აგრარული განათლებადარგებიმებოსტნეობამემცენარეობა

კარტოფილის მნიშვნელობა და ისტორია

2023 წლის დეკემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივით, რეზოლუცია (A/RES/78/123) მიიღო და 30 მაისი კარტოფილის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
ეს თარიღი მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, კარტოფილის  სასურსათო, საკვები, ტექნიკური,  ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, კულტურული სარგებლისა და მნიშვნელობის როლის გაზრდას.

აღსანიშნავია, რომ ამ  უნივერსალური, სასურსათო და ტექნიკური კულტურის წარმოება  სრულყოფილად უპასუხებს გლობალური მდგრადი განვითარების ისეთი მიზნების შესრულებას, როგორებიც არის:

 1-არა სიღარიბეს;

2-არა შიმშილს;

 3-ჯანმრთელობა და კეთილდღეობა;

 6-სუფთა წყალი და სანიტარია;

7ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;

8მდგრადი მოხმარება და წარმოება;

კლიმატის ცვლილებების შედეგების დაძლევა;გამორჩეული სურათის დაყენება

10დედამიწის ეკოსისტემები.

  მცენარის ეს სახეობა სამხრეთ ამერიკის ანდების მთიან რეგიონში 9-8 ათასი წლის წინათ წარმოიშვა, რომელიც აღმოაჩინეს და საკვებ კულტურაში შეიტანეს ტიტიკაკას ტბის ნაპირებთან მცხოვრებმა ადგილობრივმა მონადირე-შემგროვებლებმა.

ველური კარტოფილის  მინდვრებს დღესაც ნახავთ ანდების მთის კალთებზე.  ეს მინდვრები პოპულარულ  ტურისტულ, სამეცნიერო კვლევით   მარშრუტებშია ჩართული და ამ ქვეყნებისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა.

Kartofili 111111111111111

სურათი 1.  ველური კარტოფილის მინდვრები ანდების მთების კალთებზე.

კარტოფილს მთელს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი მოიხმარს, როგორც ყველაზე ხელმისაწვდომ, ნოყიერ სასურსათო, ტექნიკურ,  საკვებ პროდუქტს, ის ხელს უწყობს მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას სოფლად და სხვა ადგილებში, სადაც შეზღუდული ბუნებრივი რესურსებია, როგორებიცაა  სახნავი მიწა და წყალი, ხოლო წარმოების საშუალებები ძვირია. ეს კულტურა, სასოფლო-სამეურნეო წარმოების თვალსაზრისით, ძალიან მრავალმხრივი და პრეტენზიოა იმ გარემო პირობების მიმართ, სადაც იზრდება.

ამას გარდა, კარტოფილი სხვადასხვა  კლიმატური პირობების მიმართ საკმაოდ შემგუებელი და  კეთილგანწყობილია.

კარტოფილი  სხვა კულტურებთან შედარებით მეტ ჟანგბადს და მცირე რაოდენობით სათბურის გაზებს გამოყოფს. როგორც ტექნიკური კულტურა, მისგან ამზადებენ სპირტს და ბიოსაწვავს, სახამებელს, ტყავის შემცვლელებს, დეგრადირებად ბიოპლასტმასს, საყოფაცხოვრებო ნივთებს, ცელოფნის შემცვლელი პარკებს და სხვა მრავალ ეკოპროდუქტს.

სათანადო სავეგეტაციო პერიოდის ჯიშების შერჩევის შემთხვევაში ის წარმატებით იზრდება, როგორც აფრიკის, ისე ჩრდილოეთის ქვეყნების ბუნებრივ კლიმატურ პირობებში.

ამჟამად მსოფლიოში 5 000-ზე მეტი გაუმჯობესებული, სელექციური და ადგილობრივი კარტოფილის ჯიშია, რომლებიც მნახველს აოცებენ ტუბერების ზომის, ფერისა და ფორმის მრავალფეროვნებით.

სხვათა შორის, ზოგიერთი მათგანი სასურსათოდ უვარგისია, მაგრამ ძალზე ღირებულია როგორც სასელექციო საწყისი მასალა, „ნედლეულია“ ახალი ჯიშების მოსაშენებლად, რომლებიც ადაპტირებულია ცვალებად გარემო პირობების, მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

კარტოფილი მოჰყავთ მსოფლიოს 159 ქვეყანაში, ეთმობა 17,8 მილიონი ჰექტარი მიწა და წელიწადში 374 მილიონი ტონა იწარმოება.

კარტოფილს დედამიწის მოსახლეობის ორი მესამედი მოიხმარს, როგორც ძირითად  სასურსათო კულტურას _ მეორე პურს. ის  იხარშება როგორც გაფცქვნილი, ისე კანიანად; ნახშირზე მოხარშული, ორთქლზე მოხარშული, ჩაშუშული, შემწვარი ან მის გარეშე, გამოიყენება როგორც მარტივ, ასევე სალათებში, ცხელ კერძებში, სასმელებსა და დესერტებში. კარტოფილი ერთ-ერთია იმ ხუთ ძირითად სასურსათო კულტურიდან, რომელიც ინტენსიურად მოიხმარება მსოფლიოში და  შესაბამისად ხელს უწყობს ქვეყნების და პლანეტის სასურსათო უსაფრთხოებას. ის  მნიშვნელოვანია, როგორც მცირე გლეხური, ასე დიდი კომერციული მეურნეობებისთვის სხვადასხვა კონტინენტზე.

