კალიუმის ნაკლებობა კაკალში
კაკლის კულტურით დაინტერესებული ფერმერების რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იმატებს. მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად კი აუცილებელია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მეწარმეს თავისი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანა სურს. ექსტრა და პირელი კლასის ნიგოზი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ფაქტორებს:
არ უნდა იყოს სოკოვანი დაავადებით ან მავნებლის მიერ დაზიანებული და ასევე გული არ უნდა იყოს არაერთგვაროვანი, მუქი ფერის და შეუვსებელი.
დღევანდელ სტატიაში განვიხილიავთ ერთ-ერთ ფაქტორს ხარისხიანი და მაღალი საბაზრო ღირებულების პროდუქტის მისაღებად. იმისათვის, რომ კაკლის გული იყოს შევსებული და სათანადო შეფერვის, კაკლის ხეს სჭირდება სათანადო რაოდენობით კალიუმი ნიადაგში.
კალიუმის დეფიციტის სიმპტომები იწყება ზაფხულის დასაწყისში, როდესაც კაკლის ხის ფოთლები ფერმკრთალდება, ხოლო მოგვიანებით კიდეები იკეცება ზევით და იხევა. გამომდინარე იქიდან, რომ კალიუმი მარტივად გადაადგილდება მცენარეში, მისი სიმცირის სიმპტომები პირველ რიგში ჩნდება ქვედა და შუა იარუსის ფოთლებზე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კაკლის მწარმოებელი ფერმერებისთვის, ამ ელემენტის ნაკლებობით კაკალი არ არის სრულად შევსებული და მისი გული ხდება მუქი ფერის, რაც საგრძნობლად ამცირებს მის საბაზრო ღირებულებას.
მაღალი ხარისხის ნიგვზის მისაღებად საჭიროა კალიუმიანი სასუქების გამოყენება. კალიუმის დეფიციტის აღმოსაფხვრელად აგროკომპანია ბარაქა გირჩევთ გამოიყენოთ ბელგიური კომპანია Tessenderlo Kerley-ს გრანუპოტასი და სოლუპოტასი.
შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე რეკომენდირებულია ნიადაგზე მობნევით გრანუპოტასის გამოყენება, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს (K2O- 50%) და გოგირდს (SO3- 45%). გრანუპოტასში გოგირდის შემცველობა განაპირობებს საკვები ელემენტების შეთვისებას და ნიადაგის pH-ის შემცირებას.
სოლუპოტასის გამოყენება შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემით. მის შემცველობაში შედის კალიუმი (K2O -51%) და გოგირდი (SO3- 46%).
გრანუპოტასს და სოლუპოტასს კონკურენტი სასუქებისგან გამოარჩევს მაღალი ხსნადობა და მარილების დაბალი შემცველობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კაკლოვანი კულტურებისთვის.