერიანებლად.

ადგილი თესლბრუნვაში

კაკლის ბაღის გაშენებისას გასათვალისწინებელია, რომ მისი გაშენება ნაკლებად სასურველია ისეთ ფართობებზე, სადაც წინა წლებში ინტენსიურად იწარმოებოდა ძაღლყურძენასებრთა ოჯახის წარმომადგენელი სასოფლო-სამეურნეო კულტურები.

შასურველია, თუ კაკლის წინამორბედი კულტურები იქნება პარკოსანი მცენარეები, როგორიცაა იონჯა, ესპარცეტი, სამყურა და სხვა.

ნიადაგის და ნაკვეთის შერჩევა

რელიეფი და ნიადაგის მჟავიანობის არე (PH). კაკლის სამრეწველო ბაღის გაშენებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტერიტორიის სწორად შერჩევას, კაკალი ძირითადად გავრცელებულია ზღვის დონიდან 1200-1850 მეტრ სიმაღლეზე, ყირგიზეთში კი 2000 მეტრზეც გვხვდება. კაკალი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში, არ უყვარს ჭარბტენიანი და ეწერი ნიადაგები. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს. იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.

წარმოებისათვის საჭირო მჟავიანობის არე PH 5,5-დან 8,0-მდეა.

იმ შემთხვევაში, თუ კაკლის გასაშენებლად შერჩეულ ფართობზე ნიადაგის არეს რეაქცია აღნიშნულ პარამეტრებზე მეტი ან ნაკლებია, ანუ ნიადაგის კაკლის წარმოებისათვის შეუთავსებლად მჟავე, ან პირიქით ტუტე რეაქციისაა, ამ დროს ულტურის გაშენებამდე საჭირო იქნება ნიადაგის მჟავიანობის არეს ხელოვნური რეგულირება შესაბამისი ღონისძიებების ანხორციელებით.

ფიზიოლოგიურად მჟავე ნიადაგებზე PH-ის რეგულირების მიზნით გამოიყენება ნიადაგის მოკირიანება, ხოლო ტუტე რეაქციის არეს მქონე ნიადაგებზე კი PH რეგულირდება მოთაბაშირების საშუალებით.

ნიადაგის ძირითადი დამუშავება

კაკლის ბაღში ნიადაგი ყოველთვის ფხვიერ მდგომარეობაში უნდა იყოს. არ უნდა მოხდეს ხეების გარშემო სარეველა ბალახების განვითარება. თავდაპირველად, ახალგაზრდა ბაღში ე.წ. „შავი ანეული“ არის ნიადაგის მოვლის ყველაზე რეკომენდირებული წესი. ამ დროს შემოდგომაზე შეაქვთ ფოსფორ-კალიუმიანი სასუქების რეკომენდირებული ნორმები და ხდება ბაღის მოხვნა. ვეგეტაციის პერიოდში კი ჩატარდება 4-5-ჯერადი კულტივაცია. ასეთ მდგომარეობაში ნიადაგი შესაძლებელია იყოს 6-8 წლის მანძილზე, შემდეგ კი აუცილებელია ბაღში ნიადაგის ხანმოკლე დაკორდება, მრავალწლიანი ბალახებით. ამ მიზნისათვის საუკეთესო ვარიანტია სიდერატების (მწვანე სასუქი) თესვა. სიდერატებად გამოიყენება ბარდა, ხანჭკოლა, ცულისპირა, ცერცვი, სოია. მათი თესვა ხდება შემოდგომაზე, ჩახვნა კი გაზაფხულზე ყვავილებისა და პარკების ფორმირებისას.

ბაღის გასაშებელი ნიადაგის დამუშავება

ნიადაგის მომზადება ბაღის გასაშენებლად. კაკლის ბაღის გასაშენებლად სასურველია შერჩეული იქნას ქარებისაგან დაცული ადგილი. ასევე მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ სამხრეთის ფერდობები უფრო თბილია და ამიტომ ბაღის გაშენება რეკომენდებულია სამხრეთის ან სამხრეთ-დასავლეთი მხარეს არსებულ ფერდობებზე.

კაკალი კარგად ხარობს ღრმა, ნოყიერ, თიხა-კირიან და თიხნარ ნიადაგებში, არ უყვარს ჭარბტენიანი და ეწერი ნიადაგები. გრუნტის წყლის დონე არ უნდა იყოს 2 მეტრზე ახლოს.

იგი მძლავრი ფესვთა სისტემის გამო კარგად ვითარდება ქვიან და ღორღიან ნიადაგებზეც.

თავდაპირველად, საჭიროა საპლანტაჟე, ან ნახევრად საპლანტაჟე ხვნის ჩატარება საბაღე ნაკვეთზე. საპლანტაჟო ხვნა ტარდება 60-80 სმ. სიღრმეზე, ხოლო ნახევრად-საპლანტაჟო ხვნა უნდა ჩატარდეს 40-60 სმ. სიღრმეზე.

იმავე წლის შემოდგომის ბოლო პერიოდში, ან მომდევნო წლის გაზაფხულზე უნდა განხორციელდეს საბაღე ნაკვეთის გადახვნა 4 ფრთიანი გუთნით და შემდეგ მძიმე დისკებით გაფხვიერება. ამ სამუშაოების შემდეგ კი საჭიროა ნაკვეთის ფრეზირება როტაციული კულტივატორით.