კარტოფილის  სამშობლოში – ანდებში (სამხრეთ ამერიკა) – მას უძველესი ინკების ცივილიზაციის ყვავილი უწოდეს, რომლისთვისაც ის იყო მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურა. უფრო მეტიც, ინდიელები არამარტო ჭამდნენ კარტოფილს, არამედ თაყვანს სცემდნენ მას და რელიგიურ რიტუალებში იყენებდნენ, ასევე აქტიურად ცვლიდნენ ნივთებში, დაქირავებული და სხვა სახის შრომის ასანაზღაურებლად.

ანდების მთის კალთებზე ინდიელთა ნასახლარების შესწავლის დროს არქეოლოგები 1700 წლის ასაკის საფლავის ქვას წააწყდნენ, რომელზედაც გამოსახული იყო ინდიელი მამაკაცი აყვავებული კარტოფილის ორი მცენარით. გამოსახულებას მარჯვენა ხელში უჭირავს მცენარე სამი ტუბერით, მარცხენაში კი ორი ტუბერით. მკვლევრები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ იმ პერიოდისათვის ინდიელები არა თუ სასურსათო კარტოფილის, არამედ მისი სარგავი მასალის წარმოების  ნეგატიურ და პოზიტიურ სელექციასაც კი ეწეოდნენ. სწორედ ეს გამოსახულება გახდა მეკარტოფილეობის საერთაშორისო ცენტრის ემბლემა.

დაახლოებით მე-16 საუკუნეში, ესპანელები  დაინტერესდნენ პერუელთა საკვებით, მათ შორის  კარტოფილით, რომელსაც ინდიელები პაპა-ს ეძახდნენ.

Kartofili 333333333333333

სურათი 2. ესპანელები ეცნობიან კარტოფილს.

კარტოფილი ევროპაში

  ესპანელებმა კარტოფილი პერუდან ესპანეთში  შეიტანეს და მშობლიურ მიწაზე დაიწყეს მისი მოყვანამიღებული მოსავალი კი ესპანეთიდან ეგზოტიკურ საჩუქრად გაუგზავნეს ევროპელ ბოტანიკოსებს და ისეთ გავლენიან ფიგურებსაც კიროგორიცაა  რომის პაპი.

ინგლისში კარტოფილი მე-16 საუკუნეში შეიტანეს, შემდეგ კი  მან პოპულარობა სხვა ქვეყნებშიც მოიპოვა.  თავდაპირველად ის  მხოლოდ ორნამენტულ, დეკორატიულ  ეგზოტიკურ მცენარედ ითვლებოდა და  ქალბატონები  მის ყვავილებს  თმის ან კაბის შესამკობად იყენებდნენ.

Kartofili 444444444444444

სურათი 3. კარტოფილის ყვავილები  არისტოკრატთა პარიკებზე.

იმის  მიუხედავად, რომ ევროპელებმა კარტოფილს ახალ სამყაროში უკვე მე-16 საუკუნეში გაიცნეს, მხოლოდ მე-17 საუკუნის ბოლოს დაიწყო მან ადგილის დაკავება ირლანდიისა და ინგლისის სოფლის მეურნეობაში. უფრო მოგვიანებით ის გამოჩნდა სხვა ქვეყნებშიც.

იყო დრო, როდესაც ფრანგი ექიმები აცხადებდნენ, რომ კარტოფილი შხამიანი იყო. 1630 წელს კი პარლამენტმა სპეციალური დადგენილებით საფრანგეთში კარტოფილის მოყვანაც კი აკრძალა.

პირველ ეტაპზე მოსახლეობამ არ იცოდა კარტოფილის ტუბერების გამოყენება და ისინი საჭმელად არა ტუბერებს, არამედ მის მიწის ზედა მწვანე მასას და ნაყოფებს მოიხმარდნენ, რომლებიც მართლაც შეიცავს მომშხამველ ნივთიერება  სოლანინს.   მათმა  მიღებამ   გამოიწვია  ადამიანთა თუ ცხოველთა ძლიერ მოწამვლა და ლეტალური შედეგები.

  მხოლოდ მოგვიანებით ისწავლეს ევროპელებმა სასურსათოდ კარტოფილის ტუბერების გამოყენებაამ კულტურის გავრცელებაში დიდი წვლილი შეიტანა ფრანგმა აგრონომმა ანტუან პარმანტიე , რომელმაც მე-18 საუკუნეში დაამტკიცა, რომ კარტოფილს შესანიშნავი გემო და საკვები თვისებები აქვს, რამაც ხელი შეუწყო ევროპის მოსახლეობის მარცვლეულზე დამოკიდებულების შემცირებას.

