ხეხილის ბაღი აივანზე
ქოთანში ჩარგული ლიმონით და ფორთოხლით, დღეს უკვე არავის უკვირს და საერთოდ, კურკიდან ამოსული ხის პირველი მოსავალის ლოდინი, დიდიხანს გრძელდება.სულ სხვა საქმეა ქოთნის ვაშლი, მსხალი, ალუბალი, ქლიავი, ატამი და ვაშლატამა!ხეხილის და კენკრის ჯუჯა ჯიშები დეკორატიულ მებაღეობაში ახალი სიტყვა არ არის, მაგრამ ბოლო დორს ამ ტიპის მებაღეობის ტენდენცია მებაღეობაში. უბრალოდ წარმოიდგინეთ – ბაღის გაშენება, პირდაპირ აივანზე… თქვენ კი, იმას გარდა რომ ბაღი გექნებათ, აივანს ლამაზი ფერებით გააცოცხლებთ და ის თქვენი და თქვენი მეგობრებისთვის დასვენებისა და განტვირთვისათვის საყვარელი ადგილი გახდება. ორფი, პატარა ბუჩქნარები, ჯუჯა ხეები – სულ ეს არის, რაც საჭიროა ბაღის შესაქმნელად, მიწის ზედაპირიდან რამოდენიმე მეტრის დაშორებით. იმის მიუხედავად სად აპირებთ ბაღის გაშენებას, მრავალსართულიანი შენობის სახურავზე, უბრალოდ, აივანზე, რამდენიმე მნიშვნელოვანი პრინციპის ცოდნა და დაცვა დაგჭირდებათ: უპირველესად უნდა განსაზღვროთ, თუ კონკრეტულად რას აკეთებთ აივანზე – ტროპიკული სამოთხე გინდათ მოაწყოთ, თუ უბრალო ბაღი. ამიტომს აუცილებელია, შეაფასეთ აივნის მიკროკლიმატი, რისთისაც საჭიროა: I. აივნის მდებარეობის განსაზღვრა ჰორიზონტის მხარეების მიმართ; II. იმის გარკვევა, თუ სინათლის რა რაოდენობა ხვდება აივანზე (საათი დღეში). ეცემა თუ არა მზის პირდაპირი სხივები? თუ აივანი ღიაა, ხომ არ მოხვდება მცენარეები ძლიერ ქარის ზემოქმედების ზონაში, ანუ კრიტიკულად უნდა შეაფასოთ საკუთარი აივანი, რომ ფული და ენერგია ფუჭად არ დახარჯოთ. III. უსაფრთხოების საკითხიც არ უნდა დაივიწყოთ. ყველა ტიპის აივნისთვის დასაშვები დატვირთვაა გათვალისწინებული. მაგ., აშშ-ში 1 კვ. ფუტზე (1 ფუტ. = 0, 3 მ) – 60 ფუნტია (1 ფუნ. = 0, 45 კგ.) ანუ 1 კვ. მ-ზე, დაახლოებით, 20 ფუნტი ანუ 9 კგ. ანუ რეკომენდებულია, მსუბუქი გრუნტის გამოყენება, რომელიც ჩვეულებრივ ბაღის მიწაზე 60% მსუბუქია. ამას გარდა, კერამიკული ქოთნების ნაცვლად, პლასტიკატის ან ხის კონტეინერები (ყუთები) უნდა გამოიყენოთ. ქოთანი რაც უფრო მსუბუქი იქნება, მით უკეთესი. ჯუჯა ხეხილი 1, 20 მ. სიმაღლის იზრდება, ხოლო მისი ნაყოფი არც არომატით და არც ზომით არ ჩამორჩება ჩვეულებრივი ხის ნაყოფს. რა მასალა დაგჭირდებათ: 1. კონტეინერი (ქოთანი) 30 ლ-ზე ნაკლები არ ღირს; 2. გრუნტში კარგი დრენაჟი არის საჭირო, რომ ხის ფესვები არ დალპეს; 3. ხე უნდა იდგას აივნის მზიან მხარეს. არ უნდა ხვდებოდეს ორპირი ქარი. პირველი ყინვების შემდეგ, საჭიროა მრავალწლოვანი ნარგავების გასხლა, გრუნტის გადახურვა (შეიძლება გადაიხუროს სპეციალური გადასახური ფირით, პოლიეთილენის ფირით, პლასტიკატით და ა. შ.) და დახურულ სივრცეში, საკუჭნაოშო, ავტოფარეხში და სხვ. გადატანა. 4. ზამთარში მცენარე, თვეში 2-3-ჯერ უნდა მოირწყას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კონტეინერი ისე დგას, რომ მასში თოვლი არ ჩადის; 5. გაზაფხულზე მცენარე ისევ აივანზე უნდა დააბრუნოთ და მოხსნათ შესაფუთი მასალა; 6. რეგულარული მორწყვის და სასუქის მიწოდების შემთხვევაში (განსაკუთრებით კალიუმის და აზოტის საფუძველზე დამზადებული), მადლიერების ნიშნად, ჯუჯა ხე კარგი მოსავლით დაგაჯილდოვებთ. მართალია, ეს ხეები ცოტა მეტ ყურადღებას მოითხოვს და მისი გადაადგილება წელიწადში ორჯერ ადვილი არ არის, მაგრამ, ეს ამად ნამდვილად ღირს. თქვენი მცენარეები გაზაფხულზე ყვავილებით გაგახარებენ, ზაფხულში ნაყოფით, ხოლო შემოდგომაზე – ფერად-ფერადი ფოთლებით. და კიდევ, იგივე წესით, შეიძლება ბოსტნეულის და მწვანილის მოყვანა და ვარდების ან ნებისმიერი სხვა ყვავილების ბაღის გაშენება. წყარო: intermedia.ge |