კაკლის ბაღის გაშენება

ნერგის დასარგავად, საჭიროა მომზადდეს ორმოები, რომელთაც ექნებათ 40-60 სმ. სიგანე და 50-60 სმ. სიღრმე.

ნერგი უნდა იყოს ჯანსაღი, დაუზიანებელი ფესვთა სისტემით და კარგად შეხორცებული  ნამყენი ადგილით.

დარგვის სქემები:

♦ კაკლის საძირეებზე დამყნილი ნერგები – რიგთაშორის 7-8 მეტრი, მცენარეებს შორის – 5-7 მეტრი.

♦ პარადოქსზე დამყნილი ნერგები —რიგთაშორის 8-10 მეტრი, მცენარეებს შორის – 5-8 მეტრი.

საძირეების მოკლე აღწერა:

დარგვის დრო. გვიანი შემოდგომა დეკემბრის დასაწყისში ან გაზაფხულზე, აპრილის პირველ ნახევარში.

დარგვის წესი

დარგვისას ნერგის ნამყენი ადგილი უნდა მოექცეს ნიადაგიდან 4-5 სმ. სიმაღლეზე.

ნიადაგის განოყიერება დარგვისას

სასუქები შეაქვთ ორმოებში. ამ დროს ორმოს ფსკერზე იყრება აზოტის, კალიუმის და ფოსფორის შემცველი სასუქები, თითოეული მათგანი საშუალოდ 30-50 გრამის ოდენობით. ორმოში სასუქის ჩაყრის შემდეგ, აუცილებელია სასუქის 5-10 სმ. სისქის მიწით დაფარვა.

ამას გარდა, დარგვისას ნერგისათვის შემოსაყრელ მიწას უნდა შეერიოს 10-15 კგ. გადამწვარი ნაკელი. ეს ოპერაცია (ნაკელის შეტანა) საჭიროა განხორციელდეს მხოლოდ იმ  შემთხვევაში, თუ პლანტაჟის დროს არ იქნა ნაკელი შეტანილი. პლანტაჟის დროს საჭიროა ერთ ჰექტარზე 30-40 ტონა ნაკელის შეტანა.

ნიადაგის ამ სახით განოყიერების შემდეგ, სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა ბაღში არ არის საჭირო ნაკელის და მინერალური (ფოსფორიანი და კალიუმიანი) სასუქების გამოყენება.

გამოიყენება მხოლოდ აზოტიანი სასუქები ყოველწლიურად ადრე გაზაფხულზე.

ნიადაგის განოყიერება და მცენარის კვება

ქლიავის განოყიერების საორიენტაციო სისტემა. განოყიერება. კაკლის ბაღში შესატანი მინერალური ელემენტების ზუსტი დოზების დადგენა საჭიროა ნიადაგის აგროქიმიური და ფოთლის ანალიზის შედეგების მიხედვით. ფოთლებში საკვები ელემენტების ოპტიმალური შემცველობებია:

აზოტი N-2,5-3,3%/მშრალ ნივთიერებაზე.

ფოსფორი P-0,10-0,30%/მშრალ ნივთიერებაზე.

კალიუმი K-1,2-3,0%/მშრალ ნივთიერებაზე.

მაგნიუმი Mg-0,30-1,0%/მშრალ ნივთიერებაზე.

კალციუმი Ca,6-1,4%/მშრალ ნივთიერებაზე.

საორიენტაციოდ, ყოველწლიურად საჭიროა კაკლის ბაღში შეტანილი იქნას 80-100 კგ. აზოტი,

80-100 კგ. ფოსფორი და 80-100 კგ. კალიუმი (სუფთა ნივთიერებები).

მინერალური სასუქების შეტანის ოპტიმალური პერიოდები:

აზოტი N — ვეგეტაციის პერიოდში: პირველი შეტანა კვირტების დაბერვის პერიოდში, მეორე შეტანა დანორმების შემდეგ, ხოლო მესამე შეტანა კი მოსავლის აღების შემდეგ.

ფოსფორი P — ხსნადი ფორმის შეტანა საჭიროა ვეგეტაციის პერიოდში, უხსნადი ფორმა კი შეტანილი უნდა იქნას შემოდგომაზე, ან გვიან ზამთარში.

კალიუმი K — იგივე, რაც ფოსფორის შემთხვევაში.

ორგანული სასუქები: ყოველწლიურად შეტანის შეჩანაწერის ნახვამთხვევაში საჭიროა 6-10 ტონა. ასევე შესაძლებელია შეტანა ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ და ამ შემთხვევაში საჭიროა 35-40 ტონა.

როზა ლორთქიფანიძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა დოქტორი;
ნინო ავალიშვილი – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
შოთა ლამპარაძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნოდარ ბერიძე – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი;
ნიკოლოზ სულხანიშვილი – სოფლის მეურნეობათა მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

სასუქების უფრო ზუსტი დოზების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ ნიადაგის
აგროქიმიური ანალიზით.