ამგვარად, პრუსიაში 1745 წელს გლეხებისთვის კარტოფილის დარგვის იძულების მიზნით, საჭირო  გახდა სასჯელისა და სამხედრო ძალის გამოყენება. თუმცა, ეს ცოტა დაეხმარა და ახალი კულტურის დანერგვა ათწლეულების განმავლობაში გაჭიანურდა.

კარტოფილის აღიარებისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ეტაპი იყო 1785 წლის მარცვლეულის  ცუდი მოსავალი, როდესაც კარტოფილის გამოყენებამ, აგრონომი ანტუან პარმანტიეს ძალისხმევის წყალობით, ხელი შეუწყო შიმშილის დაძლევას ჩრდილოეთ საფრანგეთში.

პარიზის პირველი  კომუნის (1795) ბოლო თვეებში კარტოფილი აქტიურად მოჰყავდათ ალყაში მოქცეულ პარიზში, ტუილრის ბაღებშიც კი.

1846 წელი ცენტრალურ ევროპაში მარცვლეულის ცუდი მოსავალი მიიღეს. შედეგად კარტოფილი ხალხის მთავარი სასურსათო პროდუქტი გახდა და მისი წარმოებაც სულ უფრო იზრდება მთელ მსოფლიოში.

Kartofili 5555555555555

სურათი 4.  კარტოფილის გავრცელება მსოფლიოში.

ანალიტიკოსებმა 2021 წლის მონაცემებზე დაყრდნობით წარმოადგინეს  ათი უმსხვილესი კარტოფილის მწარმოებელი ქვეყანა:  ჩინეთი,  აწარმოებს 99,2 მილიონ ტონაზე მეტ კარტოფილს; ინდოეთი_ 48,2 მლნ. ტონა; რუსეთი – 29,9 მლნ.; უკრაინა –22,2 მლნ.;  აშშ – 20,5 მლნ.; გერმანია – 11,4 მლნ.; ბანგლადეში _ 11,0 მლნ.: პოლონეთი –10,3 მლნ.;  ნიდერლანდები _ 7,9 მლნ.; საფრანგეთი _ 7,4 მლნ. ტონა.

                                კარტოფილი საქართველოში

საქართველოში კარტოფილის ნათესები აღნიშნული აქვს სოლომონ II იმერთა მეფეს 1787 წლის წერილში,  1820 წელს კარტოფილი  უკვე გამოჩნდა თბილისის შემოგარენში, კერძოდ გერმანელი კოლონისტების საკარმიდამო ნაკვეთებში, ამჟამინდელი სამტრედიის ქუჩის ტერიტორიაზე  და ქართველებშიც  ,,მეორე პურისსახელიც დაიმსახურა.

1913 წელს კარტოფილის ნათესებმა საქართველოში  უკვე 6 800 ჰა-ს მიაღწია,  1975 წელს კარტოფილის სათესი ფართობი 28 ათას ჰა-ს აღემატებოდა.  დღეისათვის  ეს კულტურა  საქართველოს  ყველა სასოფლო-სამეურნეო  საწარმოო ზონაში 30 ათას ჰექტრამდე ირგვება  ზღვის დონიდან  2 300  მეტრამდეც კი საწარმოო, საკარმიდამო  თუ სააგარაკო ნაკვეთებზე.

საქართველოში კარტოფილს თესავენ უმთავრესად  ახალქალაქისახალციხისწალკისდმანისისთეთრი წყაროსხულოსშუახევის მუნიციპალიტეტებში. მოჰყავთ მაღლა  მთაშიც (ნინოწმინდა, სვანეთირაჭა და სხვა), სადაც ნათესები ზღვის დონიდან 2100-2300 მ-მდეც  აღწევს. 70-იან წლებში საქართველოში ფართოდ გავრცელდა საადრეო კარტოფილის მოყვანა.  უმთავრესად ბოლნისის რაიონში. რესპუბლიკაში კარტოფილის საშუალო მოსავლიანობა ევროპის მოწინავე მეკარტოფილეობის ქვეყნებთან შედარებით  ძალზე დაბალია (იხილეთ გრაფიკი) და 90-120 ც/ჰა შეადგენს. ახალქალაქის, ახალციხისა და წალკის მუნიციპალიტეტებში კარტოფილის მოსავალი უფრო მეტია – 174-178 ც/ჰა.

Kartofili 88888888888888

სურათი 5. კარტოფილის ტუბერის მოსავლიანობა ევროპაში.

ასეთი დაბალი მოსავლიანობა სარგავი მასალის უხარისხობის, ფიზიოლოგიური თავისებურებების და ჯიშობრივი ტექნოლოგიების გაუთვალისწინებლობის შედეგია.

საქართველოს ბარის ზონაში კარტოფილს თესავენ ზაფხულშიც,  და მეორე მოსავალს იღებენ. ამ ზონაში (ზღვის დონიდან 500 მ-მდე) საადრეო მოსავლის მისაღებად კარტოფილი შეიძლება შემოდგომაზე, ნოემბერშიც დაითესოს.

კობა კობალაძე, პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მთის მდგრადი  განვითარების ფაკულტეტი,  

ნესტან გუგუშვილი, არქეოლოგიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი