აგრარული განათლებააგროტექნოლოგიებიდარგებიმებაღეობა

კანადური ყვავტყემალა: გაშენება და მოვლის თავისებურებები

კანადური ყვავტყემალა ამ ჯიშის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც შესანიშნავად უძლებს ძლიერ ყინვებს და ხანგრძლივ ზამთარს. ეს საკმაოდ მოზრდილი ბუჩქია, რომელიც ხასიათდება უხვმოსავლანობით, ძალიან გემრიელი და სასარგებლო ნაყოფით.

ამ სახეობის ბაზაზე კანადელი სელექციონერების მიერ ბევრი მრავალფეროვანი ჯიშია შექმნილი. მაგალითად, „სმოუკი“ ძალზე გავრცელებულია კანადის სამრეწველო დარგში. ის ხასიათდება გამორჩეული გემური თვისებებით, მსხვილი ნაყოფით და უხვმოსავლიანობით.

 

კანადური ყვავტყემალა კარგად ხარობს სხვადასხვა სახის ნიადაგებზე და მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი, ამიტომ იგი გვხვდება კანადაში, რუსეთის ევროპულ ნაწილში, ციმბირში, აზიაში, აფრიკის კნტინენტზე და სხვაგან.

ბუჩქი მრავლღეროიანია,  ცოცხლობს 50 წლამდე. ძირითადი ტოტების გახმობის შემთხვევაში მათ ახალი ამონაყარი ცვლის, რომელთა სიმაღლე 3-4 წელიწადში 2 მეტრს აღწევს, ზოგიერთი ინდივიდი 11 მეტრ სიმაღლესაც კი აღწევს.

მოცემული ჯიშის ყვავტყემალა სწრაფად და მშვენივრად ეგუება ცივ ზამთარს და გვალვას. არ სჭირდება შეფუთვა და ზაფხულში მუდმივი რწყვა.

როგორც დეკორატიული მცენარე შეიძლება დაირგოს, როგორც ცალკე, ისე ჯგუფურად, გარკვეული კომპოზიციის შესაქმნელად. კარგია ლანდშაფტური დიზაინის გასაფორმებლად. ჭაობიანი ადგილების გარდა ეგუება ნებისმიერ გარემოს.

დარგვა

კანადური ყვავტყემალა გაზაფხულზე ,ან  შემოდგომაზე უნდა დაირგას. წინასწარ იღებენ ორმოს, უკეთებენ საწრეტს (დრენაჟი), ნერგი იმაზე 5 სანტიმეტრით ღრმად უნდა  ჩაირგას მიწაში, ვიდრე ის კონტეინერში იზრდებოდა. 

ამის შემდეგ უნდა გაუკეთდეს მულჩი, კარგად მოირწყას და გაისხლას. ღეროზე უნდა დარჩეს 4 ან 5 კვირტი. გვერდით უკეთესია თუ დაურგავთ დამტვერავ მცენარეებს, მაგალითად: ქაცვი, კივი, ვორონცოვის ასკილი და სხვა. თუმცა უამისოდაც იგი თვითდამტვერავი მცენარეა და მაქსიმალურად ისხამს.

ყვავტყემალას გამრავლება ძალიან იოლია. კარგად ფესვიანდება ტოტით. მისი გამრავლება  შეიძლება თესლით, ასევე ფესურებით.

​მოვლისადმი დიდად პრეტენზიული არ არის. რეგულარული რწყვა არ სჭირდება, როგორც განოყიერება. ყვავტემალას ნიადაგის განოყიერება დარგვიდან სამი წლის შემდეგ იწყება. ეს პროცედურა წელიწადში ორჯერ ტარდება. ისეთი სასუქების შერჩევაა საჭირო, რომელიც ხანგრძლივი მოქმედებით გამოირჩევა. გაზაფხულზე უპირატესობა აზოტიან სასუქებს ექცევა, ხოლო შემოდგომით _ ფოსფორ-კალიუმიანს.

თუ ყვავტყემალას დავრგავთ როგორც დეკორატიულ ბუჩქს, მაშინ მას არ სხლავენ. ხოლო თუ უხვი მოსავლის მიღება გვსურს ყოველ გაზაფხულზე სჭირდება გასხვლა. გასხვლა ყვავტყემალას მოვლის ცალკე ეტაპია, როცა გარკვეული წესების დაცვაა საჭირო.

აუცილებელია ყოველწლიურად მოცილდეს ფესურებიდან წამონაზარდი ყლორტები, ამისკენ მხოლოდ ეს სახეობა არ არის მიდრეკილი, ამასთან უნდა დარჩეს რამდენიმე ძლიერი ნაზარდი.

გასხვლა

დარგვიდან პირველ წელს რჩება მხოლოდ რამდენიმე ახალ ამონაყარი, რომლებიც ყველაზე  მსხვილია, ხოლო დანარჩენი ეჭრება. როცა ბუჩქი საკმაოდ გაიზრდება და ბევრი ახალი ამონაყარი ეზრდება, ძველები ეჭრება, ძველი ღეროების მოჭრის შემდეგ მათზე ნაკლები ახალი ღეროები არ უნდა დარჩეს ბუჩქზე, რადგან მსხმოიარობა არ შემცირდეს და ბუჩქი დანაკარგების გარეშე გაახალგაზრდავდეს. 

გასუილი წლის ნაზარდი ღეროები მეოთხედით მოკლდება, ეს უნდა ჩატარდეს ვერტიკალურ ნაზარდზე, ასევე უნდა დამოკლდეს და გვერდითა ტოტები, რათა სტიმული მიეცეს განივი ფესვების განვითარებას. თუ ბუჩქი სიმაღლეში „გაიქცევა“ მოსავლის აღება გაჭირდება.

ერთწლიან ტოტების გადანაჭრები არ მუშავდება, ხოლო უფრო მეტი ხნის ტოტების ჭრილობებს კი ბაღის მალამოთი ან მცენარეულ ზეთზე დამზადებული ნატურალური ზეთოვანი საღებავით „მკურნალობა“ ძალიან წაადგება.

საჭიროა ასევე სანიტარული პროცედურის ჩატარება, მავნებლების და დაავადებისგან დაცვა. უნდა შეეცალოს დამტვრეული, და გამხმარი ტოტები, სადაც მავნებლებს შეუძლიათ დაიბუდონ.

გადაბერებული ბუჩქის გასაახალგაზრდავებლად საჭიროა ტოტების ფესვის ყელამდე, მიწისძირზე გადაჭრა.ბუჩქს რომ  გვირგვინის ფორმა მიეცეს საჭიროა მისი გასხვლა და ეს მხოლოდ გაზაფხულზე კი არა, მაშინ როცა ამის საჭიროება იქნება.

მოსავლის აღება

მოსავლის აღების დროს ძირითად პრობლემას ქმნის ნაყოფის უთანაბროდ მომწიფება. მომწიფების პერიოდში ნაყოფი წითლიდან თანდათან იძენს მეწამულ, კაშკაშა მუქ ფერს.ესთეტიკური თვალსაზრისით ეს ძალიან ლამაზია. 

ნაყოფის შენახვა ოთახის ტემპერატურაზე 2-3 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, თუ შენახვის ტემპერატურას 00C გრადუსამდე დავიყვანთ, შენახვის ვადა ხანგრძლივდება.

მოსავალს დიდ ზიანს აყენებენ ფრინველები, ისინი ნაყოფს მანამდე აზიანებენ, ვიდრე იგი დამწიფდება.

სასარგებლო თვისებები

კანადური ყვავტყემალა, ისე როგორც ყველა მისი ნაირსახეობა განსაკუთრებული გემური თვისებებით და სარგებლიანობით გამოირჩევა. მისი ნაყოფი მდიდარია შაქრებით და ორგანული მჟავებით. გამოირჩევა ვიტამინ С-ს დიდი კონცენტრაციით, იგი ასევე მდიდარია А, В, В2, კაროტინს, მთრთილავ ნივთიერებებს, მინერალურ მარილებს და სხვა. 

მიკროელემეტებიდან შეიცავს: რკინას, სპილენძს, კობალტს, იოდს, მანგანუმს. მთრთილავი ნივთიერების წყალობით ნაყოფს ერთგვარი სიბლანტეს და თავისებური სტრუქტურა აქვს. ორგანული მჟავებიდან ჭარბობს  ვაშლის მჟავა, რაც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. ის ასტიმულირებს ორგანიზმში მიმოცვლით პროცესს და აუმჯობესებს სისიხლის მიმოქცევას, აძლიერებს იმუნიტეტს და ავლენს ანთებასაწინააღმდეგო თვისებას.

ნაყოფისგან შიძლება მურაბის, ჯემის, ხილფაფის, კომპოტის, ჟელეს, ჩირის დამზადება. ამის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ყვავტყემალა აქტიურად გამოიყენება კულინარიაში, როგორც პიკანტური ინგრედიენტი.